საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია „მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ვადის, ჯგუფის მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-3623/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-30
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-3623/22 29-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიმდინარეობს თემატური მოკვლევა - "მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ". საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული თემატური მოკვლევის ვადის გაგრძელება ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge