საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 10 თებერვალს ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეათე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი
ნომერი
#2-3124/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-3124/22 18-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს წარმოგიდგენთ 2022 წლის 10 თებერვალს, ქ. ბრიუსელში გამართულ ევროკავშირისაქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეათე სხდომის შესახებ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 5 ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეათე სხდომა მივლინების ანგარიში 2022 წლის, 10 თებერვალი ბრიუსელი, ბელგიის სამეფო 2022 წლის 10 თებერვალს ევროპარლამენტში, ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეათე სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდნენ საპარლამენტო კომიტეტის თანა-თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, და ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი. კომიტეტის სხდომაში საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები - მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, დავით სონღულაშვილი, გიორგი ამილახვარი, ეკა სეფაშვილი, ლევან იოსელიანი და დავით ზილფიმიანი. კომიტეტმა განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პერსპექტივები, საქართველოს ევროკაშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს მოუსმინეს. საქართველოს მთავრობის მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან - ლუკ დევინმა, ლორენს მერედიტმა, რიჩარდ ტიბელსმა და ნიკოლას სენდროვიჩმა. 1 სხდომაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად უსაფრთხოების კუთხით რეგიონში. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანა-თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პარლამენტის როლსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური და ექსპერტული დიალოგის გაძლიერებას, რომელიც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა დაისახა მიზნად და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილ მძიმე გარემოზე. ყურადღება გამახვილდა დე-ფაქტო ანექსიის გააქტიურებულ პროცესზე, მზარდ მილიტარიზაციაზე, უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესზე. განიხილეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და პერსპექტივები, ასევე, გარემოს დაცვისა და ევროპის „მწვანე შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხები. სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა შეიმუშავებს განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის ინიციატივისა განცხადების და 2 რეკომენდაციების მიღების თაობაზე, ევროპარლამენტის მხრიდან არ გამოითქვა სურვილი და მეათე სხდომაზე არ იქნა მიღებული განცხადება და რეკომენდაციები ასოცირების საბჭოს საყურადღებოდ. სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკეთა განცხადება მეათე სხდომის თაობაზე:       ევროკავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა; მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მხრივ სხვადასხვა სფეროებში; დადებითად შეფასებულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მხრივ, რაც წარმოადგენს ევროკაშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს; მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში; მიესალმება ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ინვესტიციების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას; ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს რამაც გამოიწვია უსაფრთხოების გაუარესება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს. კომიტეტის მორიგ სხდომას 3
განცხადება
European Parliament 2019-2024 STATEMENT BY THE CHAIR OF THE DELEGATION FOR RELATIONS WITH THE SOUTH CAUCASUS, MEP Marina KALJURAND on the 10th meeting of the EU-Georgia Parliamentary Association Committee Brussels, 14 February 2022 – “The European Parliament and the Parliament of Georgia held the 10th meeting of their Parliamentary Association Committee (PAC) on 10 February 2022 in Brussels. We noted with satisfaction that support for EU integration remains very high in Georgia, among the population and across party lines. We welcomed the Georgian authorities’ commitment to further harmonise legislation with the EU acquis in a variety of fields, in line with the Association Agreement, noting nevertheless that the situation could still be improved when it comes to certain areas, including the accountability of law enforcement agencies, the independence of the judiciary and the fight against the discrimination of vulnerable groups and minorities. We commended the legislative amendments on the introduction of the mandatory gender quotas to increase women’s participation in political life, as well as the adoption of the Law on the Rights of Persons with Disabilities. We recognised the swift adoption of the EU’s ambitious Economic and Investment Plan for the Eastern Partners, including Georgia, aimed at fostering trade, growth and jobs, investing in connectivity, strengthening democratic institutions and the rule of law, supporting the green and digital transitions, and promoting fair, gender-equal and inclusive societies. We welcomed the EU’s continued financial and technical assistance to Georgia, underlining that further disbursements shall remain conditional on substantial progress on reforms, including when it comes to the rule of law and independence of the judiciary. We discussed a set of comprehensive reforms that Georgia is undertaking while fulfilling Association Agreement, including a Deep and Comprehensive Free Trade Area. We welcomed the considerable progress already made and the Georgian authorities’ willingness to fully exploit the vast potential of the AA/DCFTA, including by creating new openings for gradual political, economic and sectoral integration with the EU. As our countries are being hit hard by the new wave of the Covid-19 pandemic, we commended the EU’s exemplary solidarity with Georgia in these dire times, providing support to the health sector and facilitating access to vaccines either via the COVAX platform or through direct donations, and we insisted on the need to pursue our cooperation to debunk false narratives. We acknowledged the fact that all forms of discriminations are prohibited by law in Georgia. Yet, the situation of LGBTQI+ persons remains challenging, as tragically exemplified by the violent attacks against over 50 journalists and peaceful demonstrators that forced the cancellation of the Tbilisi Pride March on 5 July 2021. In this instance, we expect the organisers and perpetrators to be brought to justice, in accordance with Georgia’s laws and international commitments. During our meeting, we also raised concerns about the shortcomings of the 2020 legislative elections and 2021 municipal elections as listed in the OSCE/ODIHR Election Observation Mission reports; the continued appointments of Supreme Court judges; the recent reform of the Common Courts; the hasty abolition of the State Inspector’s Service; and the slow progress on the Constitutional reform. We recalled that the promised investigations into the wiretapping of wide parts of Georgia’s society and of diplomats, including the EU Ambassador, need to deliver clear answers in the near future. With deep regret, we identified again the polarisation of the political and media landscapes as a major challenge to Georgia’s democratic development, and underlined that the 19 April agreement brokered by the President of the European Council, Charles Michel, continues to offer a European way towards building a stronger democracy and the rule of law in Georgia in the interest of the Georgian people. We reiterated the European Parliament’s readiness to facilitate a Jean Monnet Dialogue as a way to foster constructive cooperation between political parties in the Parliament of Georgia. Once again, we reiterated our unwavering support for Georgia’s independence, sovereignty and territorial integrity within its internationally recognised borders, condemned the illegal steps taken by the Russian Federation resulting in further deterioration of the security and human rights situation in the occupied regions of Abkhazia and Tskhinvali / South Ossetia, commended the Georgian authorities for their pragmatic ‘A Step to a Better Future’ peace initiative, emphasised the importance of confidence-building between the communities divided by the conflict, and expressed our full support for the EU’s endeavours to foster a peaceful resolution of the conflict via the activities of its Special Representative for the South Caucasus and the Crisis in Georgia and of the EU Monitoring Mission in Georgia. Last but not least, as our meeting took place against a background of heightened tensions caused by the Russian Federation’s aggressive actions and threats against Ukraine and NATO, we insisted that our partners’ chosen Euro-Atlantic path is not aimed against anyone, and that each sovereign country has the right to decide unhindered on its own foreign policy course and security arrangements.” For further information contact: Office of Ms Marina KALJURAND, tel. +32 2 284 53 94, e-mail: marina.kaljurand@ep.europa.eu Eastern Partnership and Russia Unit, tel. +32 2 284 26 43, e-mail: DSCA@ep.europa.eu 2