საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილ დამსახურებული პენსიონერების საპენსიო თანხის ცვლილების შესახებ (№1-618/22; 21.01.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3589/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-29
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-3589/22 28-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე დამსახურებული პენსიონერებისთვის საპენსიო თანხის ცვლილებასთან დაკავშირებით (N1-618/22; 21.01.2022) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 28 მარტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დამსახურებული პენსიონერებისათვის საპენსიო თანხის ცვლილებასთან დაკავშირებით დღეისათვის ძნელი გასარკვევია რა პრინციპით უნდა მოხდეს განსხვავებული პენსიის დანიშვნა დამსახურების გამო, რა იგულისხმება ტერმინში „სახელმწიფოსა და ქვეყნის წინაშე დამსახურება“ და რა ტიპის დოკუმენტაციით უნდა დადასტურდეს აღნიშნული, ასევე სათანადო ბაზის უქონლობის გამო შეუძლებელია პენსიონერთა სამუშაო სტაჟის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოში შეიქმნა უნივერსალური საპენსიო სისტემა, რომელსაც საფუძვლად დაედო საპენსიო ასაკი. 2021 წელს დარეგულირდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი და ყოველწლიურად ასაკით პენსიის ოდენობა გაიზრდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებულ ხელფასთან და საშუალებას მისცემს მათ მიიღონ უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საკანონმდებლო წინადადებას. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილ