„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/177/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 15
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-22
ბიუროს ნომერი 134

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.“. 2. 26-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას: ა) ამოწმებს მისი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას; ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესები.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას; ბ) სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.“. 3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34 1 1. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი, სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელი. 3. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ადგენს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მინიჭებული. ერთი-ერთი ასეთი უფლებამოსილება კი არის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის განხილვა.1 ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებების შესახებ დავების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს შესაბამისი ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების არა მხოლოდ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მის არსს, მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკასაც.2 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული უფლებამოსილება და მისი განხორციელების პირობები ჯეროვნად არ არის ასახული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რაც ნათლად მიუთითებს ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე. მეტიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მოქმედი ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ნორმას აქცევს ფიქციად და გამორიცხავს მისი სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას. ამრიგად, კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობის გაჩენა, 1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. მსგავსი შინაარსის დანაწესს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხთან მიმართებით ითვალისწინებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი: „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს.“ 2 1 რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ასევე მსგავსი საკითხის მომწესრიგებელი გერმანული მოდელი.3 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია კანონით. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებული ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია ცვლილების შეტანა კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 26-ე მუხლსა და 34-ე მუხლში; კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ითვალისწინებს შემდეგი სახის ნორმებს: − შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი, სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელი. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს უგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას, 3 იხ. „გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ გერმანიის კანონის მე-13 და 64-ე მუხლები: https://www.gesetze-im-internet.de/bverfgg/BJNR002430951.html 2 − − საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში. საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 3 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები შედის იმ ხარჯებში, რომლებსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღესაც სწევს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს ან შემოსავლებს იმ პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: 5 კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ მომწესრიგებელი გერმანული მოდელი.4 იქნა მსგავსი საკითხის ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. 4 იხ. „გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ გერმანიის კანონის მე-13 და 64-ე მუხლები: https://www.gesetze-im-internet.de/bverfgg/BJNR002430951.html 6