საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 21-22 თებერვალს, სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-3123/22
18-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
წარმოგიდგენთ 2022 წლის 21-22 თებერვალს, ქ. ერევანში გამართულ ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომების შესახებ
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მივლინების ანგარიშს.
დანართი: 4 ფ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს და კომიტეტების სხდომა
მივლინების ანგარიში
2022 წლის 21-22 თებერვალი
2022 წლის 21-22 თებერვალს ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და
კომიტეტების სხდომები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ასამბლეის თანა-პრეზიდენტის, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ
პარლამენტის წევრები - ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი.
21 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარეების, მაკა
ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით, ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები - ანდრიუს
კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მარინა კალიურანდი და კაროლ კარსკი და აღმოსავლეთ
პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
ბიუროს სხდომაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარება,
იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების მხრივ არსებულ
გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გარშემო არსებულ
ვითარებას.
სხდომის თანა-თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებსა და ასოცირების
შეთანხმების განხორციელების პროცესზე ისაუბრა. გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა რეგიონში
უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ უკრაინის მხარდამჭერი სპეციალური
განცხადება მიიღო, რომლითაც დაგმეს ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების
დამოუკიდებლობის აღიარება და მხარი დაუჭირეს უკრაინის სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების
პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის
ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ.
ბიუროს განცხადების მნიშვნელოვანი გზავნილები:
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA) ბიურო ხაზს უსვამს საერთაშორისო
სამართლის ნორმებისა და პრინციპების და სახელმწიფოების სუვერენიტეტის
პატივისცემის მნიშვნელობას;
1
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ფუნდამენტური
ღირებულებისადმი ერთგულებას, კერძოდ დემოკრატიისა და უსაფრთხოების ზომების
დამოუკიდებლად არჩევის უფლებისადმი, რაც მოიცავს ალიანსების შეთანხმებებს. ამ
ღირებულებების დაცვა და გაძლიერება აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების
გათვალისწინებით, რომელთაც წარმოვადგენთ;
უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების
ოკუპირებული ნაწილების დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას, რაც საერთაშორისო
სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში
დარღვევაა;
მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის, აშშ-ის და
საერთაშორისო პარტნიორების მიერ წინასწარ გაცხადებული მკაცრი ეკონომიკური და
ფინანსური სანქციების სწრაფ დაწესებას. მოვუწოდებთ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ
პარტნიორი
ქვეყნების
მთავრობებს,
იმოქმედონ
ერთიანად,
მტკიცედ
და
მიზანმიმართულად უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად;
ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო
სამხედრო აგრესიის ამჟამინდელი მუქარა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის
უსაფრთხოებას, არამედ მის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, წესებზე
დაფუძნებულ
საერთაშორისო
წესრიგსა
და
ევროპაში
უსაფრთხოებისა
და
თანამშრომლობის პრინციპებსა და მექანიზმებს. ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიერ
საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ანექსია და უკანონო ოკუპაცია, ისევე
როგორც მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში მოუგვარებელი
კონფლიქტი, რეგიონსა და მთლიანად ევროპას სერიოზულ საფრთხეს უქმნის;
მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ უკრაინისა და ევროპული
მისწრაფებების მქონე სხვა პარტნიორებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ისეთივე
სანდო გრძელვადიანი პერსპექტივა, როგორიც აქვს ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს
„ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის შესაბამისად;
მოვუწოდებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს,
განსაკუთრებით მათ, რომელთაც გაფორმებული აქვთ ამბიციური ასოცირების
შეთანხმებები, ერთიანად და ურყევად გააგრძელონ, აღებული ვალდებულებების
შესაბამისად, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში
ყოვლისმომცველი რეფორმების გატარება.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული სესია, მაკა
ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თანა-თავმჯდომარეობით,
მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართება.
22 თებერვალს პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის,
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური
დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო
საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში არსებულ
უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე
იმსჯელეს.
2
პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე
განიხილეს რეზოლუციის პროექტი „საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა
პოლიტიკური
დიალოგისა
და
ინსტიტუციური
თანამშრომლობის
საფუძველზე
ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“. დოკუმენტი
ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო დაწესებულებებში კარგი
მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების პროცესში
ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობას.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი
„ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“,
რომლის თანაავტორები არიან საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე და
ევროპარლამენტარი ბრონის როპე.
კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი საქართველოს მხრიდან
თანაავტორის სახელით მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა წარადგინა.
რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის
მნიშვნელობას ევროპის მწვანე შეთანხმების კონტექსტში. დოკუმენტი ეხება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის მიღწევებსა და გამოწვევებს.
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური
დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „დედაქალაქები:
ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“. კომიტეტის მიერ შემუშავებული
დოკუმენტი მოიცავს პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის
სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“, სადაც
განხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაში
არსებული მიღწევები და გამოწვევები და ვაქცინაციის პროგრამების სფეროში
თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკა.
კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ რეზოლუციების პროექტებს ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარული სესია დაამტკიცებს.
3
განცხადება
EURONEST PARLIAMENTARY ASSEMBLY
ASSEMBLÉE PARLEMENTAIRE EURONEST
PARLAMENTARISCHE VERSAMMLUNG EURONEST
ПАРЛАМЕНТСКАЯ AССАМБЛЕЯ ЕВРОНЕСТ
Bureau
Statement on behalf of the Bureau of the
Euronest Parliamentary Assembly
Yerevan, 22 February 2022
The Bureau of the Euronest Parliamentary Assembly (Euronest PA),
emphasizes the importance to respect the norms and principles of international
law and sovereignty of the countries, and we reaffirm our strong commitment to
the respect of all values at the core of the Eastern Partnership, namely democracy
and the right to choose our own security arrangements, including treaties of
alliance, all of which need to be upheld and strengthened, in the interest of the
citizens that we represent.
We condemn in the strongest possible terms Russia’s illegal recognition of
the occupied areas of the Donetsk and Luhansk oblasts in Ukraine as independent
which is a blatant violation of international law, of the territorial integrity of
Ukraine, as well as of the Minsk agreements.
We support the swift adoption of severe economic and financial sanctions
against the Russian Federation as announced by the EU, US and international
partners. We call on our governments in the EU and the Eastern partner countries
to react with unity, firmness and determination in solidarity with Ukraine.
We emphasise that the current threat of an unprecedented military
aggression against Ukraine by the Russian Federation is not only a threat to the
security of Ukraine, but also to its democratic and economic development, to the
rules-based international order and to the principles and mechanisms of security
and cooperation in Europe. We also recall that Russia’s annexation and illegal
occupation of the parts of territories of Georgia, as well as the unresolved conflict
in the Transnistrian region of the Republic of Moldova pose a serious threat to
the region and Europe as a whole.
1
We therefore express our readiness to strengthen our mutual cooperation
in order to contribute to diplomatic efforts by European leaders to defuse tensions
as well as to enhance regional stability and prosperity through dialogue and
cooperation.
We express our solidarity with the people of Ukraine who have already
been suffering through eight years of war in their country and we support
Ukraine’s efforts in solving the military conflict through diplomatic means, while
Russia continues to violate the Minsk Agreements and undermine the Normandy
Format. We continue to support the International Crimea Platform as a
consultation and coordination format to end the occupation of Crimea.
We welcome the Statement on Ukraine adopted by the European
Parliament’s leaders on 16 February, which calls on Ukraine in particular to
remain united and steadfast in its comprehensive reforms in line with
commitments made as part of the EU Association Agreement and the Deep and
Comprehensive Free Trade Area, since these reforms will underpin Ukraine’s
ambitions for closer political and economic association with the EU. We call on
the EU institutions to maintain a credible long-term perspective for Ukraine’s and
other aspiring partners’ EU accession in line with Article 49 TEU, as for any
European state, and to work towards a merit-based acceleration of gradual
integration into the EU Single Market, as foreseen in the Association Agreement.
In this context, we underline, that democratic reforms with the aim of
strengthening rule of law as well as the independence and accountability of
institutions in the Eastern Partnership countries remain the most effective way for
strengthening their resilience against further military aggression and attempts at
destabilisation by the Russian Federation.
We therefore call on the governments and parliaments of the Eastern
Partnership countries, in particular those who have concluded ambitious
Association Agreements, to remain united and steadfast in their comprehensive
reforms on democracy, rule of law as well as in the economic and social sphere,
in line with commitments taken.
We call upon our governments as well as on the EU to cooperate closely
on strengthening energy independence, inter alia through increasing
interconnectivity of energy infrastructure, energy efficiency and the use of
renewable energy sources.
We support Ukraine’s efforts towards democratic reform, economic
prosperity and social progress and we believe that these efforts deserve the
strongest possible support, by the EU as well as by all Eastern Partnership
2
countries. We therefore call to increase political and economic cooperation within
the Eastern Partnership, both in bilateral relations among all countries in the
region as well as in the multilateral institutions of this Partnership. We note that
the Russian aggression has caused already a significant harm to the Ukraine, and
call upon the EU to provide urgently the necessary amounts of the macrofinancial assistance to mitigate the losses to Ukrainian economy; we remain in
close contact with our partners to explore new ways of additional support to
ensure economic and financial stability in Ukraine.
We align with the European Parliament leaders’ statement on Ukraine,
which resolutely rejects any attempts to weaken or undermine the principles and
mechanisms for security and cooperation in Europe and welcome the unity of
European and transatlantic parties in this respect.
3