საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/177; 15.03.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#2-3419/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-25
ბიუროს ნომერი 135

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3419/22 24-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/177; 15.03.2022). კანონპროექტი ემსახურება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოყვანას; კერძოდ, კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მომწესრიგებელი ის ნორმები, რომლებიც დღესდღეობით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და ფაქტობრივად ფიქციად აქცევს კონსტიტუციის დანაწესს. ეს კი უარყოფითად აისახება შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებსა და, ზოგადად, კონსტიტუციურ წესრიგზე. წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგებას ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიციირებიდან დღემდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის არ იქნა წარდგენილი რაიმე სამართლებრივი შენიშვნა/მოსაზრება, რომელიც ამ კანონპროექტის მიღების მიზანშეუწონლობაზე ან მის ნაკლოვანებასა თუ ხარვეზიანობაზე მიუთითებდა. ამასთანავე, მისი მიღების დაყოვნება არ იქნებოდა მართებული კანონის ზემოხსენებული ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დროულად აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამრიგად, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი