საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-25
ბიუროს ნომერი 135
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041221728431
21.03.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინდადება / მოუხერხებელი შეზღუდვის გაუქმება
შინაარსი: გთავაზობთ, რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის (გამოქვეყნების
წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021, სარეგისტრაციო კოდი
240000000.05.001.020373)
მე–4 მუხლის მე–4 ნაწილს დაემატოს მეორე წინადადება: "დამოწმება სავალდებულო არ
არის, თუ იგი დადგენილი წესით დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − მარეგისტრირებელი ორგანო) ან
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან
სხვა პირის მიერ". საკანონმდებლო წინადადების მიზანია აღმოფხვრას ის უზუსტობა, რომ
არსებული რედაქციით საზოგადოების დირექტორის რეგისტრაცია შესაძლებელია ან
ხელმოწერის სანოტარო წესით ან ხელმოწერის „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
შესრულებით. ამგვარი შეზღუდვა გაუმართლებელია და დაუსაბუთებელი, მას არც არავინ
არ იცავს. ანუ, არსებული რედაქციით, 4.4 მუხლი არ არის შესრულებული სრულფასოვნად
ჩამოყალიბებული ფორმით, იგი აბსოლუტურად გაუმართლებელ შეზღუდვებს
ითვალისწინებს. მისი შესრულება შეუძლებელიც კი არის.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: