საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილ „გარე ვაჭრობის შესახებ“ (№1-1224/22; 03.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-29
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-3578/22
28-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საკანონმდებლო წინადადებაზე
„გარე ვაჭრობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-1224/22; 03.02.2022)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა
2022 წლის 22 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ლაშა
ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გარე ვაჭრობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონპრექტის თანახმად, რეგულირდება
გარე ვაჭრობის განხორციელების წესები და გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემასთან
დაკავშირებული საკითხები, კერძოდ: გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, გარე
ვაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცე, გარე ვაჭრობის პროცესში რეალიზაციისათვის
დაშვებული პროდუქციისა და შენახვის პირობები, გარე ვაჭრობის განხორციელების
მოსაკრებელი, გარე ვაჭრობის განხორციელებისათვის განკუთვნილი კონსტრუქციების
იერსახე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16
მუხლის
მე-2
პუნქტის
„მ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
მუნიციპალიტეტის
საკუთარ
უფლებამოსილებას წარმოადგენს გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების
რეგულირება. სწორედ, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მუნიციპალიტეტს მინიჭებული
აქვს სრული და ექსკლუზიური უფლებამოსილება, დაარეგულიროს გარე ვაჭრობა
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში.
ამასთან,
გარე
ვაჭრობის
რეგულირებასთან და ამ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებული
საკითხები
დადგენილია ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.“
გარდა, ამისა მიღებული და დამტკიცებულია შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომლითაც
მოწესრიგებულია გარე ვაჭრობისთვის დადგენილი წესები.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ამასთან, კომიტეტს ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის
ქალაქ
მერიის
მუნიციპალური
ინსპექციისა
და
თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი პოზიციები, რომელიც
თანხვედრაში მოდის
გარე ვაჭრობისთვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ
ნორმებთან.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონის პროექტი არის ზოგადი, შეიცავს
მთელ რიგ უზუსტობებს, როგორც მიზანშეწონილობის, ისე, სამართლებრივი
თვალსაზრისით. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცნო უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი