საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ზამთრის „ჰიბრიდულ“ სხდომაში (ვენა, ავსტრია და „ონლაინ“ თბილისიდან) მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-3110/22
18-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის ზამთრის „ჰიბრიდულ“ სხდომაში (ვენა, ავსტრია
და „ონლაინ“ თბილისიდან) მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ზამთრის
სხდომაში მონაწილეობის ანგარიში (25-26 თებერვალი, „ჰიბრიდული“ ფორმატი“ - ვენა,
ავსტრია და „ონლაინ“ თბილისი)
მივლინების თარიღები: 25-26 თებერვალი, 2022 წ.
მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე
(ვენა, ავსტრია); დელეგაციის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, თინათინ ბოკუჩავა („ონლაინ“
თბილისი).
მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში მონაწილეობა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომის (25-26 თებერვალი) ფოკუსი, როგორც
მოსალოდნელი იყო, ძირეულად შეიცვალა უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული
მოვლენების გამო. წინასწარ დაგეგმილი დღის წესრიგის მიხედვით პარლამენტარებს
მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელტმა, ეუთოს
გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლფგანგ
სობოტკამ და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ზბიგნევ რაუმ. ოთხივე ოფიციალური პირის გამოსვლაში ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის
მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა, ევროინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაზე
გამართულ დებატებში.
მუდმივმოქმედი კომიტეტის (რომლის წევრიცაა ნ. სამხარაძე, როგორც დელეგაციის
ხელმძღვანელი) სხდომაზე დებატებში სიტყვით გამოვიდნენ ეუთოს წევრი ქვეყნის 28
წარმომადგენელი (აშშ-ს, იტალიის, ანდორის, სლოვაკეთის, ლიეტუვის, ბულგარეთის,
თურქეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, კვიპროსის, რუსეთის, ბელარუსის, საფრანგეთის
ალბანეთის, საბერძნეთის, ბელგიის, დანიის, ფინეთის, ნიდერლანდების და პოლონეთის
წარმომადგენელები). გამომსვლელების უმრავლესობის პოზიცია (რუსეთისა და ბელარუსის
წარმომადგენლების გარდა) იყო ცალსახად მიმართული უკრაინის ინტერესების
მხარდაჭერასა და რუსეთის შეჩერებასა და მისი ქმედებების მიუღებლობაზე. აღნიშნულ
დებატებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმაც. ნ. სამხარაძემ,
სიტყვით გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და მის მიერ
დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება დაგმო. მისი
განცხადებით, 14 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორისს 20%-ის ოკუპაციის
შემდეგაც კი, რუსეთი არ დასჯილა და მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ გატარებულა.
„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული
ერთეულების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას და რუსეთის სამხედრო
აგრესიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს აგრესია არ უნდა იყოს
გასაკვირი რომელიმე ჩვენთაგანისათვის. მსგავსი რამ უკვე მოხდა 2008 წელს ჩემს ქვეყანაში,
როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%ის ოკუპაცია. 14 წელი გავიდა მას შემდგომ და რუსეთის წინააღმდეგ არ დაწესებულა არანაირი
სანქცია ან რამენაირად არ დასჯილა ამ შემოჭრისათვის. ამიტომაც ისინი შეგულიანებული
არიან იმოქმედონ იგივე სცენარით. მინდა პარალელი გავავლო „გამოცხადებული სიკვდილის
ქრონიკასთან“ - გაბრიელ გარსია მარკესის ბრწყინვალე ნოველასთან: 3 თვეა ჩვენ ვურუებთ
გამოცხადებული ომის ქრონიკას უკრაინის წინააღმდეგ მაგრამ საერთაშორისო
თანამეგობრობამ ვერაფერი მოიმოქმედა რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად. მიმაჩნია,
რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი საერთაშორისო
წესრიგი, უნდა ვიმოქმედოთ ახლა! სხვაგვარად, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ
იქნება მათ მიერ განხორციელებული ბოლო აგრესია, ისევე როგორც რუსეთის აგრესია
საქართველოს მიმართ არ იყო ბოლო“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე
აგრესიაზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაზე ევროპაში,
რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. მან სოლიდარობა და
მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. „სამწუხაროდ, 2008 წელს, როდესაც
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უხეშად იქნა დარღვეული და გავხდით რუსული
აგრესიის მსხვერპლი, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო პასუხი ვერ გასცა ამ
ქმედებას, პასუხი, რომელიც თავიდან აგვაცილებდა მსგავსი ქმედების განმეორებას ევროპაში.
სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი აწმყოსა და მომავლის განსაზღვრის
სუვერენული უფლებისათვის“, განაცხადა მ. ბოჭორიშვილმა. სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო
მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიის განვითარებაში ჟურნალისტიკის როლს.
„საქართველო სრულად იზიარებს თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების
დაცვის პრინციპებს. ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს მედიის თავისუფლების,
პლურალიზმისა და სიტვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რაც ასახულია
საერთაშორისო რეიტინგებში“, აღნიშნა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობატა კომიტეტის თავმჯდომარემნიკოლოზ
სამხარაძე გამოვიდა სიტყვით პლენარულ სესიაზეც. „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ
საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს და ეუთოს
დამფუძნებელ აქტს. დღეს ვიხილეთ ევროპაში საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის
მაგალითი. მოსკოვმა გააქტიურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესი
და ყოველდღიურად აგრძელებს პროვოკაციებს, რაც იწვევს ადგილზე ვითარების
დესტაბილიზაციას. მინდა დავეთანხმო ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ ეს ომი არ წარმოებს
მხოლოდ დონბასის, ან რუსულენოვანი უმცირესობის გამო, ეს ომი მიზნად ისახავს როგორც
უკრაინის, ასევე საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების განადგურების მცდელობას. ეუთო-
ს როლი ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში არის
კრიტიკულად მნიშვნელოვანი. უნდა ვიმოქმედოთ ახლავე!“ - აღნიშნა ნ. სამხარაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, 202 წლის 25 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს
სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელს ანდრეას მინიხს და
ეროვნული საბჭოს დეპუტატს მარტინ ენგელბერგს. შეხვედრის დასაწყისში აღნიშნულ იქნა
კარგი პარტნიორობა საქართველოსა და ავსტრიას შორის და შემდგომ კვლავაც საუბარი შეეხო
რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის შესაძლო გავლენას საქართველოზე. ავსტრიამ 24
თებერვალს პარლამენტში მიიწვია და სხდომაზე მოუსმინა უკრაინის ელჩს ავსტრიის
რესპუბლიკაში, რაც ამ ქვეყნის მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ღია
დადასტურებაა. ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა, რომ ავსტრია ემხრობა
მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი დაუწესებს რუსეთს. ნ. სამხარაძემ.
ავსტრიული მხარის შეკითხვაზე, თუ რამდენად ექნება სწრაფი ეფექტი რუსეთისათვის
დაწესებულ სანქციებს, განაცხადა, რომ მათი ეფექტი, იმის მიხედვით, თუ რამდენად მძიმე
იქნება ისინი, უფრო საშუალო და გრძელ ვადაზე მოახდენენ გავლენას რუსეთზე. ქართულმა
მხარემ ასევე დასვა შეკითხვა, თუ რამდენად მზად არის ევროკავშირი, ანგრძლივად დაიცვას
სანქციების რეჟიმი და გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მოახდინოს მათი შერბილება.
დეპუტატებმა ა. მინიხმა და მ. ენგელბერგმა დაარწმუნეს ქართული მხარე, რომ ევროკავშირი
მტკიცედ აპირებს მიყვეს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გზას. შეხვედრის
დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან
თანამშრომლობის ჯგუფი, საქართველოს პარლამენტში ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის სახელით, საქართველოში მიიწვია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი ღონისძიება დაგეგმილია 3-8 ივლისს ქ.
ბირმინჰემში (გაერთიანებული სამეფო).
ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა მ. გოგოლაძემ.
13.03.2022