საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა კერესელიძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილის და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/143; 14.12.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3202/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3202/22 21-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/143; 14.12.2021). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-3170/22 21-03-2022 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა კერესელიძის, ანა ბუჩუკურის, ბექა ლილუაშვილისა და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/143; 14.12.2021). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განსაზღვრული იყო 2022 წლის 25 მარტამდე. სავალდებულო წესით განხილვის ვადა საკითხის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების აუცილებლობა, რაც მითითებულ ვადაში ვერ მოხერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge