საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილ „პარლამენტის შესახებ“ (№1-2155/22; 23.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-3570/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-29
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-3570/22 28-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2022 წლის 28 მარტს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრის სახელწოდების ცვლილებას, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის როტაციას. წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო პარლამენტს ეწოდოს წინადადებით დარბაზი, ხოლო შემოთავაზებულია პარლამენტის წევრს დარბაისელი და აღნიშნული ცვლილებები შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. თუმცა, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. საქართველოს შესაბამისად, კონსტიტუციით და ორივე სახელწოდება შესაბამისად არის განსაზღვრულია ასახული, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სათანადო ნორმებში, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. საკანონმდებლო წინადადებით, აგრეთვე შემოთავაზებულია საქართველოს პარლამენტის წევრთა, როტაციის წესის შემოღება, კერძოდ გათვალისწინებულია 74 პარლამენტის წევრის როტაციის წესი ორ წლიან პერიოდში, რაც არ შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უფლებამოსილების ვადა ასევე საქართველოს კონსტიტუციით არის დარეგულირებული. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. ხოლო, 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის, რომელიც შედგება 150 პარლამენტის წევრისგან, უფლებამოსილების ვადა არის 4 წელი, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული, საქართველოს პარლამენტის წევრთა ნაწილის „განახლება“, გაურკვეველი პრინციპით შერჩეული 74 პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მათ ნაცვლად სხვა პირთა უფლებამოსილების ცნობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხდება შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, როგორც ეს საკანონმდებლო წინადადებაში არის მითითებული. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ასახული რეგულაციები წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი