საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ COVID 19-თან დაკავშირებით ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ (№1-10463/21; 26.07.2021) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3598/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-29
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-3598/22 28-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიციის COVID 19-თან დაკავშირებით ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ (1-10463/21; 26.07.2021) 2022 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია COVID 19-თან დაკავშირებით ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ (1-10463/21; 26.07.2021). წარმოდგენილ პეტიციაში მოთხოვნილია, განხილული იქნეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში იძულებითი ვაქცინაციის და ტესტირების შეწყვეტის, ასევე მთელი რიგი მასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით. ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა. ინფექციურ დაავადებათა შორის, ეს ვირუსი მოგვევლინა როგორც ყველაზე საშიში მკვლელი, რომელიც ამჟამად არსებობს დედამიწაზე. ახალ კორონავირუსთან ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის მიზნით, 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში - საბჭო). საბჭო ჩამოყალიბდა, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი პლატფორმა, რომელიც შედგება მთავრობის წევრების, პარლამენტის წევრების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან. სწორედ საბჭოს მიერ იყო მიღებული COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება პეტიციაში დასმულ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინა ყველაზე დიდი მიღწევაა მედიცინაში, რომელმაც თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID 19ის-გან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. იგი ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის ფაქტი, რომ სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაქცინაცია არის იძულებითი პროცესი არასწორია. ვაქცინაცია საქართველოში ნებაყოფლობითია. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 455 მუხლის თანახმად, პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის საქართველოში შეიძლება მოხმარებული იყოს მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ან მის მიერ აღიარებულმა მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRA) მიანიჭა გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადიან მკაცრ ტესტირებას კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. სავალდებულო იძულებით ტესტირებას რაც შეეხება, ტესტირების საკითხი დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით ,,კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’, რომლის თანახმად დადგენილია კორონავირუსით (SARSCoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე
დანართი
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი 2-10614/21 02-08-2021 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გიგზავნით საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილ პეტიციას COVID 19-თან დაკავშირებით იძულებითი ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ (№1-10463/21; 26.07.2021). გთხოვთ, განიხილოთ და დასკვნა წარუდგინოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს. პატივისცემით, პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge