„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, თამარ ტალიაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, ნატო ჩხეიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია წილოსანი, თეონა აქუბარდია, ხათუნა კვიციანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მგალობლიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, დავით კაჭარავა, არჩილ თალაკვაძე, ზაზა ლომინაძე, ქეთევან დუმბაძე
ნომერი
#07-3/181/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-25
ბიუროს ნომერი 135

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლის და 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 24 ივლისის №3488-რს დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
კონცეფცია
საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია ტერმინების განმარტება არსებითი თანასწორობა - თანასწორობის მოდელი, რომელიც ფორმალურ (დე იურე) თანასწორობასთან ერთად, გულისხმობს შესაძლებლობებისა და შედეგების თანასწორობას. თანასწორობის ფორმალური მოდელი მოიაზრებს თანაბარ მოპყრობას ყველას მიმართ, ხოლო არსებითი თანასწორობის მოდელი გულისხმობს მოპყრობას, რომელიც ორიენტირებულია შედეგების თანასწორობაზე და ხშირად გულისხმობს სპეციალური ზომების გატარებას არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად; გენდერი - სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე; გენდერული ბიუჯეტირება - ბიუჯეტის გენდერული შეფასება, რომელიც გენდერული პერსპექტივის ინტეგრაციას ახდენს ბიუჯეტირების პროცესის ყველა დონეზე და მოიცავს შემოსავლებისა და ხარჯების რესტრუქტურიზაციას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის; გენდერული გავლენის შეფასება - გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს კანონის, პოლიტიკის ან პროგრამის შეფასებას, ანალიზს, რომელიც შესაძლებელს ხდის იდენტიფიცირებას თუ რა ალბათობით მოახდენს კონკრეტული გადაწყვეტილება/ინიციატივა ნეგატიურ გავლენას ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის მდგომარეობაზე; გენდერული თანასწორობა - ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და კაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; გენდერული იდენტობა - ადამიანის თვითაღქმა, რომლის მიხედვითაც ის თავს მიაკუთვნებს რომელიმე სქესს. გენდერული იდენტობა შეიძლება იყოს ან არ იყოს თანხმობაში ადამიანის დაბადების სქესთან; გენდერულად მგრძნობიარე / სენსიტიური - მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კაცებისა და ქალების განსხვავებულ გამოცდილებებს და ამავდროულად, მიზნად ისახავს ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას; გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული მეინსტრიმინგი არის ყველა სფეროში და დონეზე პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება; 1 გენდერულად არაკონფორმული - გამოიყენება როგორც ქოლგა ტერმინი და აღწერს ადამიანებს, ვისი გენდერული გამოხატვა ან გენდერული იდენტობა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებულ სქესთან დაკავშირებული გენდერული ნორმებისაგან; გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა - კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს ქალისა და კაცის განსხვავებულ საჭიროებებს და ქალებსა და კაცებს შორის ძალაუფლების გადანაწილების თავისებურებებს; გენდერული როლები - სოციალური და ქცევითი ნორმები, რომელიც კონკრეტულ კულტურაში მიჩნეულია მისაღებად კონკრეტული სქესის წამომადგენლებისთვის. ხშირად ეს როლები განაპირობებს ქალების და კაცების, გოგოების და ბიჭების პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს; გენდერული სახელფასო სხვაობა - კაცების და ქალების საშუალო ხელფასებს შორის არსებული განსხვავება, რომელიც კაცების ხელფასის პროცენტის სახით გამოისახება. გენდერული სახელფასო სხვაობა შეიძლება იყოს თვიური ან საათობრივი ან საშუალო ხელფასების მიხედვით გაანგარიშებული; კონვერსიული თერაპია - ფსევდო-სამეცნიერო და დამაზიანებელი პრაქტიკები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის გენდერული გამოხატვის, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის ცვლილებისთვის; ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულვებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით; სექსუალური ძალადობა - ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედება, რომელიც ჩადენილია სხვა პირების საწინააღმდეგოდ, მაშინ როდესაც ეს ადამიანი თანახმა არ არის, ან როდესაც თანხმობის გაცემა შეუძლებელია, რადგან ეს ადამიანი ბავშვია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ძლიერი ინტოქსიკაციის ქვეშ ან უგონო მდგომარეობაში იმყოფება ალკოჰოლის თუ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად; სექსუალური შევიწროება - სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას; სპეციალური (იგივე განსაკუთრებული) ზომები - ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციული შედეგების გამოსწორებას და მიმართულია პირთა წრისადმი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. სპეციალურ ზომებს ზოგჯერ „პოზიტიურ დისკრიმინაციას“ უწოდებენ. ასეთი ზომები, როგორც წესი, დროებითია და შეწყდება მაშინ, როდესაც შედეგების თანასწორობის მიზნები მიღწეულად ჩაითვლება; სქესი - ბიოლოგიური ან ანატომიური განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის; სქესის მიხედვით (ან ნიშნით) ჩაშლილი მონაცემი - ნებისმიერი მონაცემი, რომელიც ჩაშლილია სქესის ნიშნით, გროვდება და ითვლება კაცებისთვის და ქალებისთვის, ბიჭებისა და 2 გოგოებისთვის ცალ-ცალკე. სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები იძლევა ქალებსა და კაცებს შორის განსხვავებების გაზომვისა და გენდერული ანალიზის შესაძლებლობას; ქალთა მიმართ ძალადობა - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისთვის დამახასიათებელი ყველა ქმედება, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა; ჯვარედინი დისკრიმინაცია - მრავალი ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა, რომელიც ხდება რამდენიმე დაცული ნიშნის ურთიერთგადაკვეთის შედეგად. 1. ძირითადი ღირებულებები და პრინციპები საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია (შემდგომში - კონცეფცია) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის პრინციპს და მიზნად ისახავს მის დანერგვას სახელმწიფოს კანონმდებლობის, პოლიტიკის, პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. კონცეფციის მიზანია სქესისა და გენდერის გენდერული იდენტობის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციასთან ბრძოლა და არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევა, რაც შექმნის ხელშემწყობ გარემოს ყველა ადამიანის ღირსებისა და უფლებების დასაცავად. კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას სქესისა და გენდერული იდენტობის ნიშნით არსებული ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში. გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა არის აღნიშნული კონცეფციის ამოსავალი წერტილი. კონცეფციის ქვაკუთხედია 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციის მე-11 მუხლი, რომელმაც შეცვალა კანონმდებლობით განმტკიცებული ფორმალური თანასწორობის მიდგომა და, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კონსტიტუციის დონეზე დაამკვიდრა არსებითი თანასწორობის კონცეფცია - „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს კაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს კაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.’’ კონცეფცია ასევე ემყარება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის 3 შესახებ, კანონს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საქართველოს საარჩევნო კოდექსს. კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. მათ შორისაა: ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია; ბ) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; გ) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; დ) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ე) ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (CEDAW), მისი დამატებითი ოქმი და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციები; ვ) ბავშვის უფლებათა კონვენცია; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია; თ) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია; ი) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; კ) ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია); ლ) ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ; მ) პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა; ნ) მოსახლეობის და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამა, და მისი განხორციელების 20 წლისთავზე მიღებული რეგიონული და გლობალური დოკუმენტები; ო) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და თანმდევი რეზოლუციები; პ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები; რ) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენცია კაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის. გენდერული უთანასწორობა და გენდერული ნიშნით ძალადობა აფერხებს ქალთა შესაძლებლობების სრულ რეალიზებას. ამასთან, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა, პოლიტიკა თუ პრაქტიკა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს თანასწორობის მიღწევას და, რიგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული; შესაბამისად, სახელმწიფო ხაზს უსვამს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვის აუცილებლობას ყველა დონეზე. კონცეფცია ითვალისწინებს, რომ გოგოებისა და ქალების გარკვეული ჯგუფები განიცდიან დისკრიმინაციის ჯვარედინ ფორმებს - გარდა მათი სქესისა, ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ რელიგიური, ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, რასობრივი კუთვნილების, სოციალური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, სტიგმატიზებულ საქმიანობაში ჩართულობისა და 4 სხვა საფუძველზე. სახელმწიფო იღებს ზომებს დისკრიმინაციის ამგვარ ფორმებზე ეფექტიანი რეაგირებისა და მათი მიზეზებისა და შედეგების აღმოსაფხვრელად. სახელმწიფო აღიარებს გოგოების განსაკუთრებულ მოწყვლადობას გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და საზიანო პრაქტიკების მიმართ. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა უნდა მოხდეს ამ თემებზე მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური კონსულტაციითა და თანამშრომლობით, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საზოგადოების იმ ჯგუფებთან თანამშრომლობით, თანასწორობის დარღვევა და დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმები უშუალოდ ეხება. ვისაც 2. გენდერული თანასწორობის მიღწევის ძირითადი მიმართულებები და ღონისძიებები სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად პრიორიტეტებს წარმოადგენს: ● პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში მონაწილეობა; ● ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა; ● ● გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა; ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა; ● ● ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი; ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და სექსუალური ექსპლუატაცია; ● განათლება; ● ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა ● ხელოვნება და სპორტი; ● გენდერული მეინსტრიმინგი. სახელმწიფო უზრუნველყოფს კომპლექსური, სტრატეგიული მიდგომების დანერგვას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, რომელთა შორისაა: ● გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის მუდმივი გადახედვა, მისი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა და სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა; ● გენდერული თანასწორობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; ● თემატურ ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში, სტრატეგიის დოკუმენტებში, პროგრამებსა და სხვა პოლიტიკის 5 დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის პრინციპების ზედმიწევნით გათვალისწინება, გენდერული თანასწორობისკენ მიმართული პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ● გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა საჯარო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; ● გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოსაფხვრელად სპეციალური ღონისძიებების სისტემატური შემუშავება და განხორციელება; ● სქესის და დისკრიმინაციის სხვა შესაძლო ნიშნების მიხედვით (ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, შეზღუდული შესაძლებლობა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, სოციალური მდგომარეობა და სხვ.) ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემების წარმოება და შესაბამისი გენდერული ანალიზი ყველა სფეროში; მათ შორის, ნამუშევარი საათების, ასევე კერძო და საჯარო სექტორში პიროვნული და სამსახურთან დაკავშირებული მახასიათებლების მიხედვით კორექტირებული გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ მონაცემების წარმოება; ● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზაციის ხელშეწყობაზე მიმართულ ყველა წამოწყებაში გენდერული ასპექტების გათვალისწინება; ● ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების პრინციპების დანერგვა საჯარო ფინანსების მართვაში, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე; ● გენდერული გავლენის შეფასების დანერგვა როგორც საკანონმდებლო საქმიანობაში, ისე სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესებში ყველა დონეზე; ● გენდერული ანალიზის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში; ● საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამის პროფესიონალთა გადამზადება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ● გენდერულად მგრძნობიარე სახელმწიფო სერვისების დანერგვა და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ● გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსიების, კვლევებისა და სწავლების განვითარება და მხარდაჭერა; ● გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, მათ შორის სახელმძღვანელო დოკუმენტების დანერგვით როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებათა შორის ეფექტიან კოორდინაციასა და თანამშრომლობას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს 6 შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. აგრეთვე, სახელმწიფო ღიაა ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. 3. სამართლებრივი ჩარჩო გენდერული თანასწორობის საკითხებზე და მისი დანერგვა სახელმწიფო ეფუძნება ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესულ საკანონმდებლო ცვლილებებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით და იღებს კანონმდებლობის მუდმივი გადახედვის, შემუშავებული ცვლილებების მონიტორინგისა და შეფასების ვალდებულებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. კერძოდ, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, კონცეფცია ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების სისტემატურ გადახედვას და ანალიზზე დაფუძნებული ცვლილებების ინიცირებას დისკრიმინაციული და დისკრიმინაციული ეფექტის მქონე ნორმების ცვლილების კუთხით; გენდერული პოლიტიკის, სახელმწიფოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე მისი გავლენის მუდმივ ანალიზს, ანალიზზე დაფუძნებული ცვლილებების ინიცირებას და არსებული ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაუმჯობესებას; დისკრიმინაციის აკრძალვის სხვა საკანონმდებლო მექანიზმების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობისა (მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობის) და სამოქალაქო, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი მექანიზმების დახვეწას; სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი შემთხვევებისა და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს, კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების ქმედითობისა და მათი ეფექტურად განხორციელებისათვის ბარიერების აღმოფხვრისთვის. სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს არსებული კანონმდებლობის სათანადო აღსრულებისა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფისთვის გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველზე. სახელმწიფო აღიარებს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში და მოჰყავს ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში ამ კონვენციათა მოთხოვნებთან. სახელმწიფო უერთდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის პრინციპებს ითვალისწინებს; კანონმდებლობაში ნერგავს საერთაშორისო ინსტრუმენტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ევროპის საბჭოსა და გაეროს სტრუქტურების და ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების შესაბამისი სამეთვალყურეო ორგანოების მიერ თუ სპეციალური პროცედურებით გაკეთებულ განმარტებებსა და რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის თემებზე. 7 4. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში მონაწილეობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა საკვანძო მნიშვნელობისაა გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობის საფუძველზე ძალაუფლების განაწილების, სამართლიანი წარმომადგენლობისა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების მიზნებისთვის. სახელმწიფო აღიარებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის არსებულ დაბალ მაჩვენებელს, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, და შეიმუშავებს კომპლექსურ ზომებს, მათ შორის დროებით სპეციალურ ღონისძიებებს ქალთა და კაცთა სრული და თანაბარი მონაწილეობისთვის ხელისუფლების ყველა შტოსადა დონეზე. სახელმწიფო იღებს ზომებს ქალთა დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის ძირეული მიზეზებისა და პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფ ქალთა მიმართ სექსიზმის აღმოსაფხვრელად. 5. ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები და მათი დაცვა სახელმწიფო აღიარებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ეკონომიკური აქტიურობის, დასაქმებისა და უმუშევრობის მონაცემთა გენდერულ ანალიზს; შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვრავს კონკრეტულ მოკლევადიან სამიზნეებს ამ ანალიზით გამოკვეთილი უთანასწორობის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სახელმწიფო რესურსებზე წვდომის უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს გენდერული, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის განვითარებაზე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია არსებითი გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეკონომიკურ სფეროში, რაც გულისხმობს, აგრეთვე, სპეციალური ზომების გატარებას ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის გაზრდის მიზნით, მათ შორის ფინანსურს რესურსებზე, მემკვიდრეობის, ქონების რეგისტრაციისა და ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში მხარდაჭერას. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით, მნიშვნელოვანია ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურების და შემოსავლის სხვაობის შემცირება და საბოლოოდ აღმოფხვრა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციის (თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაბამისად. 8 უზრუნველყოფა) მოთხოვნის ხელისუფლება იღებს ზომებს შემდეგი მიმართულებებით: ქალებისთვის შრომით ბაზარზე არსებული უხილავი ბარიერების აღმოფხვრა; დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; წინასახელშეკრულებო პერიოდში, სამუშაო ადგილზე და სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისას თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა; სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და აღმოფხვრა და ქალთა აუნაზღაურებელი საშინაო შრომის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის წარმოება. როგორც ქალაქში, ისე სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სახელმწიფო შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ზომებს ბავშვზე, მათ შორის ჩვილ ბავშვებზე, ზრუნვის ძირითადი სერვისების შექმნისა და არსებულ სერვისებზე (მათ შორის ბაღებზე) ხელმისაწვდომობისა და მათი სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად. დედობის, მამობის და მშობლის შვებულებასთან მიმართებით სახელმწიფოს კანონმდებლობა და პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გენდერული თანასწორობის პრინციპის, შრომისა და ოჯახური ცხოვრების უფლების სათანადო რეალიზებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნებს. სახელმწიფო აღიარებს შრომით ურთიერთობებში ინტერსექციურ დისკრიმინაციას და სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური სტატუსის ქალების ეკონომიკური გაძლიერების განსხვავებულ საჭიროებებს. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ხარისხიანი, სქესის ნიშნით ჩაშლილი სოციო-ეკონომიკური მაჩვენებლების არსებობას, რომელთა დიფერენციაცია და მონიტორინგი შესაძლებელი იქნება რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებთან შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. 6. გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა სახელმწიფო ეყრდნობა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შედეგად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იღებს ზომებს კანონმდებლობის კონვენციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. სახელმწიფო ხელს შეუწყობს სათანადო ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას გენდერულ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გასაძლიერებლად, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. სახელმწიფო აღიარებს, რომ გენდერული უთანასწორობა და საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარებული როლი არის გენდერული, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ერთერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი. სახელმწიფო იღებს ყოვლისმომცველ ზომებს, მათ შორის, გენდერული თანასწორობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდის, დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის და რეციდივიზმთან ბრძოლის მეშვეობით, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის. სახელმწიფო იღებს 9 ეფექტიან ზომებს ძალადობის რისკის შეფასების არსებული მექანიზმის სათანადოდ დასანერგად, ძალადობის განმეორებისა და ესკალაციის თავიდან აცილებისა და ძალადობა გამოვლილთა დაცვის უზრუნველსაყოფად. გენდერული და ოჯახში ძალადობის გამოძიებისთვის სახელმწიფო შეიმუშავებს და იყენებს გენდერულად მგრძნობიარე, ძალადობაგამოვლილ პირებზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიასა და მიდგომას, უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში ძალადობაგამოვლილთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საჯარო ინტერესის საფუძველზე. გამოძიების პროცესში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევა, დანაშაულის გამოძიება და დასჯა მისი სიმძიმის შესაბამისად არის გენდერულ ძალადობაზე სამართლებრივი რეაგირების ძირეული ნაწილი. სახელმწიფო ახდენს ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების გამოყენების მუდმივ მონიტორინგს, ეფექტიანობის გაზომვასა და გადახედვას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ამ კუთხით ყველა დონეზე სათანადო პროფესიონალების მომზადებასა და მართლმსაჯულების ორგანოების გაძლიერებას. სახელმწიფო, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით, იღებს ზომებს გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ინკლუზიური და გენდერულად მგრნობიარე სერვისების დანერგვის, ძალადობაგამოვლილთა განათლების, საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის სერვისების უზრუნველყოფის მიზნით. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს მოძალადეთა ქცევის კორექციაზე მიმართული პროგრამების დანერგვას. სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს, რათა გენდერული ძალადობისგან დაცვის მექანიზმები და სერვისები თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ოჯახში ძალადობაგამოვლილ პირთათვის განურჩევლად გენდერული იდენტობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, ფსიქო-სოციალური საჭიროებისა, სექსუალური ორიენტაციისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, საცხოვრებელი ადგილისა, მარგინალიზებული სტატუსისა, რაც შეიძლება მოიაზრებდეს ნარკოტიკების მოხმარებას და სხვას. სახელმწიფო ითვალისწინებს, რომ სექსუალური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია და იღებს ზომებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ეროვნული მართლმსაჯულებაზე კანონმდებლობის ხელმისაწვდომობის სტამბოლის კონვენციასა და გაუმჯობესებისთვის, სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის. სახელმწიფო უზრუნველყოფს მიგრანტი, ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე ქალებისთვის გენდერული ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებების ხელმისაწვდომობას. სახელმწიფო შეიმუშავებს პოლიტიკას გენდერული 10 ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამო და გენდერული ნიშნით დევნას დაქვემდებარებული ქალებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. სახელმწიფო ხელს უწყობს გამოვლილთა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ძალადობა ქალების და გოგოების, ასევე კაცების ჩართულობას გენდერული ნიშნით უთანასწორობასთან და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ გენდერულ ძალადობასთან ბრძოლას გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით. 7. ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა სახელმწიფო აღიარებს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პროგრესისა, საზოგადოებაში კვლავ არსებობს საზიანო პრაქტიკები, რომლებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ბავშვთა ქორწინებების ჯერ კიდევ არსებული მაჩვენებელი წარმოადგენს გენდერული დისკრიმინაციისა და ძალადობის სტრუქტურულ ფორმას. სახელმწიფო იღებს ზომებს აღნიშნული პრაქტიკის გამომწვევი ძირეული მიზეზების და შედეგების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, მსხვერპლის დაცვასა და დახმარებაზე ორიენტირებული მექანიზმების და მოზარდი გოგოების გაძლიერებაზე მიმართული ინტერვენციების ეფექტიანი გამოყენების საშუალებით. სახელმწიფო აღიარებს გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის შერჩევის კვლავ არსებულ ტენდენციას საქართველოში და ნერგავს ეფექტიან მექანიზმებს ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. სახელმწიფო იღებს ზომებს, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრების პრაქტიკისა და მისი ძირეული მიზეზების, შედეგების სათანადო შესწავლისა და აღმოფხვრისთვის. სახელმწიფო ატარებს კომპლექსურ ღონისძიებებს, რათა გამოავლინოს და აღკვეთოს გენდერით განპირობებული ზიანის მომტანი ისეთი სხვა პრაქტიკები, რომლებიც შესაძლოა ვლინდებოდეს ქორწინების მიზნით ქალის/გოგოს მოტაცებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური ქცევის კონტროლით, ასევე მათი რეპროდუქციული უფლებებისა და გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ან მიზნად ისახავდეს კონვერსიულ თერაპიაში იძულებით ჩართვას. საზიანო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია ტრანსფორმაციული მიდგომების გამოყენება, რომელიც, დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობის მეშვეობით, მოახდენს ქალთა დაქვემდებარებული როლის აღქმის ცვლილებას, სოციალურად და 11 კულტურად ღრმად დამკვიდრებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების აღმოფხვრასა და ქალთა გაძლიერებას კერძო და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 8. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგი სახელმწიფო ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის და 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების ზეგავლენას, საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. სახელმწიფო ეყრდნობა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 (2000) და მომდევნო რეზოლუციებს, ეროვნულ სამოქმედო გეგმას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და აღიარებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი და კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობა ქალებსა და გოგოებს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს მათი სქესის გამო. სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს, რათა მოხდეს: ● იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების, პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება; ● გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა პოტენციური უსაფრთხოების რისკების მართვა და შემცირება; ● კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და საჯარო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ● ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქალებისა და გოგოების წინაშე მდგარი გამოწვევების შესწავლა. სახელმწიფო ითვალისწინებს, რომ სექსუალური ძალადობა კონფლიქტის დროს შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც ომის იარაღი და, მისი იურისდიქციის ფარგლებში, იღებს ეფექტიან ზომებს ამგვარი დანაშაულების მსხვერპლთა/გადარჩენილთათვის გამოძიებისა ეფექტიანი რეაბილიტაციისა და და დასჯისთვის, მხარდაჭერის აღმოსაჩენად. სახელმწიფო აღიარებს ქალთა როლის მნიშვნელობას კონფლიქტის პრევენციის, მოგვარების, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესებში. ამისათვის, უზრუნველყოფს ქალთა ჩართულობას მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგში, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საქართველო მიისწრაფის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) ინტეგრაციისკენ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში 12 ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მისაღწევად ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას. სახელმწიფო აღიარებს ძალადობრივი ექსტრემიზმის გავლენას ქალთა ფუნდამენტური ადამიანის უფლებების, ჯანმრთელობის, განათლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით და ექსტრემიზმით განპირობებული გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. სახელმწიფო იღებს ეფექტიან, ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ და ადამიანის უფლებების განუხრელ პატივისცემაზე დაფუძნებულ ზომებს ექსტრემიზმის საფრთხეებისა და გავლენების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოფს ქალების ჩართულობას ექსტრემიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებაში. 9. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და სექსუალური ექსპლუატაცია სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), განსაკუთრებით ქალთა და გოგოების სექსუალური ექსპლოატაციის პრევენციისა და აღმოსაფხვრელად, ტრეფიკინგის ჩამდენთა გამოვლენის, დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და მსხვერპლთა და დაზარალებულთა მხარდაჭერის სახელწიფო სერვისების სრულყოფის მეშვეობით. სახელმწიფო იღებს ზომებს ტრეფიკინგის მსხვერპლი და დაზარალებული მიგრანტი ქალებისა და გოგოების დაცვისა და დახმარებისთვის. სახელმწიფო შეიმუშავებს ექსპლუატაციის კომპლექსურ გამომწვევი ძირეული ზომებს ქალთა მიზეზების და გოგოების აღმოსაფხვრელად სექსუალური და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გასაანალიზებლად. 10. განათლება განათლების მიღების ყველა ეტაპზე სახელმწიფო უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვასა და სწავლებას. სახელმწიფო იყენებს კომპლექსურ მიდგომას ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით, რათა მოახდინოს გენდერის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის პრევენცია. ამ მიზნით, სახელმწიფო ახდენს აღმზრდელ- პედაგოგთა და მასწავლებელთა მომზადებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე. გენდერული თანასწორობის თემა სამოქალაქო განათლების პროგრამის განუყოფელი ნაწილი, ხოლო გენდერული მგრძნობელობა მასწავლებელთა მომზადების, პროფესიაში შესვლისა და განვითარების პროგრამების განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო უზრუნველყოფს ასაკის შესაბამისი ინფორმაციის ინტეგრირებას ზოგადი განათლების სასწავლო პროგრამებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სხეულებრივი ავტონომიის შესახებ და გენდერული ნიშნით ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. სასკოლო სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანია ასევე მოიცავდეს ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში ქალებისა და გოგოების მიერ შეტანილი 13 წვლილისა და იმ ფაქტორების შესახებ, რაც ქალებსა და გოგოებს ისტორიულად ხელს უშლიდა მონაწილეობა მიეღო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. სახელმწიფო იღებს კომპლექსურ ზომებს, რათა გაიზარდოს გოგოებში სკოლაში დასწრებისა და სრული ზოგადი განათლების დასრულების მაჩვენებელი, მათ შორის ბოშა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არაკონფორმული გენდერული გამოხატვის გოგოებში. სახელმწიფო იღებს კომპლექსურ ზომებს ბავშვთა ქორწინების პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის; ასევე უზრუნველყოფს, რომ, ბავშვთა ქორწინება და/ან ორსულობა მოზარდობის ასაკში არ გახდეს სკოლის დატოვების საფუძველი. სახელმწიფო ახდენს აღნიშნული კუთხით რეგულაციების დახვეწას, არსებული სახელმწიფო რეგულაციების ეფექტიან მონიტორინგსა და აღსრულებას. სახელმწიფო ხელს უწყობს ბოშების, ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის შესწავლას. სახელმწიფო ახალისებს STEM (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) დისციპლინებით გოგონათა დაინტერესებას და STEM პროფესიებში ქალთა ჩართულობის გაზრდას. სახელმწიფო ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერის კვლევის, როგორც დისციპლინის, დანერგვას და გენდერის საკითხებზე პროფესორმასწავლებელთა მგრძნობელობის ამაღლებას. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობის იდეების ფართო გავრცელებას სხვადასხვა, მათ შორის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საშუალებით. თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია უნდა მოიცავდეს გენდერული დისკრიმინაციის, ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების/პრაქტიკის და პატრიარქალური კულტურის ძირეული გავლენებისა და შედეგების შესახებ თემებს. სახელმწიფო იღებს ეფექტიან ზომებს, რათა განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მეშვეობით აღმოიფხვრას ის სოციალური და კულტურული ნორმები, მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებში, რომლებიც ამკვიდრებს ერთი სქესის უპირატესობას მეორესთან შედარებით, განამტკიცებს ქალთა დაქვემდებარებულ, სტერეოტიპულ როლს და ინარჩუნებს გენდერულ უთანასწორობას. 11. ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფო უზრუნველყოფს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ჯანდაცვის, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის/დედათა ჯანმრთელობის, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და მათზე ხელმისაწვდომობის განუხრელ ზრდას. სახელმწიფო მუდმივად 14 იღებს ზომებს, რათა გაიზარდოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის სერვისების, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად მცხოვრები ქალებისათვის, და მიღწეულ იქნას სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უფლებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა, სახელმწიფო გამოწვევად მიიჩნევს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის არსებულ მაჩვენებლებს და იღებს ზომებს მათ შესამცირებლად სათანადო ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფით ჩასახვამდელ პერიოდში, ორსულობის ყველა ეტაპზე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრული უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ატარებს ეფექტიან ზომებს, მათ შორის სერვისების განვითარებითა და ინტეგრირებით ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე, საკანონმდებლო და რეგულატორული ჩარჩოს დახვეწით, თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და სათანადო დაფინანსებით, ხარისხიან სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის და მოთხოვნის გაზრდით, ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა მუდმივი პროფესიული განვითარების დანერგვით, შესაბამისი აქტორების ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელის შეწყობით. სახელმწიფო განსაკუთრებულ ზომებს იღებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლებების უზრუნველსაყოფად და მათი წვდომის გასაზრდელად შესაბამის სხვადასხვა სერვისებზე, რომელთა შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, გენდერული იდენტობის მქონე პირები, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, აივ დადებითი ქალები და სხვა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ და კეთილგანწყობილ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს, კონტრაცეფციის შესახებ კონსულტაციის და მომსახურების ჩათვლით. სახელმწიფო შეისწავლის სუროგატი დედების საჭიროებებს და წაახალისებს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს სუროგატი დედების ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფას და მათ დაცვას ექსპლუატაციისგან. 12. ხელოვნება და სპორტი ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროებში საკანონმდებლო რეგულირება და სტრატეგიები იქმნება გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპების გამოყენებით, გენდერულ თანასწორობაზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ინკლუზიურობას სქესის, გენდერისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. მათ შორის ითვალისწინებს ინდივიდუალურ 15 გენდერულ საჭიროებებს პროგრამების, ღონისძიებების დაგეგმვასა თუ მათ განხორციელებისას. სპორტის სფეროში, ყველა შესაბამის ასპექტზე, ხორციელდება დეტალური გენდერული მონაცემების შეგროვება და კვლევების განხორციელება, რაც მიზნად ისახავს სპორტის სფეროში გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კულტურის სფეროში არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებში სახელმწიფო ახდენს გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას, პოლიტიკური ინიციატივებისა და პროგრამების გენდერულ თანასწორობაზე გავლენის შეფასებას და ქალთა სათანადო მონაწილეობის უზრუნველყოფას კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში. 13. ცნობიერების ამაღლება - დისკურსი და მენტალობის ცვლილება ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიზნად ისახავს გენდერული უთანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის, ქალებისა და კაცების შრომის ანაზღაურებაში არსებული განსხვავებების და სხვა საკითხების სიღრმისეული გააზრების ხელშეწყობას. ცნობიერების ამაღლების შედეგად ვიღებთ შეცვლილ დამოკიდებულებებს, აღქმებს, ქცევას რაც, თავის მხრივ, ამცირებს ქალსა და კაცს შორის არსებულ უთანასწორობას. ქალთა მიმართ ძალადობას საფუძვლად უდევს დისკრიმინაცია და უთანასწორობა. სახელმწიფო აძლიერებს გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებთან, დისკრიმინაციულ სოციალურ სტრუქტურებთან ბრძოლას და სოციალური ცვლილებების ხელშეწყობას ისეთი მექანიზმების შემუშავებით, როგორიცაა გენდერულ თანასწორობასთან და ქალთა სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკური დისკურსი, საკანონმდებლო რეფორმები, ეროვნული სამოქმედო გეგმები, საგანმანათლებლო საქმიანობა და ცნობიერების ასამაღლებელი რეგულარული კამპანიები, რომელთაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დაინტერესებულ მხარეებთან, მედიასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს აქვთ წვდომა ცნობიერების ამაღლებისა და მენტალობის შეცვლისთვის საჭირო სტანდარტებზე, მეთოდურ მითითებებსა თუ ინსტრუმენტებზე, რათა აწარმოონ საჯარო დისკურსი, შეაგროვონ მონაცემები, მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება და ხელი შეუწყონ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას. 14. გენდერული მეინსტრიმინგი სახელმწიფო განამტკიცებს გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობას გენდერული თანასწორობისა მიღწევისა და კარგი მმართველობის დამკვიდრებისთვის. სახელმწიფო 16 აღიარებს პეკინის დეკლარაციითა და სამოქმედო პლატფორმით ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელობას გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ და მოჰყავს ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში აღნიშნულ ვალდებულებებთან. სახელმწიფო უზრუნველყოფს გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვას მმართველობის ყველა სფეროში. ამ მიმართულებით, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს გენდერული მეინსტრიმინგისა და ანალიზის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში ყველა სფეროში და ყველა დონეზე. სახელმწიფო, ასევე, უზრუნველყოფს გენდერული გავლენის შეფასების და გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვას საჯარო მმართველობაში. გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი და კოორდინირებული პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმები. 15. დასკვნითი დებულებები გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად ჩამოყალიბებულია სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმები. ინსტიტუციური მექანიზმი, მათ შორის, მოიცავს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს; მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიას; საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც თანასწორობის ეროვნულ ორგანოს; ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქმედ გენდერული თანასწორობის საბჭოებს და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებს. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმის ფარგლებში მტკიცდება და ხორციელდება შესაბამისი სამოქმედო გეგმები. საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განხორციელებისთვის საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელმა შტოებმა მათი კომპეტენციების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს: ● არსებითი თანასწორობის პრინციპის დანერგვა ყველა სახის სახელმწიფო სტრატეგიაში, სექტორულ სტრატეგიებში, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესში და კანონშემოქმედებით პროცესში; ● საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და მიღებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება; ● სახელმწიფოს გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგი და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 17 ● ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება და მათი ეფექტიანი მუშაობა ხელისუფლების ყველა დონეზე - როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. გენდერული თანასწორობის კონცეფციის განხორციელების მთავარი წყაროა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტები, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხდება მისი გეგმიურად გადახედვა სულ მცირე ყოველ 7 წელიწადში. კონცეფცია, აგრეთვე, ექვემდებარება არაგეგმიურ გადახედვას გენდერული თანასწორობის მდგომარეობის კუთხით შექმნილი საჭიროებების შესაბამისად. 18
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ისახავს მიზნად დადგენილების პროექტი: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ ფუნდამენტური ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. თუმცა, შესაბამისი კანონმდებლობის, პოლიტიკის, პრაქტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებისა და გაუმჯობესების კვალდაკვალ,, ქვეყანაში არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევად და სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტად, რჩება. ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, რაც გენდერული უთანასწორობის შედეგია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (საქსტატთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში) 2017 წელს ჩატარებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ 15-დან 64 წლამდე ქალთა 14%-ს განუცდია პარტნიორის მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა, ხოლო 26%-ს სექსუალური ძალადობა ან სექსუალური შევიწროება პირისგან, ვინც მისი პარტნიორი არ იყო, მათ შორის სექსუალური ძალადობა ბავშვობაში.1 ბავშვობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი, რომელიც ასევე გენდერული უთანასწორობის შედეგია, კვლავ მნიშვნელოვნად მაღალი რჩება. UNICEF-ის 2018 წლის მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14% აცხადებს, რომ 18 წლის ასაკამდე დაქორწინდა.2 ამასთან, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია. პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით საქართველო, 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, 192 ქვეყანას შორის 119-ე ადგილს იკავებს.3 მსოფლიო ბანკის 2021 წელს განხორციელებული საქართველოს გენდერული შეფასების თანახმად, რომლის მონაცემებიც მითითებულია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობის 20201 UN Women, EU for Georgia, GeoStat, National Study on Violence against Women, 2017, Summary Report, 6&9: https://www2.unwomen.org//media/field%20office%20georgia/attachments/publications/2018/national%20study%20on%20violence%20against%20 women%202017.pdf?la=ka&vs=2256 2 UNICEF, Georgia 2018, 11/child_marriage_en.pdf 3 Child Marriage: https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019- IPU Parline, Global Data on National Parliaments: https://data.ipu.org/women-ranking?month=11&year=2021 1 2021 წლების ანგარიშში, გენდერული უთანასწორობის კუთხით ქვეყანაში შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება: ▪ ▪ ▪ ▪ ▪ მიუხედავად მაღალი საგანმანათლებლო მიღწევებისა, ქალებს ეკონომიკურ რესურსებზე კაცებთან შედარებით უფრო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი; ქალების სეგრეგაცია ხდება უფრო დაბალშემოსავლიან პროფესიებში. მაგ. ჯანდაცვის და განათლების სფეროში ქალთა ¼ არის დასაქმებული, მაშინ როდესაც კაცების შემთხვევაში ეს ციფრი 4%-ია. STEM საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 16% არის ქალი; გენდერული სახელფასო განსხვავება წარმოადგენს 16%-ს; ბიზნესის სფეროში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე ქალების რაოდენობა მხოლოდ 16%-ია; COVID-19-მა არსებული გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა, მათ შორის ქალების საშინაო შრომის ტვირთის გაზრდისა და სუსტი შრომითი უფლებების გარანტიების გამო.4 საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშიც. სახალხო დამცველის თანახმად, პანდემია ნეგატიურად აისახა გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; მათ შორის ჯანდაცვის, ეკონომიკური გაძლიერების, უსაფრთხოების თუ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით. იმავე ანგარიშის მიხედვით, გამოწვევებს წარმოადგენს ქალთა დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა ; უსაფრთხოების სექტორში დასაქმებულ და ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ ქალთა დაბალი რაოდენობა; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები; პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის მზარდი რისკები და 2020 წელს ფემიციდის შემთხვევების გახშირება. .5 გენდერული თანასწორობის მიღწევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კოორდინირებულ და მულტისექტორულ მიდგომას, ყოვლისმომცველი ღონისძიებების შემუშავებას და გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას საჭიროებს. სახელმწიფო უნდა ებრძოლოს უთანასწორობის ინსტიტუციურ, სისტემურ, სტრუქტურულ მიზეზებსა და მის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა წინაპირობებს. კანონით გათვალისწინებულ თანასწორობასთან ერთად, აუცილებელია ბიოლოგიური, ასევე სოციალურად და კულტურულად კონსტრუირებული განსხვავებების მხედველობაში მიღება და ინსტიტუციებისა და სისტემების გარდაქმნა, რათა ისინი აღარ იყოს დომინირებული პატრიარქატით განპირობებული დისკურსით, ძალაუფლებითა და გამოცდილებებით.6 4 The World Bank, World Bank Group, Country Gender Assessment Georgia, March 2021, 6-9: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 5 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf 6 CEDAW-ს ზოგადი რეკომენდაცია N25, აბზაცი 10. 2 2020, სახელმწიფოში გენდერული დისკრიმინაციისგან დაცვისა და თანასწორობის უზრუნველყოფის პრაქტიკული და ეფექტიანი მექანიზმების არსებობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, განურჩევლად იმისა, დისკრიმინაცია ჩადენილია სახელმწიფო ორგანოებისა თუ კერძო პირების მიერ, საჯარო თუ პირად სფეროში. ამასთან, უნდა მოხდეს შეფასება, გენდერული უთანასწორობა რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას დაქვემდებარებულ გოგოებსა და ქალებზე, რათა მოხდეს კომპლექსური ზომების მიღება არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დღეს მოქმედი საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ 2006 წლის 24 ივლისს (N3488) და იგი არ ასახავს იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციურ ცვლილებებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რაც საქართველოში აღნიშნული პერიოდის შემდეგ განვითარდა. მათ შორისაა - გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მიღება (2010 წელი), ოჯახში ძალადობის კრიმინალიზება (2012 წელი), დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება (2014 წელი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება (2014), ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება (2017 წელი) და საკანონმდებლო ცვლილებები კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუციაში არსებითი თანასწორობის შესახებ ჩანაწერის გაჩენა (2017 წელი), შრომის კანონმდებლობაში თანაბარი ანაზღაურების პრინციპის გაჩენა (2020) და სხვ. 2006 წელს მიღებული სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების დროს ასევე არ არსებობდა გენდერული თანასწორობის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი მუდმივმოქმედი ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოხდებოდა ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეებზე და აღნიშნული მექანიზმების შექმნის საჭიროება კონცეფციაში იყო განსაზღვრული. კერძოდ, არ არსებობდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისია, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოები, მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტი. შინაარსობრივი კუთხით, 2006 წლის კონცეფცია მოიცავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების ზოგად აღწერას და არ ითვალისწინებდა აღნიშნულ სფეროებში კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირებას. კერძოდ, პოლიტიკურ სფეროში 2006 წლის კონცეფცია მოიაზრებდა, რომ „საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი ნება, საქართველო ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ, როდესაც მხარი დაუჭირეს „ვარდების რევოლუციას“. გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელება დემოკრატიული პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ მოქალაქეს – ქალს თუ მამაკაცს – თანაბარი 3 პასუხისმგებლობა ეკისრება კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თითოეული მოქალაქის თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში.’’ აღნიშნულის მისაღწევად, კონცეფციის თანახმად, საჭიროა: „ხელისუფლების ყველა შტოში და ყველა დონეზე ქალთა და მამაკაცთა სრული და თანაბარი მონაწილეობის წახალისება; პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აღმასრულებელ და მაკონტროლებელ სტრუქტურებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა; კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ქალთა და მამაკაცთა სრული და თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა.’’ ეკონომიკურ სფეროში, 2006 წლის კონცეფცია მოიაზრებდა, რომ „ეკონომიკური განვითარება საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს ხელისუფლების მიზანია, შექმნას საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას. გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამებში, აგრეთვე დასაქმების პოლიტიკაში სტიმულს მისცემს გენდერული ბალანსის უზრუნველყოფას შრომის ბაზარზე და განსაკუთრებით სამეწარმეო საქმიანობაში. კერძო სექტორის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მექანიზმია ქალებისა და მამაკაცებისათვის საფინანსო, საკრედიტო და საწარმოო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს გენდერული, სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ბიუჯეტის განვითარებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე.’’ რაც შეეხება სოციალურ სფეროს, 2006 წლის კონცეფციის თანახმად, „საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს რეფორმებს სოციალურ სფეროში. სოციალური პოლიტიკის გატარებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს და სოციალურ პოლიტიკაში გაითვალისწინოს ოჯახში ბავშვებზე, ხანდაზმულებსა და სხვა წევრებზე ზრუნვისას გაწეული შრომა. განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის განხორციელებისას ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქალებისა და მამაკაცებისათვის საბაზისო, პროფესიული, უმაღლესი და უწყვეტი განათლების და საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაბარი ხელმისაწვდომობა.’’ დასკვნით დებულებებში, ღონისძიებების გატარებას: ● ● 2006 წლის კონცეფცია ითვალისწინებდა შემდეგი სპეციალური ღონისძიებების შემუშავება, მათ შორის, საკანონმდებლო,, რომელთა მიზანია გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება; გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება ყველა სახის სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამაში; 4 ● ● საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და მიღებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი ინსტიტუციური მექანიზმის განვითარება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. შესაბამისად, 2006 წლის კონცეფცია არ ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან თემატურ საკითხებს (როგორიცაა მაგ. გენდერული ძალადობის და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის დაძლევა; ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები; ტრეფიკინგი და პროსტიტუცია; განათლება; ჯანმრთელობის დაცვა; ხელოვნება და სპორტი). ასევე, კონცეფცია არ ითვალისწინებს კონკრეტული კომპლექსური, სტრატეგიული მიდგომების დანერგვას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად (გენდერული მეინსტრიმინგის და ანალიზის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა, ინტერსექციური მიდგომა, გენდერულად მგრძნობიარე სერვისების მიწოდება და სხვ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წელს მიღებული კონცეფცია დღეს გადახედვას საჭიროებს, ვინაიდან იგი აღარ შეესაბამება გასულ წლებში სახელმწიფოში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, არ ასახავს გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და დღეს არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციის დამტკიცება. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც აღნიშნული დადგენილებით მტკიცდება, ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის პრინციპს და მიზნად ისახავს მის დანერგვას სახელმწიფოს კანონმდებლობის, პოლიტიკის, პრაქტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. კონცეფციის მიზანია სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობა.. კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე ისე პირად, კერძო ურთიერთობებში. გენდერული უთანასწორობის ძირეული და სისტემური მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა არის აღნიშნული კონცეფციის ამოსავალი წერტილი. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: კონცეფციის, რომელიც დადგენილებით მტკიცდება, ქვაკუთხედია 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციის მე-11 მუხლი, რომელმაც შეცვალა კანონმდებლობით განმტკიცებული ფორმალური თანასწორობის მიდგომა და, 5 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კონსტიტუციის დონეზე დაამკვიდრა არსებითი თანასწორობის კონცეფცია - „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.’’ კონცეფცია ასევე ემყარება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კანონს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. კონცეფცია აღიარებს, რომ უთანასწორობა ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს, მაგრამ იგი უფრო მეტად ქალებს აზიანებს; რომ უთანასწორობა შედეგია ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების; რომ გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს; და რომ დისკრიმინაციის ჯვარედინი ფორმები ქალებს და გოგოებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას. გენდერული თანასწორობის მისაღწევად კონცეფცია მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ითვალისწინებს: შემდეგ განსაკუთრებით პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში მონაწილეობა ▪ ▪ ▪ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობის აღიარება; დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის ძირეულ მიზეზებთან ბრძოლა; საჭიროების შემთხვევაში დროებითი სპეციალური ზომების შემუშავება. ეკონომიკური გაძლიერება და შრომითი უფლებები ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობის აღიარება; ეკონომიკური აქტიურობის, დასაქმებისა და უმუშევრობის გენდერული ანალიზი და შესაბამისი პროგრამების შემუშავება; ქალთა ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის გაზრდა; ქალებისთვის უხილავი ბარიერების, მათ შორის სექსუალური შევიწროების, აღმოფხვრა; დედობის, მამობის, მშობლის შვებულებით თანაბარი სარგებლობა; გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა და სხვადასხვა ჯგუფის საჭიროების გათვალისწინება. გენდერული ძალადობის და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის დაძლევა ▪ ▪ ▪ გენდერული ძალადობის აღიარება, როგორც უთანასწორობის შედეგის და ერთერთი უმთავრესი დაბრკოლების გენდერული თანასწორობის მისაღწევად; შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა; ძალადობის პრევენციის, მართლმსაჯულების განხორციელებისა, მსხვერპლთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა; 6 ▪ ▪ ▪ ▪ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, მათ შორის ცნობიერების ამაღლებით; მართლმსაჯულების განხორციელება გენდერული ხედვით; სექსუალური ძალადობის, ფემიციდისა და სხვა გენდერული დანაშაულების განსაკუთრებული პრობლემატიკის აღიარება; მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ინკლუზიური სერვისების განვითარება. ბავშვთა ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა ▪ ▪ ქორწინების იძულებისა და ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე სისხლისსამართლებრივი და პრევენციული ზომების მნიშვნელობა; სხვა ზიანის მომტანი პრაქტიკების (მათ შორის ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრების, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის და სხვ.) აღმოფხვრა. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ▪ ▪ ▪ ▪ ქალების განსაკუთრებული გამოწვევების აღიარება კონფლიქტის დროს/შემდგომ პერიოდში; ქალთა რაოდენობის და როლის გაზრდის მნიშვნელობა სამშვიდობო ოპერაციებში, უსაფრთხოების სექტორში, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე; გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების რისკების შესწავლა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და სექსუალური ექსპლუატაცია ▪ ▪ ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგი) და სექსუალური ექსპლუატაციის ძირეულ მიზეზებთან ბრძოლა. ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისთვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფა და საკანონმდებლო სივრცის დახვეწა. ჯანმრთელობის დაცვა ▪ ▪ ▪ ▪ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხის უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის საფუძველზე; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა, მათ შორის დედათა ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება; გოგოებისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე; სუროგატი დედების ექსპლოატაციისაგან დაცვის ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს გაანალიზება. განათლება ▪ გენდერული თანასწორობის საკითხებზე განათლების მნიშვნელობის აღიარება; 7 ▪ ▪ ▪ ▪ სასკოლო სახელმძღვანელოებში დისკრიმინაციული მასალის მოხვედრის პრევენცია; გოგოებში საშუალო სკოლის დამთავრების მაჩვენებლის გაზრდა (შშმ, ბოშა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი); გენდერის კვლევის დისციპლინის დანერგვა და პროფესორთა კომპეტენციის გაზრდა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მედიის როლი. ხელოვნება და სპორტი ▪ ▪ ▪ ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროებში საკანონმდებლო რეგულირებისა და სტრატეგიების შემუშავება გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპების გამოყენებით; დეტალური გენდერული მონაცემების შეგროვება და კვლევა; სპორტში ქალთა მონაწილეობის წახალისება. დადგენილება ითვალისწინებს კომპლექსური, სტრატეგიული მიდგომების დანერგვას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, რომელთა შორისაა: ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ გენდერული თანასწორობის საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის მუდმივი გადახედვა, მისი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა და სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა; გენდერული თანასწორობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებსა და პროგრამებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა საჯარო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სპეციალური ღონისძიებების სისტემატური შემუშავება და განხორციელება; სქესისა და დისკრიმინაციის სხვა შესაძლო ნიშნების მიხედვით (ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, შეზღუდული შესაძლებლობა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, სექსუალური ორიენტაცია, სოციალური მდგომარეობა და სხვ.) ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემების წარმოება და შესაბამისი გენდერული ანალიზი ყველა სფეროში; გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვა საჯარო ფინანსების მართვაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეებზე; გენდერული გავლენის ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე; გენდერული მეინსტრიმინგის და ანალიზის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამის პროფესიონალთა გადამზადება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; გენდერულად მგრძნობიარე მომსახურებების მიწოდების დანერგვა; 8 ▪ ▪ გენდერული თანასწორობის საკითხებზე კვლევებისა და სწავლების მხარდაჭერა; გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა მათ შორის სახელმძღვანელო დოკუმენტების დანერგვით როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. დადგენილება ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებათა შორის ეფექტიან კოორდინაციასა და თანამშრომლობას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. დასკვნით დებულებებში დადგენილება ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსახორციელებლად შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმის ფარგლებში შედეგ ღონისძიებებს: ▪ ▪ ▪ ▪ არსებითი თანასწორობის პრინციპის დანერგვა ყველა სახის სახელმწიფო სტრატეგიებში, ბიუჯეტირების პროცესში და კანონშემოქმედებით პროცესში; გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება; გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერება და მათი ეფექტიანი მუშაობა ხელისუფლების ყველა დონეზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან მიმართებით. დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კონცეფცია მიზანშეწონილია ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგან საქართველოს მთავრობის მიერ 2006 წელს დამტკიცებული გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია მოძველებულია და ვეღარ პასუხობს გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ასევე, 2006 წლის გენდერული თანასწორობის კონცეფცია, მიღებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საერთაშორისო ჩარჩო ხელშეკრულებების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კონცეფციის დამტკიცებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმოქმედოს სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შეიმუშავოს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ეფექტიანი პოლიტიკა. კონცეფცია უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს. 9 ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან დაკავშირებით. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ვინაიდან „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციით“ გათვალისწინებული აქტივობები გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში, ამ ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ზემოაღნიშნულ გეგმებში მითითებული წყაროებიდან, კერძოდ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ასიგნებებიდან, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება შესაბამის სამოქმედო გეგმებში გაწერილ აქტივობებზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ვინაიდან „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციით“ გათვალისწინებული აქტივობები გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში, ამ ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ზემოაღნიშნულ გეგმებში მითითებული წყაროებიდან, კერძოდ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ასიგნებებიდან, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 10 პირებზე შესაბამისი ფინანსური გავლენა დამოკიდებულია შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებზე. ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილებით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების ზეგავლენის შეფასება საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, გოგოების მდგომარების გაუმჯობესების ჭრილში, კონცეფცია შეესაბამება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსით და ბავშვის უფლებათა კონვენციით აღიარებულ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს. უფრო კონკრეტულად, კონცეფცია ითვალისწინებს, მათ შორის, გოგოების მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; ასევე გოგოების ხელმისაწვდომობის ზრდას განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, მართლმსაჯულებაზე და სხვა. გ) დადგენილების სტანდარტებთან: პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. დადგენილების აღსრულება ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შემდეგი დოკუმენტების შესრულებას: ▪ ▪ ▪ ▪ პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა; მოსახლეობის და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამა, და მისი განხორციელების 20 წლისთავზე მიღებული რეგიონული და გლობალური დოკუმენტები ; გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და თანმდევი რეზოლუციები; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და 2030 წლის დღის წესრიგი. 11 გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში განვითარებულ სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. მათ შორისაა: ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ ▪ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (CEDAW), მისი დამატებითი ოქმი და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციები; გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია; რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია); ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალდებულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტის შემუშავება მოხდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაქირავებული ექსპერტის (თამარ დეკანოსიძე) მიერ. 12 დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილე შეფასება ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი დადგენილების პროექტის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ გაკეთებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: 1. ნინო წილოსანი 2. მარიამ ლაშხი 3. რატი იონათამიშვილი 4. მიხეილ სარჯველაძე 5. ნინო იობაშვილი 6. თამარ ტალიაშვილი 7. გიორგი ხელაშვილი 8. ანა ნაცვლიშვილი 9. თინათინ ბოკუჩავა 10. ხატია დეკანოიძე 11. ნატო ჩხეიძე 12. ანა ბუჩუკური 13. ხათუნა სამნიძე 14. თამარ კორძაია 15. ხატია წილოსანი 16. თეონა აქუბარდია 17. ხათუნა კვიციანი 18. რამინა ბერაძე 19. ირმა ზავრადაშვილი 20. მაკა ბოჭორიშვილი 21. ლევან ქარუმიძე 22. მაია ბითაძე 23. ნიკოლოზ სამხარაძე 24. ლევან მგალობლიშვილი 25. ნოდარ ტურძელაძე 26. ირაკლი მეძმარიაშვილი 27. მაია მენაღარიშვილი 28. გოგი მეშველიანი 29. გოდერძი ჩანქსელიანი 30. დავით კაჭარავა 31. არჩილ თალაკვაძე 32. ზაზა ლომინაძე 33. ქეთევან დუმბაძე 13 ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: 1. ნინო წილოსანი 2. მარიამ ლაშხი 3. რატი იონათამიშვილი 4. მიხეილ სარჯველაძე 5. ნინო იობაშვილი 6. თამარ ტალიაშვილი 7. გიორგი ხელაშვილი 8. ანა ნაცვლიშვილი 9. თინათინ ბოკუჩავა 10. ხატია დეკანოიძე 11. ნატო ჩხეიძე 12. ანა ბუჩუკური 13. ხათუნა სამნიძე 14. თამარ კორძაია 15. ხატია წილოსანი 16. თეონა აქუბარდია 17. ხათუნა კვიციანი 18. რამინა ბერაძე 19. ირმა ზავრადაშვილი 20. მაკა ბოჭორიშვილი 21. ლევან ქარუმიძე 22. მაია ბითაძე 23. ნიკოლოზ სამხარაძე 24. ლევან მგალობლიშვილი 25. ნოდარ ტურძელაძე 26. ირაკლი მეძმარიაშვილი 27. მაია მენაღარიშვილი 28. გოგი მეშველიანი 29. გოდერძი ჩანქსელიანი 30. დავით კაჭარავა 31. არჩილ თალაკვაძე 32. ზაზა ლომინაძე 33. ქეთევან დუმბაძე 14