„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი,
1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
სააგენტო:
ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლსა და
ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, ასევე სანავსადგურე ერთეულების სახელმწიფო
კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ
აქტებს;
ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას;
გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს
ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის
ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;
დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოვალეობებს.“
2. მე-11 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში
სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშულებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
უფლებამოსილ ორგანოსთან - საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან შეთანხმებით.“
3. მე-15 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ პუნქტი:
„ბ1) კოდექსის მიზნებისთვის „სანავსადგურე ერთეული“ - საქართველოს ნავსადგურების
ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სამართლებრივი ფორმით შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც
გააჩნია ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი
ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია, რომელსაც გამოყოფილი აქვს შესაბამისი
სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორ ან მეტ სანავსადგურე ერთეულს, შესაძლოა
გამოყოფილი ჰქონდეს საერთო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ამ ტერმინში არ
მოიაზრება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა.“
გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება იმ სანაოსნო ურთიერთობის
განმახორციელებელი სამსახური, რომელიც არსებობს საზღვაო ლოცმანების მიერ
ნავსადგურების მისასვლელებთან, სანავსადგურე ერთეულების შიგა წყლებში და
ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;“
4. 70-ე მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვაო ნავსადგური არის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა,
რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე და რომლის
ფარგლებშიც შესაძლოა მდებარეობდეს ერთი ან მეტი სანავსადგურე ერთეული.
2. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო
ტერიტორიას, ხოლო აკვატორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს.
3. სანავსადგურე ერთეული უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და
აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისათვის.“
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის ფარგლებში ხორციელდება
შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, ტვირთის სატრანსპორტოსაექსპედიტორო, ტვირთის შენახვის, დაგროვების, შეფუთვის, საწყობში განთავსების
ოპერაციები, ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე ტვირთის
გადატვირთვა, აგრეთვე მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის
გადაზიდვის ოპერაციები, გემების საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება,
შეკეთება და სხვა.“
5. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71
1. სანავსადგურე ერთეული ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისათვის
გამოუყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის, ნავმისადგომის ან აკვატორიის
ცალკეულ უბანს, ასევე დანადგარებსა და მოწყობილობას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. სანავსადგურე ერთეული სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ
სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს
სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.
3. სანავსადგურე ერთეულს არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ნავსადგურის
ტერიტორიაზე საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო
მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია
ვალდებული არიან დაიცვან ნავსადგურის წესები.“
6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 741 მუხლი:
„მუხლი 741.
1. საქართველოს ნავსადგურში მოქმედ სანავსადგურე ერთეულებს გააჩნიათ თანაბარი
უფლებები და წვდომა საერთო შესასვლელ არხზე ან/და შესასვლელი არხის საერთო
ნაწილზე.
2. არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება დააწესოს შესასვლელი არხით
სარგებლობის საზღაური ან სხვა რაიმე სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური, სხვა
სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და გამსვლელი გემებისათვის.
3. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო
სიღრმეების
შენარჩუნებისათვის
პასუხისმგებლობა
ეკისრებათ
სანავსადგურე
ერთეულებს.
4. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის
ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს
შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, ამ მუხლის მე - 5 ნაწილში აღნიშნული
ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის
ჯამური
მაჩვენებლის
პროპორციულად.
ხარჯის
განაწილების
გამოთვლისას
მხედველობაში არ მიიღება სამხედრო და სახელმწიფო ან სხვა არაკომერციული
დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის
ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი გემები.
5. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დარღმავებას და
მოვლა-პატრონობას სანავსადგურე ერთეულები ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს საზღვაო
კოდექსისა და ამ მუხლის მე - 8 ნაწილში აღნიშნული მთავრობის ნორმატიული აქტით
განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
6. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და
უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება, ამ მუხლის მე - 8 ნაწილში აღნიშნული
ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის
შესასვლელი არხის გამოყენების საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასეთ შემთხვევაში
სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და
მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე.
7. ამ მუხლის მე - 6 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, სააგენტო
ახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით, ამასთან, სააგენტოს არ აქვს
უფლება აღნიშნული ფუნქციის განხორციელება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან მის
ურთიერთდამოკიდებულ პირს.
8. საქართველოს მთავრობა, ნორმატიული აქტის საფუძველზე განსაზღვრავს ნავსადგურის
შესასვლელი არხით სარგებლობის წესს.“
7. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 76.
1. სანავსადგურე ერთეული ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავსადგურე ერთეულში
მომსახურების დადგენილ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის
მიზნით პასუხისმგებელია:
ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობებისთვის;
ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულობაზე;
გ) სანავსადგურე ერთეულის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და
ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობაზე;
დ) სანავსადგურე
გამართულობაზე;
ერთეულის
საკუთრებაში
არსებული
სანავიგაციო
ნიშნების
ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე;
ვ) ნავსადგურის წესების დაცვაზე;
ზ) სანავსადგურე ერთეულის აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და
გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებაზე;
თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებაზე;
ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის
მავნე სხვა ნივთიერებების მიღებასა და უტილიზაციაზე;
კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის შესაბამისი
პირველადი დახმარების აღმოჩენაზე;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველოსაკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებაზე ზღვაზე საძიებო-სამაშველო
ოპერაციების და ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის
დროს.
2. სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტების შესაბამისად.“
8. 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანავსადგურე ერთეული ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად,
რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. სანავსადგურე ერთეული თავისი კომპეტენციის
ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.
2. სანავსადგურე ერთეულის ფარგლებში ნავსადგურის ოპერატორი პასუხისმგებელია
ტვირთზე მისი მიღების მომენტიდან მიმღებისათვის, სხვა უფლებამოსილი პირის ან
გადამზიდველისათვის გადაცემამდე.“
9. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანავსადგურე ერთეულში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და
სატრანსპორტო - საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო
სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული
მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებულია არიან საქმიანობის განხორციელების
დაწყებამდე წარუდგინონ სააგენტოს სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია.”
10. 80-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 80.
1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებაზე
პასუხისმგებელია სანავსადგურე ერთეული.
2. სანავსადგურე ერთეული უსაფრთხო ნაოსნობისა და სანავსადგურე ერთეულში
წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ
განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის
შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული სანავსადგურე ერთეულის
პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის
შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
გ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში
მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე
ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების
ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების
მიზნით სანავსადგურე ერთეულში ყველა რესურსის მობილიზება;
დ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შენახვისა და
სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება.
3. სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების
შესრულებისას ვალდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების,
ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო
შემთხვევებისათვის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.“
11. 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანავსადგურე ერთეულში მდგომი ყოველი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს
საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის)
კაპიტანი და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან,
სააგენტოს დავალების შესაბამისად, სანავსადგურე ერთეულს მოთხოვნისთანავე გადასცენ
მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში
ჩავარდნილი ადამიანების ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების
სალიკვიდაციოდ.
2. სააგენტოს და სანავსადგურე ერთეულის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად
დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისათვის.“
12. 861 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს
განათლება გემთწამყვანის სპეციალობით და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის
კაპიტნის წოდება.“
ბ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სანავსადგურე ერთეულს მისცეს მითითებები
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;“
ნაოსნობის
უსაფრთხოების
13. 87-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისათვის
უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულსა და მის აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის
ფუნქციონირება.
3. საზღვაო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სალოცმანო
სამსახური შეიქმნას სანავსადგურე ერთეულის/სანავსადგურე ერთეულის თანამშრომლის
მიერ ან იყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული პირი.
4. სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს ყველა სანავსადგურე
ერთეული ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო
ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების თაობაზე. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს
დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ
გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე
დგომის შესახებ.“
14. 87-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ სალოცმანო სამსახურის ან/და სანავსადგურე ერთეულის ბრალით, მათ შორის
ხელშეკრულების
არარსებობის
გამო
ან
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო
გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს,
დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული
ლოცმანი
სავალდებულო
სალოცმანო
მომსახურების
განხორციელების
უზრუნველსაყოფად, რომლის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო.“
15. 106-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების
სამუშაოების წარმოების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა
ასევე უნდა შეთანხმდეს სანავსადგურე ერთეულთან. სანავსადგურე ერთეულმა ხელი
უნდა შეუწყოს ამ გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით
შესრულებას.“
ბ) მე-5, მე-6 დან მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის
მიერ ამოღებისას, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობის
შემთხვევაში, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ
საქმიანობას ან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ჩაძირული
ქონება სახელმწიფო საკუთრებაშია თუ არა, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია
სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონება. ამასთანავე,
სანავსადგურე ერთეულს უფლება აქვს, გაწეული ხარჯის ანაზღაურება ამოღებული
ქონების რეალიზაციის შედეგად მოახდინოს.
6. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო
ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით
ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ სანავსადგურე
ერთეული საკუთარი ხარჯით.
7. სანავსადგურე ერთეულის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში
ჩაძირული ქონების ამოღებისას, თუ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს მისი
ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, სანავსადგურე ერთეული
ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით
გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სანავსადგურე ერთეული
ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და
შესაბამისი დოკუმენტაცია.“
16. 108-110 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 108.
1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უფლებამოსილია ამოიღოს
ჩაძირული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში ან გამოითხოვოს ამოღებული ქონება
მისი ჩაძირვიდან იმავე ვადაში. ამასთანავე, იგი ვალდებულია სააგენტოს ან სანავსადგურე
ერთეულს აუნაზღაუროს ქონების ზღვაში ჩაძირვის შედეგად მიყენებული ზიანი და მისი
ამოღების ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი
ქონება სახელმწიფო საკუთრება ხდება.
3. თუ სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ ამოღებული ქონების რეალიზაცია იმის გამო
განახორციელა, რომ მისი შენახვა შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი არ იყო, ზღვაში
ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს უბრუნდება ქონების რეალიზაციის
შედეგად მიღებული თანხა, იმ ხარჯებისა და ზიანის თანხის გამოკლებით, რომლებიც
საზღვაო ნავსადგურმა ან სააგენტომ გასწია/რომელიც სანავსადგურე ერთეულს ან
სააგენტოს მიადგა ქონების ამოღების, შენახვისა და რეალიზაციის დროს.
4. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა ქონების მფლობელს
ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოსთვის ან/და სანავსადგურე
ერთეულისთვის დამდგარი ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მუხლი 109.
თუ ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება
გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და
მესაკუთრეს ქონება დადგენილ ვადაში არ ამოაქვს, სანავსადგურე ერთეული
ვალდებულია სააგენტოს მითითებით დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება, ხოლო
აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვაგვარად
მოსაცილებლად.
მუხლი 110.
სააგენტოს უფლება აქვს, სანავსადგურე ერთეულის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის
გარეშე აუკრძალოს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს ქონების
ამოღება მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე
ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება
ან/და მათი წარმოების ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს
დაბინძურება. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ზღვაში ჩაძირული ქონება მისი
მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით ამოიღოს ან ქონების მფლობელს ან/და
მესაკუთრეს სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიის გამოყენება მოსთხოვოს.“
17. 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას
ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების
ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ამ კოდექსის შესაბამისად სააგენტო
ან სანავსადგურე ერთეული ახორციელებს.“
18. 131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131.
„დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა
(სტალიური დრო), განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ასეთი შეთანხმების
უქონლობისას კი – დატვირთვისა და გადმოტვირთვის სანავსადგურე ერთეულში
მიღებული ნორმებით.“
19. 132-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა
და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე
დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტველის ან გამგზავნისათვის გადასახდელი
ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამის სანავსადგურე ერთეულში ჩვეულებრივ
მიღებული ვადისა და განაკვეთების შესაბამისად.“
20. 168-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6) სანავსადგურე ერთეულში შესვლისას ან აღნიშნული სანავსადგურე ერთეულიდან
გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო
დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა.“
21. 299-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 299
გემის მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ
დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურება გამოიწვია:
ა) თავისი ხასიათით განსაკუთრებულმა, გადაულახავმა და გარდაუვალმა სტიქიურმა
მოვლენამ;
ბ) სამხედრო მოქმედებამ, მტრულმა ქმედებამ ან სახალხო მღელვარებამ;
გ) მესამე პირმა, რომელიც მოქმედებდა ან უმოქმედოდ იყო ზიანის განზრახ მიყენების
მიზნით;
დ) მაშუქ ან სხვა სანავიგაციო საშუალებათა გაუმართაობამ, რაც გამოიწვია ამ
საშუალებების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა დაუდევრობამ ან
სხვა გაუმართლებელმა მოქმედებამ;
ე) სანავსადგურე ერთეულის მიერ ფეკალური წყლების, ნაგვისა და გარემოსათვის მავნე
სხვა ნივთიერებათა მიუღებლობის შემთხვევაში ამ ნივთიერებათა ავარიულმა გადაყრამ
წყალში.“
22. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 320.
ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში
შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. საქართველოს
ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში ბირთვული გემის კონტროლს
ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.“
23. 350-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სანავსადგურე ერთეულში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა
უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ
მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დააკმაყოფილებენ მათ.“
24. 357-ე და 358-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 357.
საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება აღრიცხვის მიზნით რეგისტრაციისთვის უნდა
წარედგინოს:
ა) საქართველოს სანავსადგურე ერთეულში – სააგენტოს ნოტარიულად დამოწმებული
წესით;
ბ) უცხო ქვეყნის ნავსადგურში – საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს ან
ადგილობრივ კომპეტენტურ პირს ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 358.
სანავსადგურე ერთეულში განცხადება საზღვაო პროტესტის შესახებ კეთდება
სანავსადგურე ერთეულში შესვლის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. თუ საზღვაო
პროტესტის განცხადების აუცილებლობის გამომწვევი შემთხვევა სანავსადგურე
ერთეულში მოხდა, პროტესტის განცხადება უნდა გაკეთდეს შემთხვევიდან 24 საათის
განმავლობაში.“
25. 360-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 360.
საზღვაო პროტესტის განცხადებაში მოყვანილ გარემოებათა დასამტკიცებლად გემის
კაპიტანი ვალდებულია სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან არა
უგვიანეს შვიდი დღისა ან შემთხვევის მომენტიდან, თუ მას ადგილი ჰქონდა
სანავსადგურე ერთეულში, განცხადებასთან ერთად ნოტარიუსს ან სხვა თანამდებობის
პირს განსახილველად წარუდგინოს გემის ჟურნალი და გემის კაპიტნის მიერ
დამოწმებული ამონაწერი ამ ჟურნალიდან.“
26. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი საქართველოს საზღვაო კოდექსში
გამოყენებული საზღვაო ტერმინების:
ა) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და
სანავსადგურე ერთეულს შორის ანგარიშსწორება.“
ბ) 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული,
უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის
ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, გემი, ქონება, რომელიც გემით ან
მისი მეშვეობით გადაიზიდებოდა, და სხვა. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის
ქონება, რომელიც საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და
სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას
შემთხვევით ჩაიძირა სანავსადგურე ერთეულის აკვატორიაში.
მუხლი 2. ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცება.
მუხლი 3. ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღება.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ 70-ე მუხლის შესაბამისად,
საზღვაო ნავსადგური შედგება საზღვაო აკვატორიისაგან, მისთვის განსაზღვრული
ტერიტორიისაგან და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან. საზღვაო ნავსადგურს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
აქვს
ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა. დღესდღეობით შავ ზღვაზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი
ნავსადგურებია; ბათუმის, ფოთის, სუფსის და ყულევის. საქართველო საზღვაო ქვეყანაა და
აღნიშნული უდიდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს მას.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველოს ნავსადგურების
ფუნქციების გაზრდა და მათი გადაქცევა ლოგისტიკურ ცენტრებად, უმნიშვნელოვანესია
საქართველოს
ეკონომიკური
განვითარებისთვის
და
კონკურენტუნარიანობის
ამაღლებისთვის, ტრანზიტული ტვირთების მომსახურების მიმართულებით. ამასთან
აღასანიშნია, რომ საქართველოს ნავსადგურები აქტიურ როლს ასრულებენ საქართველოს
საზღვაო გადაზიდვებში და საზღვაო სავაჭრო კავშირების განვითარებაში მსოფლიოს
ქვეყნებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ერთ ნავსადგურში შესაძლოა
არსებობდეს/ფუნქციონირებდეს
რამდენიმე
ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი
სანავსადგურე ერთეული.
სანავსადგურე ერთეულებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ხელშესაწყობად,
აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს ობიექტური, დაბალანსებული და
გამჭვირვალე მიდგომა კერძო საკუთრებაში არსებულ სანავსადგურე ერთეულებთან
მიმართებაში. აღნიშნული მიზანი ემსახურება ერთის მხრივ ზემოხსენებულის
უზრუნველყოფას, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ნავსადგურების
გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ცნობილია ნავსადგური
საჯარო ობიექტია და მისი გამოყენების ინტერესი შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერ
დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს
ფუნქციაცაა და მას ამაში, ლეგიტიმური ინტერესიც გააჩნია.
ნავსადგურის შესასვლელი არხი განაპირობებს მის ღიაობას. ამ მიმართულებით დღემდე
არ არსებობს საკანონმდებლო რეგულირება, ამდენად მნიშვნელოვანია შესასვლელი არხის
მოვლა პატრონობის საკითხი დარეგულირებულ იქნას საკანონმდებლო დონეზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია რიგი საკითხების სამართლებრივი
მოწესრიგება, რათა არ შეეშალოს ხელი საზღვაო ტრანსპორტის დარგის სწორ, ეფექტიან და
სწრაფ განვითარებას, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კოდექსის მე-15 მუხლის ცვლილების მიზანია, განსაზღვროს „სანავსადგურე ერთეულის“
განმარტება. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ნავსადგურები იძლევა საშუალებას,
ერთ საზღვაო ნავსადგურში არსებობდეს ერთი ან ორი სანავსადგურე ერთეული.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კანონპროექტის
შესაბამისად
განისაზღვრება
სანავსადგურე ერთეული, რომელიც არის საქართველოს ნავსადგურების ტერიტორიაზე
მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი
ფორმით შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი,
რომელსაც გააჩნია
ჰიდროტექნიკური
ნაგებობები,
სატვირთო
ოპერაციებისთვის
განკუთვნილი
ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება შესაბამისი
სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორიას. ორ ან მეტ სანავსადგურე ერთეულს, შესაძლოა
გამოყოფილი ჰქონდეს საერთო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. სანავსადგურე
ერთეული მოქმედებს ყველა იმ უფლებითა და ვალდებულებით, რომელიც ამ კოდექსის
შესაბამისად განსაზღვრულია საზღვაო ნავსადგურისთვის. სანავსადგურე ერთეულს ჰყავს
თავისი ადმინისტრაცია, სანავსადგურე ობიექტის მმართველი ორგანო, რომელიც
უფლებამოსილებებს ახორციელებს თავისი მმართველობის ქვეშ მყოფი ობიექტის
ფარგლებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი
ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც განსაზღვრავს, საზღვაო ნავსადგური არის
საჯარო ინფრასტრუქტურა, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული გეოგრაფიული
მდეობარეობა, რომელიც შედგება საზღვაო აკვატორიისაგან, მისთვის განსაზღვრული
ტერიტორიისაგან და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან. საზღვაო ნავსადგურის
ფარგლებში კი შესაძლოა მდებარეობდეს ერთი ან მეტი სანავსადგურე ერთეული.
საზღვაო კოდექსში დამკვიდრდა ორი ტერმინი, ერთი „საზღვაო ნავსადგური“, რომელიც
წარმოადგენს გეოგრაფიულ ობიექტს და „სანავსადგურე ერთეული“, რომელიც
გულისხმობს, საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოქმედ დამოუკიდებელ
სანავსადგურე ობიექტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზღვაო კოდექსის მთლიან
ტექსში, „საზღვაო ნავსადგური“ შეიცვალა „სანავსადგურე ერთეულით“, თუ აღნიშნული
თავისი შინაარსით არეგულირებს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის ფუნქციებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შეეხება კოდექსის მე-9, მე-11,
მე-15 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 70-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე, 80-ე, 83-ე, 861, 87-ე, 106110-ე, 131-ე, 132-ე, 168-ე, 299-ე, 320-ე, 350-ე, 357-358 -ე, 360-ე და საზღვაო კოდექსის
დანართის 28-ე და 39-ე პუნქტები.
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
ნავსადგურის
სახელმწიფო
ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ადგენს ნავსადგურის შესასვლელი არხის
ფაქტობრივ სიგანეს, აგრეთვე შესასვლელი არხის და ნავმისადგომის/ფარვატერის
ფაქტობრივ სიღრმეს. კონკრეტული ნავსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია
ყოველკვარტალურად ან ყოველი შტორმის შემდეგ ჩაატაროს შემოსასვლელი არხის
სიღრმეების აზომვითი სამუშაოები. რათა დადგინდეს ნავმისადგომებსა და შესასვლელ
არხში ნაოსნობისათვის უსაფრთხო წყლის დერეფნის სიფართისა და დაშვებული
წყალშიგის (სამუშაო სიღრმის) გამოცხადება.
უნდა აღინიშნოს, რომ ნავსადგურის შესასვლელი არხი არ წარმოადგენს რომელიმე
კონკრეტული ნავსადგურის საკუთრებას. შესასვლელი არხი მდებარეობს საზღვაო
აკვატორიაში და ის არის სახელმწიფო საკუთრება. როგორც ზემოთ აღინიშნა
საქართველოს ნავსადგურებში რამდენიმე სანავსადგურე ერთეულების გაჩენის
შემთხვევაში, არის საშიშროება ნავსადგურების მიერ გამოყენებულ იქნას დომინანტური
მდგომარეობა და საკითხის დარეგულირება მოხდეს ერთპიროვნულად. ვინაიდან, არ
არსებობს საკანონმდებლო რეგულირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
მნიშვნელოვანია შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის საკითხი დარეგულირებულ
იქნას საკანონმდებლო დონეზე.
აღსანიშნია, რომ საზღვაო უსაფრთხოება სწორედ სახელმწიფოს ექსკლუზიური
უფლებამოსილებაა, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესის მონაწილედ
გვევლინებიან კერძო კომპანიები, ამ შემთხვევაში ნავსადგურები, რომლებიც ხშირ
შემთხვევაში ორიენტირებულნი არიან ფინანსური მოგების მიღებაზე. იმ შემთხვევაში
როდესაც, სახელმწიფო ახორციელებს ასეთი მნიშვნელოვანი სფეროს განკერძოებას და
უფლებამოსილების კერძო კომპანიებისათვის დათმობას, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს
გააჩნდეს შესაბამისი რეგულირების ეფექტური მექანიზმები.
შესაბამისად, პირველ რიგში, კანონპროექტის მიხედვით, ჩნდება საფუძველი
საქართველოს ნავსადგურების შესასვლელი არხით სარგებლობის წესის საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით მისაღებად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით განხორციელდება საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის მისაღებად და მოწესრიგდება
საქართველოს ნავსადგურებში ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავებისა და მოვლაპატრონობის საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია, განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლებამოვალეობები ნავსადგურის შესასვლელ არხთან მიმართებაში და
სააგენტოს
უფლებამოსილება. აგრეთვე, განისაზღვრება სანავსადგურე ერთეულის განმარტება და
მათი უფლებამოსილება.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება
საქართველოს
ნავსადგურებში
უსაფრთხო
ნაოსნობის
უზრუნველსაყოფად,
ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლაპატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე. ნავსადგურში ერთზე მეტი
სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ არხზე სანავსადგურე
ერთეულებს ექნებათ თანაბარი უფლება და წვდომა. ასევე, დადგინდება ვალდებულებები
სანავსადგურე ერთეულების მიმართ, კერძოდ, არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ აქვს
უფლება მეორე სანავსადგურე ერთეულში შემსვლელ და გამსვლელ გემებს, დაუწესოს
შემოსასვლელი არხით სარგებლობის საზღვაური ან რაიმე სხვა სანავსადგურე საზღაური.
საერთო შესასვლელ არხში / შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების
შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.საერთო
შესასვლელი არხის / შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი
სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ
სანავსადგურე ერთეულში, საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური
მაჩვენებლის პროპორციულად. ხარჯის განაწილების გამოთვლისას მხედველობაში არ
მიიღება სამხედრო და სახელმწიფო ან სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები,
არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის ნავსადგურის ფლოტი
და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი გემები.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ საქართველოს
ნავსადგურში ორი ან მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში,
სანავსადგურე ერთეულები შესასვლელი არხის დარღმავებასა და მოვლა-პატრონობას
ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,
განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს არხის სიღრმეების
შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხის გამოყენების საფასური
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
შესაბამისი ნორმატიული აქტით. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე
ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე
გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო თავის უფლებამოსიელებას
ახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით, ამასთან, სააგენტოს არ აქვს
უფლება აღნიშნული ფუნქციის განხორციელება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან მის
ურთიერთდამოკიდებულ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კოდექსს ემატება 741 მუხლი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ.
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონის საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის
უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გამოწვეულია რეგიონში შექმნილი
ახალი რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მიმართვიანობა
საქართველოს
სატრანზიტო
დერეფნის
გავლით
სატვირთო
გადაზიდვების
განხორციელებაზე, რაც საჭიროებს სათანადო მზაობას საქართველოში არსებული
სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, მათ შორის სანავსადგურე სექტორის
მხრიდან. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავსადგურებში შეუფერხებლად
და უსაფრთხოდ ხორციელდებოდეს ყველა შესაბამისი მომსახურება, რომელიც
დაკავშირებულია გემების შესვლა-გასვლის, მათი დატვირთვა-გადმოტვირთვის და
ტვირთის დამუშავების უზრუნველყოფასთან. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი
პროექტი დაკავშირებულია ნავსადგურის შესასვლელი არხის ეფექტური გამოყენების
უზრუნველყოფასთან, აუცილებელია მისი დაჩქარებული წესით მიღება, რათა არ
შეფერხდეს სატრანსპორტო გადაზიდვის ოპერაციები დღეს არსებული გაზრდილი
მოთხოვნისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ამასთან, საზღვაო ნავსადგურის
უსაფრთხოებისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია
დროულად მოხდეს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობისა და მისი
გამოყენების საკითხების მოწესრიგება საკანონმდებლო დონეზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
სანავსადგურე ერთეულები შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო
ნაწილის დარღმავებას და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ სანავსადგურე ერთეულ(ებ)ის
მიზეზით, არ ხდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და
შეუძლებელია
ნავსადგურის შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებზე შეთანხმება,
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს არხის დაღრმავების სამუშაოებს და
არხის სიღრმეების შენარჩუნებას. აღნიშნულ შემთხვევაში, დაღრმავების სამუშაოების
წარმოებას სააგენტო უზრუნველყოფს საკუთარი ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმ
შემთხვევაში თუ
სანავსადგურე ერთეულ(ებ)ის მიზეზით, არ ხდება შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმება, როგორც უკვე აღინიშნა, სააგენტო იქნება უფლებამოსილი
განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები.
რა შემთხვევაშიც, ჩნდება
შესაძლებლობა, სააგენტომ მიიღოს არხის გამოყენების საფასური. კერძოდ, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების,
ვადების, საფასურის განაკვეთის, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის
დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით განისაზღვრება
არხის მომსახურების საფასური. შესაბამისად, თუ სააგენტოს მიერ მოხდება არხის
დაღრმავება, არხის გამოყენების საფასურს სააგენტო მიიღებს საკუთარ ბიუჯეტში. რაც
შეეხება არხის მომსახურების საფასურის განსაზღვრას, დაღრმავების მომსახურების
საშუალო ტარიფი დადგინდება, საერთაშორისო ბაზარზე ზღვის ფსკერის დაღრმავების
მომსახურების საფასურების გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2021 წლის 01 იანვრის განხორციელებული
ცვლილებებით, კერძოდ კი 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,
ეკონომიკურ
საქმიანობად
არ
განიხილება
სახელმწიფო
ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო
ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას),
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი,
საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა იმ საქმიანობებისა, რომელიც ჩამოთვლილია ამავე
ქვეპუნქტში.
შესაბამისად, სსიპ „საზღვაო ტრასპორტის სააგენტო“ ანაზღაურების სანაცვლოდ
(დადგენილია საფასური) ახორციელებს მომსახურების გაწევას, როგორც სახელმწიფო
ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას),
ეს საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკური საქმიანობად და, შესაბამისად, დღგ-ით
დასაბეგრ ოპერაციად. აქედან გამომდინარე სააგეტოს შემოსავლებს აღრიცხავს დღგ-ს
გადასახადის ჩათვლით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
იმ შემთხვევაში თუ სანავსადგურე ერთეულ(ებ)ის ბრალით, არ ხდება შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმება და
შეუძლებელია ნავსადგურის შესასვლელი არხის
ადმინისტრირების საერთო პირობებზე შეთანხმება, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
უფლებამოსილი იქნება განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და
უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება, რაც მოახდენს გავლენას სააგენტოს
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ხოლო ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი
ნორმატიული აქტით განსაზღვრული არხის გამოყენების საფასურის საფუძველზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები სანავსადგურე
ერთეულებისთვის.
კანონპროექტის
შესაბამისად,
სანავსადგურე
ერთეულები
პასუხისმგებელნი არიან შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე და
ვალდებულნი არიან შესასვლელი არხის დარღმავება და მოვლა-პატრონობა
განახორციელონ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იმ
შემთხვევაში, თუ სანავსადგურე ერთეულები, ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულების
პირობებზე, მათ არ ექნებათ უფლება მიიღონ არხის გამოყენების საფასური. ვინაიდან,
როგორც უკვე აღინიშნა, ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ახდენს არხის დაღრმავების
სამუშაოებს და შესაბამისად, არხის მომსახურების საფასურსაც მიიღებს სააგენტო.
ყოველივე ზემოაღნიშნული, გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულებზე ფინანსურ
შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
სააგენტოს მიერ არხის დაღრმავების შემთხვევაში, არხის მომსახურების საფასური,
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანების შესაბამისად. როგორც უკვე აღინიშნა, არხის დაღრმავების მომსახურების
საფასური დადგინდება, საერთაშორისო ბაზარზე ზღვის ფსკერის დაღრმავების
მომსახურების საფასურების გათვალისწინებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებით აღებულვალ დებულებებს.
საქართველოს
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი,გოჩა
ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი,
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი,გოჩა
ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი,