საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 26 და 28 მარტს ქალაქ დუბაიში და 27 მარტს ქალაქ აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-9 სხდომაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-3722/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3722/22 30-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს მიწვევით 2022 წლის 26-28 მარტს მონაწილეობა მივიღე ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-9 სხდომაში, რაც 26 და 28 მარტს ქ. დუბაიში, ხოლო 27 მარტს ქ. აბუდაბიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) გაიმართა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება“‐ის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს მიწვევით მ.წ. 26‐28 მარტს მონაწილეობა მივიღე ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის (შემდგომში საერთაშორისო პარლამენტი) მე‐9 სხდომაში, რაც 26 და 28 მარტს ქ. დუბაიში, ხოლო 27 მარტს ქ. აბუ‐დაბიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) გაიმართა. საერთაშორისო პარლამენტი აერთიანებს მსოფლიოს 80‐ზე მეტი ქვეყნის პარლამენტების მოქმედ წევრებს და მიზნად ისახავს წელიწადში 3 ან 4 სხდომის ჩატარებას გლობალურად ტოლერანტობისა და მშვიდობის საკითხებზე სამსჯელოდ. საერთაშორისო პარლამენტი არის გაეროს ეგიდით მოქმედი პარლამენტთაშორისი კავშირის დამკვირვებელი ორგანიზაცია, მისი პარტნიორი და გარკვეულწილად მისი ანალოგი. აღსანიშნავია, რომ ჩემს ვიზიტადე და ამ ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა ჩართული მის საქმიანობაში. ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭო 4 წლის წინ შეიქმნა. თავიდან 30‐მდე წევრს მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნიდან და ფუნქციონირების პერიოდში, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობამ 80‐ს გადააჭარბა. საერთაშორისო პარლამენტში გაერთიანებული არიან ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების პარლამენტის წევრები. ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ათობით ქვეყნის პარლამენტთან, რაც ქმნის საფუძველს ამ ქვეყნებში მორიგი შეხვედრების ჩასატარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს უზრუნველყოფს არა მასპინძელი ქვეყანა, არამედ უშუალო ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭო. ამ უკანასკნელის შტაბ‐ბინა განთავსებულია მალტაში, ხოლო სრული დაფინანსება ხდება არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ. ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს პრეზიდენტია აჰმედ ბინ მოჰამედ ალ ჯარვანი.1 1 ამჟამად არის ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს პრეზიდენტი და არაბ ექსპერრტთა კავშირის პრეზიდენტი. 2012‐2016 წლებში ეკავა არაბთა პარლამენტის პრეზიდენტის პოზიცია ორი ვადით. 2020 წელს მიენიჭა მაჰატმა განდის საერთაშორისო პრიზი. 2011 წლიდან დღემდე არაბთა გაერთიანებული საემიროების ფედერალური საბჭოს (პარლამენტში) წევრია. შეხვედრა 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდა. პირველ დღეს (26.03.2022) მოხდა ჩემი გაწევრიანება საერთაშორისო პარლამენტის 6 მოქმედი კომიტეტიდან2 ერთ‐ერთში, კერძოდ, საგარეო ურთიერთობა კომიტეტში. შეხვედრა ქ. დუბაიში, ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობაში ჩატარდა. კომიტეტს ხელმძღვანელობს პაპა სანიე ემბაე (სენეგალი), რომელსაც იმავდროულად საკუთარ ქვეყანაში უკავია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. კომიტეტში გაწევრიანებული არიან პარლამენტის წევრები მალაიზიიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ეთიოპიიდან, შრი ლანკიდან და მაურიტანიიდან. დღის წესრიგით განხილულ იქნა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს მშვიდობის პრემიის დაფუძნება. აღნიშნულზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტები გავაკეთე სწორი კრიტერიუმების შემუშავებაზე, სხვა მსგავსი პრიზებისთვის დადგენილი კრიტერიუმების გაცნობის აუცილებლობაზე. მეორე საკითხი შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის თაობაზე რეზოლუციის მიღებას. სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატსა თუ კონკრეტული სახელმწიფოების პარლამენტების მიერ, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ, მიღებულ იქნა უკრაინის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია; იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო პარლამენტის წევრები სხვადასხვა ქვეყნის კონტინენტს წარმოადგენენ, მიზანშეწონილი იქნება გაეროს ფორმატში მიღებული რეზოლუციის ტექსტზე ორიენტირება, რასაც 2 კვირით ადრე გაეროს 141‐მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს წინადადება კომიტეტის მიერ მოწონებულ და მხარდაჭერილ იქნა. მესამე საკითხი შეეხებოდა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ცნობადობისა და პარტნიორობის არეალის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებთან, რაზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩემის მხრივ, გამოვთქვი მზაობა ამ პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. მეორე დღის (27.03.2022) ღონისძიებები ქ. აბუ‐დაბიში, არაბთა გაერთიანებული საემიროების ფედერალურ საბჭოში (პარლამენტში) გაიმართა. ღონისძიებას მასპინძელი ქვეყნის, ზიმბაბვესა და კომოროსის მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარეები, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტი, ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს პრეზიდენტი და საერთაშორისო პარლამენტის თავმჯდომარე, არაბთა გაერთიანებული საემიროების ფედერალური საბჭოს წევრები, საერთაშორისო პარლამენტის დელეგატები 80‐მდე ქვეყნიდან და დიპკორპუსის წარმოამდგენლების, მათ შორის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა საემიროებში (პაატა კალანდაძე) ესწრებოდნენ. პლენარულ სხდომაზე მოხდა ჩემი, როგორც საერთაშორისო პარლამენტის სრულუფლებიანი დელეგატის დამტკიცება. სხდომაზე საპატიო სტუმრებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო პარლამენტის ბიუროს წევრები, რომელთაც გააკეთე სმოხსენებები კომიტეტების მუშაობის შედეგებზე. სხდომის დასასრულს მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლითაც დაგმობილ იქნა 2 მშვიდობის უზრუნველყოფის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; მდგრადი განვითარების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ქალთა და ახალგაზრდობის კომიტეტი; ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის კომიტეტი. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ტერორისტული აქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მესამე სამუშაო დღეს (28.03.2022) ქ. დუბაიში ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც სტუმრობდა და გახსნა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობისა და თანაცხოვრების მინისტრი შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი. მის გამოსვლას მოსდევდა ექსპერტთა პანელი ტოლერანტობისა და მშვიდობის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის ყოფილმა პრეზიდენტმა კოლინდა გრაბატ‐კიტაროვიჩმა, მადაგასკარის ყოფილმა პრეზიდენტმა ერი მარტიალ როკოტოარიმანანა რაძაუნარიმამპიანინამ და სხვა ექსპერტებმა. სამდღიანი ღონისძიებების ფარგლებში დავამყარე ურთიერთობა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის, აფრიკისა და აზიის მრავალი ქვეყნის პარლამენტის წევრთან; შედგა საუბარი ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს პრეზიდენტ აჰმედ ბინ მოჰამედ ალ ჯარვანისთან, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო განსაკუთრებით საინტერესო ქვეყანაა მისი წარმატებული რეფორმებიდან გამომდინარე. მან ასევე წამოაყენა წინადადება, ხომ არ იფიქრებდა საქართველოს პარლამენტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოსთან, რაც შესაძლებელს გახდიდა უახლოეს პერიოდში ღონისძიების ჩატარებას საქართველოში. ასევე, მან გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ თბილისი გახდეს ერთგვარი ჰაბი და შესაძლოა გაიხსნას ამ ორგანიზაციის ოფისიც. ჩემის მხრიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღო დაპირება, რომ ყველა წარმოდგენილ საკითხს დაბრუნებისთანავე განვიხილავდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და მიღებული გადაწყვეტილების შეხსახებ დამატებით შევატყობინებდი. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პარლამენტის წევრთან უშუალო კონტაქტის დამყარებისთვის, რაც ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, აგრეთვე, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ორგანიზაციის ძირითადი მისია პასუხობს იმ საერთაშორისო მიდგომას რაც დისკრიმინაციის დაუშვებლობას, ტოლერანტობასა და მშვიდობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ამასთანავე, ამ ორგანიზაციაში მოანწილეობა და ადგიობრივად ღონისძიებების დაგეგმვა‐განხორციელება არ საჭიროებს ფინანსურ უზრუნველყოფას, მიზანშეწონილად მიმაჩნია საქართველოს პარლამენტსა და ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. დამატებით გაცნობებთ, რომ მივლინებაში მახლდა ფრაქციის „ქართული ოცნება“ მოწვეული სპეციალისტი, ნინო გეგიძე.