„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, სოზარ სუბარი, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ედიშერ თოლორაია, ვიქტორ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/183/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-29
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N21-22, 14.06.1998, გვ. 6) 172 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე, თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი, 2007 წლიდან ითვალისწინებდა ადგილობრივი მოსაკრებლის სახეს - „მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის“, რომელიც გაიცემოდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით. ამასთანავე, კანონი ადგენდა, რომ ეს მოსაკრებელი გადაიხდევინებოდა აუცილებლად მშენებლობის ნებართვის გაცემისას. ანუ, სანამ ეს მოსაკრებელი არ იქნებოდა გადახდილი, მშენებლობის ნებართვის გაცემა აკრძალული იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კანონს დაემატა 172 მუხლი, რომელმაც დაუშვა ამ მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების შესაძლებლობა. ამ რეგულაციამ მშენებლებს მისცა უფლება რომ აეღოთ შესაბამისი მშენებლობის ნებართვები ისე, რომ ეს მოსაკრებელი (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) ნებართვის გაცემისას არ გადაეხადათ და მოეხდინათ მათი გადახდის განაწილვადება, ერთგვარი გადახდის გრაფიკის შეთავაზება მუნიციპალიტეტისათვის. აქვე კანონმა გაითვალისწინა, რომ ასეთ შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებული იყო შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველეყო გარკვეულ პერიოდამდე. ეს ვადა (შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენისა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების), დღეს მოქმედი ჩანაწერით, იყო არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები, რომლებმაც ისარგებლეს ზემოაღნიშნული განაწილვადების უფლებით და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ უზრუნველყვეს არც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება და არ მოახდინეს არც მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადახდა, მათ მიმართ დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობები. პასუხისმგებლობა გამოიხატა იმაში, რომ მათ მიმართ, ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის გამო დაიწყო სამართალწარმოების პროცესები სასამართლოში. ამ ყველაფერს ცხადია თან სდევს შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენება. დღეის მდგომარეობით, მაგალითად დედაქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 25 პირია ვის მიმართაც ეს ვალდებულებები არსებობდა. მათგან მიმდინარე დავის პროცესში დარჩენილია 17 პირი, დავის საგნის (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა) ჯამური ღირებულება კი არის დაახლოებით 7,9 მილიონი ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვითარებიდან (ეკონომიკური, პანდემიური ვითარებიდან) გამომდინარე, მათ მიმართ იმ პირობების დროებით ისევ გამოყენება, რასაც კანონი ითვალისწინებდა (მოსაკრებლის გადახდის განაწილვადება), იქნება მათთვის ერთგვარი ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ მშენებლობის თვალსაზრისით გაჩერებულ პროცესებს გააუმჯობესებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზაშეწონილია მოხდეს ამ მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) განწილვადების შესაძლებლობა, ცხადია ანალოგიური დათქმებით, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განაცხადის წარდგენა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნას გარკვეულ პერიოდამდე, ამ შემთხვევაში 2025 წლის 1 იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხი მოწესრიგებული იყო კანონის 172 მუხლით. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელებისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარებით მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე რიგ შემთხვევებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები. კანონპროექტის მიღებით კი მათ ისევ გაუჩნდებათ შესაძლებლობა მოახდინონ მოსაკრებლის განაწილვადება და შესაბამისი მშენებლობების განხორციელება. რაც, თავის მხრივ გულისხმობს არსებული დავის რეჟიმიდან გამოსვლასაც. კანონპროექტის მიღება ცხადია დადებით გავლენას მოახდენს თავად მუნიციპალიტეტებზეც, რადგან მშენებლებისათვის ამ შეღავათების დადგენით ზოგადი პროცესი უფრო გაუმჯობესდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონპროექტით ცვლილება გათვალისწინებულია 172 მუხლის პირველ პუნქტში. ცვლილების თანახმად: მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ მუნიციპალიტეტს განცხადებით და მოითხოვონ მოსაკრებლის განაწილვადება. ამასთან, მოსაკრებლის გადამხდელები აღნიშნული განცხადებით კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. გარდა ამისა ამავე პუნქტში ხდება ერთი საკითხის ტექნიკური დაზუსტება, კერძოდ დაზუსტებას საჭიროებდა თუ რა იგულისხმებოდა „2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებაში“, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ პირობაში. პროექტის მიხედვით ზუსტდება, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე შეთანხმების დადება შესაძლებელია თუ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში, რადგან იგი არ არის ინიიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების აქტუალურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე შეთანხმების დადება თუ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ყველა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არსებული რესურსის ფარგლებში და ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოსალოდნელია არსებული დავების შეწყვეტა, რადგან მოსაკრებლის გადამხდელები, დიდი ალბათობით მიმართავენ მუნიციპალიტეტებს და გამოიყენებენ კანონპროექტით გათვალისწინებულ უფლებას - მოსაკრებლის განაწილვადებაზე. ასეთ შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ განაწილვადების შედეგად, გრაფიკით დადგენილი თანხები ეტაპობრივად, უფრო ადრე შევიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. სხვა შემთხვევაში, ცხადია სანამ დავა არ დასრულდება და აღსასრულებლად არ მიექცევა, დიდი ალბათობით მოსაკრებლის გადამხდელი ამ მოსაკრებელს არ/ვერ გადაიხდის ბიუჯეტში. მიმდინარე დავის ფარგლებში, დღეის მდგომარებით, მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, დავის საგანი არის დაახლოებით 7.9 მილიონი ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელს ეძლევა უფლება მოსაკრებლის განწილავდება მიმართოს მუნიციპალიტეტს. თუმცა, აღნიშული ღონისძიებების განხორციელება, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტების არსებული რესურსის ფარგლებში და ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელებისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარებით მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე რიგ შემთხვევებში გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები. კანონპროექტის მიღებით კი მათ ისევ გაუჩნდებათ შესაძლებლობა მოახდინონ მოსაკრებლის განაწილვადება და შესაბამისი მშენებლობების განხორციელება. მაგალითად მიმდინარე დავის ფარგლებში, დღეის მდგომარებით, დედაქალაქის მასშტაბით, დავის საგანი არის დაახლოებით 7.9 მილიონი ლარი. ცხადია კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელებს მიეცემათ შესაძლებლობა ეს თანხა გადაიხადონ შეთანხმებული გრაფიკით, განაწილვადებით, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას იქონიებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, სოზარ სუბარი, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ედიშერ თოლორაია, ვიქტორ ჯაფარიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, სოზარ სუბარი, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ედიშერ თოლორაია, ვიქტორ ჯაფარიძე.