„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.1996,
სარეგისტრაციო კოდი: 110.030.000.05.001.000.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და
გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ ვადას არა
უმეტეს 6 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება ამავე
მუხლის მე-2–41 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის
განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მუხლი 2.
იმ კონსტიტუციური სარჩელების ან კონსტიტუციური წარდგინების, რომელთა
განხილვისა და გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღების ამ კანონის პირველი მუხლით
დადგენილი ვადა გასულია, გაგრძელდეს 6 თვით.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო ვალდებულია კონსტიტუციური სარჩელები/წარდგინებები განიხილოს 9
თვეში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების
რეგისტრაციის
მომენტიდან.
თუმცა,
კანონი
არ
აწესრიგებს
გადაწყვეტილების მიღების ვადას, რაც, პრაქტიკაში იწვევს საქმეებზე წლების
განმავლობაში გადაწყვეტილების არ მიღებას.
როგორც წესი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კანონით დადგენილ
ვადაში იხილავს კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებს, რის შემდეგაც გადის
სათათბიროდ. სწორედ სათათბიროდ გასვლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს
აღარ აქვს რაიმე სახის ვალდებულება, რომ კონკრეტულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება.
სამართლიანი სასამართლოს პრინციპი გულისხმობს, რომ ყოველ პირს უფლება
აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად. აღნიშნული პრინციპის
განუყოფელი ნაწილია საქმის გონივრულ ვადებში განხილვა და გადაწყვეტა, რადგანაც
მხოლოდ ფორმალურად საქმის განხილვა, ისე რომ განუსაზღვრელი ვადით შეეძლოს
სასამართლოს არ მიიღოს გადაწყვეტილება, ლახავს სამართლიანი სასამართლოს
პრინციპს. არავინ მიმართავს სასამართლოს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისი საქმე
ფორმალურად იქნას განხილული, ხოლო არ იქნას გადაწყვეტილი შეუსაბამოდ დიდი
ხნის განმავლობაში.
წლების განმავლობაში გადაწყვეტილების არგამოცხადება, პრობლემას წარმოშობს
იმ კუთხითაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა შემადგენლობა
იცვლება (სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ, ხდება მათი ჩანაცვლება) და
ვიღებთ
მოცემულობას,
როდესაც
საქმე
განიხილა
ერთმა შემადგენლობამ,
გადაწყვეტილებას კი აცხადებს სხვა შემადგენლობა.
პრაქტიკაში არა ერთი საქმეა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ წლების
განმავლობაში არ მიიღო სარჩელებზე გადაწყვეტილება. 2018 წელს განხორციელებული
კვლევის მიხედვით, შესწავლილ იქნა 2016-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში
წარდგენილი 570 საქმე, მათი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალო ვადა
კი მერყეობს 18 თვიდან 23 თვემდე.1 (განსხვავება არსებობს კოლეგიებისა და პლენუმის
მიერ გადაწყვეტილებების მიღების ვადებში). ასევე, შეუსაბამოდ გაჭიანურებული დავის
ყველაზე ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში
https://idfi.ge/ge/time_spent_by_constitutional_court_of_georgia_on_considering_complaints_and_submiss
ions
1
1
საქართველოს სახალხო დამცველისა და 326 მოქალაქის სარჩელი, (ე.წ. მოსმენების
შესახებ) რომელზე გადაწყვეტილებაც დღემდე არ არის მიღებული. 2 საქმეთა
გაჭიანურების პრაქტიკა გრძელდება დღესაც, მაგალითად COVID-19-ს გავრცელებასთან
დაკავშირებით საქართველოში 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის
მომწესრიგებელი აქტების კონსტიტუციურობის საკითხს სწავლობს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. საქმის განხილვა დასრულდა 2020 წლის
აგვისტოში, თუმცა დღემდე არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება სასამართლოს.3 დღემდე
არ არის გადაწყვეტილება მიღებული ე.წ. კაბელების საქმეზე, რომელიც საკონსტიტუციო
სასამართლოში შეტანილ იქნა 2016 წელს.4
ანალოგიის სახით, საერთო სისტემის სასამართლოები შებოჭილნი არიან როგორც
განხილვის, ასევე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თავისი პრაქტიკით, არა ერთ გზის,
დაადგინა, რომ დღეს არსებული რეგულაციებით, საკონსტიტუციო სასამართლო
შებოჭილია მხოლოდ საქმეთა განხილვის ვადებით და მას დადგენილი არ აქვს
კონკრეტული ვადა, რა დროშიც მან უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება. გამომდინარე
აქედან, არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღება აუცილებელია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წინამდებარე
კანონპროექტის
მიღების
შემთხვევაში
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ იქნება შემთხვევები, როდესაც კონსტიტუციური
სარჩელები თუ კონსტიტუციური წარდგინებები არის განხილული, მაგრამ არ არის
გადაწყვეტილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის
ძირითადი
არსია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების განხილვისა და
გადაწყვეტილების/დასკვნის მიღებისათვის კონკრეტული ვადის დაწესება. დღეს
არსებული რედაქციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დადგენილია საქმის
განხილვის 9 თვიანი ვადა (რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 2 თვით),
კანონპროექტით კი საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს და
გადაწყვეტილება მიიღოს 12 თვეში. ამასთან, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე,
შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკმარისი არ იყო 12 თვიანი ვადა. ასეთი
გამონაკლისი შემთხვევების დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ექნება
დისკრეციული უფლებამოსილება, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების/დასკვნის
მიღებისათვის დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს 6 თვით.
2
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი
მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი)
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
3
იხ. თორნიკე ართქმელაძე და ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტისა და
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ (სარჩელები 1502 და 1503)
4
იხ. საქართველოს მოქალაქეები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი
ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
2
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება, რადგანაც კანონპროექტის ინიციატორი არ
არის საქართველოს მთავრობა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
საკითხის სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველია
კანონპროექტის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე. კანონის ამოქმედების დროისთვის,
იმ
საქმეებზე,
რომლებზეც
დადგენილი
ვადაც
გასულია
და
არ
არის
გადაწყვეტილება/დასკვნა მიღებული, დამატებითი, ერთჯერადად წესდება 6 თვიანი
ვადა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
გავლენას
სახელმწიფო
ან/და
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
3
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთები არ არსებობენ.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
თორნიკე ართქმელაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის
ინიციატორები
არიან
საქართველოს
წევრები: დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე.
5
პარლამენტის