„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
პროექტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის წ2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წ2“) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო
პროგრამის
ფარგლებში
ან
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის
შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ
განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;
2. 472 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამას.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ
პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან
შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა
შესაბამისი სერტიფიკატი. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა
მოიცავს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამას დიპლომსა და დიპლომის დანართში ასევე მიეთითება ზოგადი
განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლება “.
3. 8912 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში
ცვლილებები განახორციელოს კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მასწავლებლის მომზადება ხდება ორი სახის უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი
პროგრამით და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
პროგრამით.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მასწავლებლის მომზადების
პროგრამა წარმოადგენს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან
დამოუკიდებელ, შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩოთი გათვალისწინებული ბაკალავრიატის საფეხურის სწავლის შედეგებს.
აღნიშნული
პროგრამის
დასრულების
შემდგომ
გაიცემა
მასწავლებლის
მომზადების
სერტიფიკატი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს
არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ამასთან,
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება
არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
რაც
შეეხება
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამას, იგი არის შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით
შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, (რომელითაც მზადდება დაწყებითი
საფეხურის მასწავლებელი) რომელიც მოიცავს - საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს,
მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო
პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება
ეროვნული
კვალიფიკაციების
ჩარჩოს
მაგისტრატურის
საფეხურის
სწავლის
შედეგებს.
მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის
განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. ამასთან, მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ
300 კრედიტს.
მასწავლებლის
მასწავლებელთა
პროფესიაში
ნაკლებობის
შემსვლელთა
მცირე
გათვალისწინებით,
რაოდენობისა
და
მიზანშეწონილია
რიგ
სფეროებში
შემოღებულ
იქნეს
დამატებითი ინსტრუმენტი, რათა შესაძლებელი იყოს ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში
მასწავლებლების
მომზადება.
აღნიშნული
მიდგომის
მთავარი
დადებითი
მხარეა
მასწავლებლების მომზადება უფრო მცირე დროში, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. ასევე, საგნის
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ეზრდება დასაქმების არეალი. თუ პირი გადაწყვეტს
მასწავლებლობას, მას აღარ მოუწევს დამატებითი პროგრამის გავლა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მასწავლებლის მომზადება და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული
საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონით და შესაბამისი ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ
საკანონმდებლო აქტში. მითითებული ცვლილების საფუძველზე, შემდგომში ცვლილება შევა
მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალი
თანამედროვე საჭიროებებს მორგებული ეფექტური ინსტრუმენტის ამოქმედებას. შესაძლებელი
იქნება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში. გარდა ამისა,
შესაბამისი საგნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს გაეზრდება მოტივაცია დასაქმების
კუთხით, რის შედეგადაც გაიზრდება მასწავლებლის პროფესიაში შემსვლელთა წრე.
აღსანიშნავია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ასევე უზრუნველყოფს
სახვადასხვა
საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას (მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ა.შ).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტით
ახლებურად
ყალიბდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ცნება. მე-2 მუხლის ,,წ2“
ქვეპუნქტით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამა არის
ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში
შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის
შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ
განზოგადებულ სწავლის შედეგებს.
ანალოგიური შინაარსის ცვლილება შედის 472 მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამას.
472 მუხლის მეორე პუნქტით დგინდება, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო
პროფესიული განათლების მქონე პირს.
472 მუხლის მე-5 პუნქტით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დიპლომსა და დიპლომის დანართში ასევე
მიეთითება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლება “.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი,
მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის
დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ან დაფინანსების სხვა წყაროებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებით არ შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხები,
ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლით დღგ-სგან გათავისუფლებულია
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან
უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილება დადებით გავლენას მოახდენს მასწავლებლობის მსურველ პირებზე,
ვინაიდან, თუ პირი გაივლის საბაკალავრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია 60
კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა ის აღარ გადაიხდის აღნიშნული პროგრამის
გავლისათვის დადგენილ საფასურს. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება პროგრამის
გავლის მსურველთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას
შეუმცირდება შემოსავალი, რომელიც მას უნდა მიეღო 60 კრედიტიანი პროგრამის
განხორციელებისას. ხოლო ინტეგრირებული საბაკალავრო პროგრამის გავლის მსურველთა
ზრდა შესაბამისად გაზრდის სასწავლებლის შემოსავალს. ცვლილება გავლენას მოახდენს იმ
აკადემიურ პერსონალზე, რომელიც ასწავლიდა 60 კრედიტიანი პროგრამის გავლისას.
აღნიშნული გავლენები ვრცელდება როგორც საჯარო ისე კერძო სამართლის იურიდიულ
პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
ამასთან, არ არსებობს ისეთი ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, მაია
მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ხათუნა კვიციანი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი.