„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი
ნომერი
#07-3/178/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-22
ბიუროს ნომერი 134

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დადგენილებით პარლამენტის 2021 გათვალისწინებული წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითადი შემადგენლობის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კორძაია თამარ - უფრაქციო პარლამენტის წევრი.“ ბ) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. კორძაია თამარ - უფრაქციო პარლამენტის წევრი.“ პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: დადგენილების პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების შემადგენლობების შევსება საქართველოს პარლამენტში შექმნილი ფრაქციების მიერ წერილობით წარმოდგენილი მომართვების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს ახალი გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის პარლამენტში შექმნილი ფრაქციების მიერ გაკეთებული წერილობითი მომართვით პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციების შემადგენლობებში მათი წევრები შეყვანის თაობაზე. ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტის და საპარლამენტო ასამბლეების წევრები პარლამენტში ფრაქციების მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა შემადგენლობებს დაემატებიან პარლამენტის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტირების შესაბამისად. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობების ითვალისწინებს დელეგაციების და დაკომპლექტებას საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეების საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების პროექტის მიმართ. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ვინაიდან საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაციის საპარლამენტთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ხდება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წინასწარ გაწერილი წლიური ღონისძიების თარიღების მიხედვით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა არ დაგვიანდეს/გადაიდოს მთლიანად დელეგაციის ვიზიტი ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი): დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას არ ითვალისწინებს; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება; დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ)დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.