საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-3800/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თემატური მოკვლევის -„კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის
განახლებული სტრატეგია მისი ეკონომიკური შედეგები“ დასკვნას.
დანართი: 32 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური
მოკვლევის დასკვნა
კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის
სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი
ეკონომიკური შედეგები
2022
1
ანგარიში შექმნილია USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. მის
შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს USAID -ის ეკონომიკური
უსაფრთხოების პროგრამის შეხედულებებს.
2
შინაარსი
წინასიტყვაობა ................................................................................................................................................... 5
თემატური მოკვლევის მიზანი და კითხვები ............................................................................................... 6
ტექნიკური დავალების ძირითადი მიმართლებები ................................................................................... 9
კომიტეტში მოსაზრებების წარმომდგენი ორგანიზაციები/პირები ......................................................... 9
განაცხადების მიმოხილვა და რეკომენდებული კითხვები მოსაზრებების ავტორთათვის ................. 10
ეკონომიკურ კომიტეტში მოწვეული (რეკომენდებული) ორგანიზაციები/პირები ............................. 20
რეკომენდაციები ............................................................................................................................................. 21
დანართი ........................................................................................................................................................... 22
3
თემატური მოკვლევა: კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის
სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები:
1. დავით სონღულაშვილი - პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის
თავმჯდომარე,
თემატური
მოკვლევის
ჯგუფის
მთავარი
მომხსენებელი.
2. გოჩა ენუქიძე - პარლამენტის წევრი;
3. ბეჟან წაქაძე - პარლამენტის წევრი;
4. ხათუნა სამნიძე - პარლამენტის წევრი;
5. ლევან მგალობლიშვილი - პარლამენტის წევრი;
6. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი;
7. ირაკლი ზარქუა - პარლამენტის წევრი;
8. გელა სამხარაული - პარლამენტის წევრი.
სამუშაო ჯგუფს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს:
თამარ ჭელიძე - კონსულტანტი
4
წინასიტყვაობა
ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის ფონზე, კავკასიის რეგიონმა თავისი კულტურული და
ბუნებრივი მრავალფეროვნების საფუძველზე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და
განვითარების დიდი პოტენციალი აჩვენა, ეს პოტენციალი შეიქმნა ხელშესახები ეკონომიკური
შედეგებით. 2018 წელს საქართველო იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურიზმის
ხუთეულში და განიცადა საერთაშორისო ვიზიტორების 27.9% -ით ზრდა. რუსული ფრენების
ემბარგოს და ირანული მოგზაურობისა და ინვესტორების შეზღუდვების მიუხედავად, 2019 წელს
საქართველომ ხუთ მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიღო, რაც წლიური ვიზიტების
ზრდის ტემპით 7.3% -ს შეადგენს, მაშინ როდესაც გლობალური ტურიზმის საშუალო ზრდის ტემპი
დაახლოებით 4%-ია (https://gnta.ge/statistics/).
2019 წელს ტურიზმიდან საქართველოს მშპ-ს წილი 8.1% იყო. ქვეყანა მიყვებოდა 2015 წელს
შემუშავებულ “ტურიზმის სტრატეგია 2025-ს”. ეს სტრატეგია მიზნად ისახავდა საერთაშორისო
ვიზიტორების 100% -ით გაზრდას და საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლების 200% -ით ზრდას
შემდეგი 10 წლის განმავლობაში. იგი ასევე ვარაუდობდა, რომ ვიზიტორები 56% –ით მეტს
დახარჯავდნენ თითო ვიზიტზე და 23% –ით მეტხანს დარჩებოდნენ იმავე პერიოდში. ტურიზმი
იმედისმომცემი იყო, რადგან ინდუსტრიაში ნავარაუდები იყო სამუშაო ადგილების 87% –ით
გაზრდა და ტურიზმის ინვესტიციებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება.
საქართველოს შეუძლია დამსვენებლებს შესთავაზოს უნიკალური და ავთენტური კულტურული
და ბუნებრივი მემკვიდრეობა და გამოცდილების ფართო სპექტრი მრავალ რეგიონში.
საქართველოს რეგიონების უმეტესობას არაერთი ტურისტული დანიშნულება აქვს და სათანადო
განვითარების
შემთხვევაში,
ტურიზმის
შემოსავლების
მნიშვნელოვანი
ზრდა
არის
მოსალოდნელი.
თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემია დამანგრეველი აღმოჩნდა ტურიზმისთვის მთელ მსოფლიოში, მათ
შორის საქართველოში და მოახდინა თითქმის სრული ინდუსტრიის პარალიზება.
5
თემატური მოკვლევის მიზანი და კითხვები
თემატური მოკვლევის პროცესის მიზანია, კოვიდ პანდემიის შემდგომ, ტურიზმის აღდგენის
გეგმის მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს სექტორს წარმატებით იფუნქციონიროს.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია საზოგადოების მოსაზრებების და რეკომენდაციების
შეგროვება ზემოთ აღნიშნულ თემებზე. ჯგუფის მიერ კორონავირუსის გავლენის გაანალიზება და
ინდუსტრიის სწრაფად და ეფექტურად აღსადგენად რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი
სახელმწიფო უწყებებისათვის.
კომიტეტმა მოიწვია დაინტერესებული მხარეები (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირები),
წერილობითი ფორმით დასაბუთებული/არგუმენტირებული მოსაზრებების წარსადგენად თემაზე
- პოსტ-კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი
ეკონომიკური შედეგები.
მათ მიერ დასაბუთებული მოსაზრება უნდა ესადაგებოდეს ტექნიკური დავალების მიზნებს
და პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას:
1. კოვიდ-სტრატეგია
რა უნდა იყოს Covid-19 რეაგირების დაუყოვნებელი მოქმედებები? ჩამოთვლილი
პუნქტებიდან შესაძლოა განვრცობა:
-
ტურიზმისა და მოგზაურობის მიმართ ნდობის განმტკიცება (მკაფიოდ
განსაზღვრული რეკომენდაციები, წესები, უსაფრთხოების ზომები და ა.შ);
-
ახალი ბაზრების ათვისება;
-
მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, მდგრადობის საკითხის
მიმართ შემეცნების გააქტიურება.
2. კულტურული მემკვიდრეობა
2.1 რა არის მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ტურისტებს ქვეყანაში იზიდავს? რა იქნება
თქვენი შემოთავაზება (3 ნაბიჯი) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა
და მდგრადი განვითარებისათვის?
6
2.2 რომელი საქმიანობა იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვისა და
კულტურის მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის?
2.3 გამოიყენებდით თუ არა გამტარუნარიანობასთან დაკავშირებულ კვლევის მეთოდს, როგორც
მდგრადი დაგეგმვის ვარიანტს? გთხოვთ, ჩამოთვალოთ კვლევის დადებითი მხარეები.
3. პროდუქტის განვითარება
3.1 რა არის ძირითადი ბარიერები მდგრადი ტურიზმის განსავითარებლად?
3.2 არსებობს თუ არა სისუსტეები ტურისტულ შეთავაზებაში? როგორ შეიძლება მათი მოგვარება?
3.3 მდგრადი ტურიზმის განვითარების სხვა ბარიერები და მათი მოგვარების გზები
4. ვიზიტორების სერვისები
4.1 რა ღონისძიებების გატარებას თვლით მნიშვნელოვნად შეთავაზების გასაუმჯობესებლად და
მაღალმხარჯველუნარიანი რაოდენობის გასაზრდელად?
4.2
როგორ
შეიძლება
საქართველო
გახდეს მიმზიდველი მაღალმხარჯველუნარიანი
ტურიზმის სეგმენტებისათვის?
4.3 რა ხარვეზებია და როგორ შეიძლება უკეთესად მოემზადოს საქართველო, რომ
დააკმაყოფილოს ტურიზმის ზრდადი მოთხოვნა?
4.4 გთხოვთ ჩამოთვალეთ ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნების და ხარისხის
ამაღლების შესაძლებლობები
5. მარკეტინგი
5.1 არის თუ არა ქვეყანის ტურისტული პროდუქტი საკმარისად რეკლამირებული პოსტ პანდემიური
მოცემულობისთვის?
5.2 თქვენი აზრით, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე რეკლამის გააქტიურება გამოიწვევს
თუ არა სამიზნე ბაზრებიდან ტურისტთა რაოდენობის ზრდას?
5.3 სარეკლამო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული მოსაზრებები - ეფექტური
7
მარკეტინგული
ღონისძიებები
ან
ტურიზმის
განვითარების
ხელშეწყობის
სხვა
ინსტრუმენტები
5.4 როგორ შეუძლია მთავრობას / დონორებს / საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ
ტურიზმის პოპულარიზაციას?
6. სტატისტიკა
6.1 როგორ შეიძლება მთავრობამ უკეთესი სტატისტიკური მონაცემები მიიღოს ტურიზმის
განვითარების ხელშესაწყობად?
6.2 რომელი
სტატისტიკური
მონაცემებია
მნიშვნელოვანი ტურიზმის
ხარისხის
გასაუმჯობესების მიმართულებით?
6.3 აფერხებს თუ არა არაზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობა პროცესს?
6.4 რა ზომები უნდა იქნას მიღებული სტატისტიკური მონაცემების დროულად მისაღებად?
რომელი სტატისტიკური მონაცემები გესაჭიროებათ ოპტიმალურად მოკლე ვადებში?
7. ბიზნეს გარემო და კერძო ინვესტიციები
7.1 რა მნიშვნელოვანი ზომები უნდა იქნას მიღებული ტურიზმის აღსადგენისას ბიზნეს გარემოს
დასახმარებლად?
7.2 რა არის
ძირითადი გამოწვევები
(რმაგ., რეგულაციები /სერტიფიცირება,
ფინანსური გადასახადები, ფინანსებზე წვდომა?
7.3 როგორ შეიძლება კერძო ინვესტიციების წახალისება?
8. პარტნიორობა
როგორ ხედავთ კერძო და საჯარო სექტორის გაუმჯობესებულ ურთიერთობებს პოსტ კოვიდურ
პერიოდში?
9. ეკონომიკური უსაფრთხოება
9.1 რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის ინდუსტრიაშ ეკონომიკური უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად?
8
9.2 როგორ უნდა აისახოს ეს ქმედებები/ღონისძიებები ტურიზმის აღდგენისა და
განვითარების გეგმაზე?
9.3 როგორ წარმოგიდნენიათ გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები?
10. მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ
მოცემული კითხვები და მიგაჩნიათ მნიშვნელოვან გამოწვევად ან/და განვითარების ხელშეწყობის
ინსტრუმენტად .
ტექნიკური დავალების ძირითადი მიმართლებები
1. კოვიდ სტრატეგია
2. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა
3. პროდუქტის განვითარება
4. ვიზიტორების სერვისები
5. მარკეტინგი
6. სტატისტიკა
7. ბიზნეს გარემო და კერძო ინვესტიციები
8. პარტნიორობა
9. ეკონომიკური უსაფრთხოება
9
კომიტეტში მოსაზრებების წარმომდგენი ორგანიზაციები/პირები
•
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA)
•
დაცული ტერიტორიების სააგენტო (APA)
•
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA)
•
შპს ემ თი ეი - ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია (MRG)
•
საქართველოს საბანკო ასოციაცია (BAG)
•
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)
•
პილიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG)
•
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA)
•
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
•
გალტ ენდ თაგარტი (Galt & Taggart)
10
განაცხადების მიმოხილვა და რეკომენდებული კითხვები
მოსაზრებების ავტორთათვის
კოვიდ სტრატეგია - ძირითადიმოსაზრებები
•
პრიორიტეტული მიმართულებები - სათავგადასავლო, ეკო,აგრო კულტურული და
გასტრო ტურიზმი /ეთნო და კულინარიული ტურიზმი/ მაღალგადახდისუნარიანი
ტურიზმი
•
მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმი, მწვანე სერტიფიცირებული ტურები, ოთხი
სეზონის შეთავაზება/ მასიურიდან ნიშურ ტურიზმზე გადასვლა
•
სათხილამურო/გამაჯანსაღებელი /ბალნეოლოგიური კურორტებზე კოვიდ გადატანილი
ტურისტების მოზიდვა
•
საქართველოს ტურისტული პასპორტის შედგენის თაობაზე, რომელიც 2 წლიან
პერიოდს მოიცავს დაასეთის არსებობის შემთხვევაში უკვე მსოფლიო ტურისტული
სექტორი იზრუნებს აქ ინვესტორების და დამსვენებლების გამოგზავნაზე
•
ქვეყნის პოპულარიზაცია როგორც ტრადიციულ, მეზობელ ბაზრებზე, ასევე ახალ
ბაზრებზე; მასობრივი მარკეტინგის ნაცვლად უფრო მცირე რაოდენობის, მაგრამ მაღალი
ღირებულების ტურისტების მოზიდვა
•
ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია დაეფუძნება დივერსიფიკაციის და
ხარისხობრივი გაუმჯობესების მოთხოვნებს
•
კვალიფიკაციის ამაღლება - ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოვების შედეგად მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესება
•
უსაფრთხო ტურიზმი/კოვიდ პროტოკოლის ჩამოყალიბება/ვაქცინაცია
კითხვები მოსაზრების ავტორს:
•
დააზუსტეთ ამ მიმართულებების განვითარებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციის
აქტივობები და თანამშრომლობის ფორმები სხვა უწყებებთან (რადგან ეკო, აგრო და
გასტრო ტურიზმი ითხოვს სამინისტროების კოლაბორაციას).
•
დააზუსტეთ მწვანე სერტიფიცირებული ტურების ლიცენზირების საკითხი, ასევე
ინკლუზიური ტურიზმის მიდგომები
•
დააზუსტეთ სანიტარული კორიდორების მოწყობის საკითხი და კოვიდ გადატანილი
11
ტურისტების მოზიდვის სტრატეგიული ქმედებები
•
დააზუსტეთ საქართველოს ტურისტული პასპორტის შედგენის მექანიზმიდა
რეგულაცია
•
დააზუსტეთ დივერსიფიკაციის გაუმჯობესების მოთხოვნები - ბაზრის
დივერსიფიკაცია?იგულისხმებაახალიბაზრისმოძიებათუ
მრავალფეროვან
გამოცდილებებზე დაფუძნებული ბაზრის სეგმენტაცია?
•
დააზსუტეთ დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის
ამაღლების პროგრამების გაფართოვებაში რა იგულისხმება.
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა - ძირითადი მოსაზრებები
•
რესურსის მდგრადი მართვის საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების პრინციპების
(best practice principles) დანერგვა
•
რესურსის შეულახავად შენარჩულებისთვის ყოვლისმომცველი საბაზისო კვლევის
მომზადება
•
მართვის გეგმების შემუშავება (ადგილობრივები თემისდაექსპერტების ჩართულობით)
•
საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა
•
გამტარუნარიანობის გაანგარიშების მეთოდის გამოყენება (ნებირსმიერი მართვის გეგმა მოიცავს
ვიზიტორთა ნაკადებისმართვის გეგმასდაასევე რესურსის მართვის გეგმას, რადგან
სწორედ ვიზიტორთა გამტარუნარიანობის მეთოდით ხდება იმის დადგენა თუ რა არის
ობიექტისთვის
ვიზიტორთა
რაოდენობის
მაქსიმუმი,
მისი
საჯარო
ხელმისაწვდომობის პირობებში შეულახავად შენარჩუნებისათვის)
•
დაცული ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის და პროდუქტების
განვითარება
12
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
საუკეთესო გამოცდილების პრინციპებში რას ვგულისხმობთ - კონსერვაციას, თემს,
კულტურას და კომერციას? დაზუსტება ჭირდება რა მიდგომას და რომელ ასპექტებს
ვითვალისწინებთ; ასევე, იგულისხმება თუ არა მდგრადი ტურიზმის სტანდარტების და
სერტიფიცირების პორგრამის დანერგვა? თუ კი, რამექანიზმებით?
•
საბაზისო კვლევაში ვგულისხმობთრესურსების ინვენტარიზაციას? რესურსების
გამოყენების შეფასებას?
•
ადგილის (ტურიზმის) მართვის გეგმები? შერჩეულია პრიორიტეტული არეალები მართვის
გეგმების მოსამზადებლად? ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის გაიდლაინი არსებობს?
•
რა ინსტრუმენტების გამოყენებით შეიძლება სახელმწიფომ ხელი შეუწყოს
საინვესტიციო ფონდების განვითარებას? რამდენად მზადაა მცირე და საშუალო
სექტორი ამ მიმართულებით?
•
არსებობს თუ არა რეგულაცია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობის რეგულაცია და/ან ეკოტურისტულიპროდუქტის
სტანდარტი.
პროდუქტის განვითარება - ძირითადიმოსაზრებები
•
მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა ((მაგალითად როგორიცა უკვე
განხორციელდა კვების ობიექტების სამზარეულოს სურსათის უვნებლობის HACCP-ის
სისტემის დანერგვა). მსგავსი მდგრადი პრინციპების შემუშავება და დანერგვა
აუცილებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლოდა აგრარულისექტორი, კვების
წარმოება, საზოგადოებრივი ჰიგიენა-სანიტარიის სტანდარტები და სხვა)
•
ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების დანერგვა და შესაბამისი
ინფრასტრუქტურის მოწყობა
•
ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია ცენტრალური ან ლოკალური საკომუნიკაციო
(წყლისა და კანალიზაციის, ნარჩენების მართვა) სისტემების არ არსებობა ან
გაუმართაობა
•
გარემოსდაცვასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების როლის გაზრდა სამომავლო
აქტივობებში
13
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
სურსათის უვნებლობის HACCP პრინციპები დანერგილია კვების წარმოებაში,
დააზუსტეთ რას გულისხმობთ „მსგავს მდგრად პრინციპებში?“
•
დააზუსტეთ რა გამოცდილება და მექანიზმი არსებობს ნარჩენების და
წყლის/კანალიზაციის მართვის კუთხით სოფლად, კურორტებზე და ტურისტულ
ქალაქებში?
•
დააზუსტეთ რაგამოცდილება და მექანიზმი არსებობს ნარჩენების მართვის კუთხით
სოფლად, კურორტებზე და ტურისტულ ქალაქებში?
•
ვგულისხმობთ ინტერპრეტაციის კუთხით თუ ზოგადად შესაძლებლობების გაზრდის
კუთხით?
ვიზიტორების სერვისები - ძირითადიმოსაზრებები
•
ამ მიმართულებით სასურველია ჩატარდეს კვლევა, გათვალისწინებული იქნას სხვა
ქვეყნების გამოცდილება და შეიქმნას სპეციალური პაკეტები მაღარმხარჯველუნარიანი
ტურისტებისათვის
•
უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
•
სპეციალური შეთავაზებებისა და პროდუქტების შემუშავება
•
მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის
რეკრეაციული ზონები, საპარკინგე ზონები, ბიო ტუალეტები, გზის და მიმართულების
მაჩვენებლების მოწყობა
•
თავისუფალი სტილით (freestyle skiing) სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2025
წლის ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალი და სხვა);
•
ადგილობრივი პროდუქტის წარმოების წახალისება
•
ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარება და კოვიდ
რეგულაციების დანერგვის სფეროში შესაბამისი სასწავლო კურსის ორგანიზება;
•
ტურიზმის სფეროში მონაწილე სუბიექტების საქმიანობაზე რეგულაციების შემუშავება და
სტანდარტიზაცია, უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრა, კოვიდპანდემიის
14
პრევენციის მიზნით დარგობრივი პროტოკოლის შემუშავება, რაც განამტკიცებს
ვიზიტორთა და საერთაშორისო და ადგილობრივი სუბიექტების მიმართ ნდობას
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
აქ ვგულისხმობთ რესურსების კვლევას და ნიშ პორდუქტებისშერჩევას?
•
დააზუსტეთ რას ვგულისხმობთ უსაფრთხოებაში? მომსახურების ხარისხის
სტანდარტების დანერგვას/დაცვას? იგულისხმება თუარა სერტიფიცირება? თუ კი, რა
მექანიზმებით?
•
სპეციალურ შეთავაზებებში ვგულისხმობთ თემატურ შეტავაზებებს?
•
მომსახურების ხარისხში ვგულისხმმობთ სტანდარტებს?
•
დააზუსტეთ წამახალისებელი მექანიზმები
მარკეტინგი - ძირითადი მოსაზრებები
•
გამოცდილებებზედაფუძნებულიპრაქტიკისდანერგვა ბაზრის სეგმენტაციისას;
•
მიზნობრივი ბაზრების შერჩევა და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება;
•
ვიდეო-რგოლების გადაღება მიზნობრივი ბაზრებისთვის და მსოფლიო არხების
მიზნობრივად გამოყენება; ონლაინ კამპანიები საერთაშორისო წამყვან პლათფორმებზე, პრეს
ტურების და FAM ტურების ორგანიზება; Georgia. Travel განახლება.
•
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გამოჩენილი ადამიანების ჩართვა მარკეტინგულ
კამპანიებში „ელჩების“ გამოყენების პრაქტიკის დანერგვა;
•
ღონისძიებების კალენდრის შემუშავება და წარდგენა;
•
ინტერნეტ-მარკეტინგის, ონალინ აპლიკაცების ინსტრუმენტების მაქსიმალურად
გამოყენება; პროდუქტის დიგიტალიზაცია:
•
დანიშნულების ადგილების ბრენდინგი;
•
DMO-ების ჩართულობის გაზრდა რეგიონის პოპულარიზაციაში.
•
ქვეყნის იმიჯის გაზრდა უსაფრთხოების/ვაქცინაციის კუთხით
15
•
სწორადშერჩეულიპროდუქტებისმიწოდებადარეკლამირებაშესაბამისმიზნობრივ
ქვეყნებში
•
ონლაინ კამპანიები საერთაშორისო წამყვან პლათფორმებზე. რომლებსაც დიდი
აუდიტორია ჰყავს, კერძოდ: Tripadvisor, National Geographic, Lonely Planet, CNN; BBC; Conde Nast traveler
(CNT); Wanderlust და ა.შ. აღნიშნულ პლათფორმებზე სარეკლამო (სტატია; ფოტო; ვიდეო
მასალების, სიუჟეტების; გადაცემებში ინტეგრირება) ინფორმაციის განთავსება
ხელსუწყობს,
საქართველოს
ტურისტულად
მიმზიდველი
ლოკაციების
პოპულარიზაციას.
•
მიზნობრივი ქვეყნებიდან წამყვანი ჟურნალისტების, ბლოგერების, ინფლუენსერების
ჩამოყვანა ქვეყანაში
•
ქვეყნის სწორი პოზიციონირება და ბრენდის ცნობადობის გაზრდა (ადგილობრიბი,
დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით)
•
საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა (გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები,
ფესტივალები და ა.შ)
•
Story telling-ის მარკეტინგული სიუჟეტების სისტემური განლაგება სოციალურ ქსელებში
•
მარკეტინგის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
კითხვები მოსაზრებისავტორს
დააზუსტეთ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკის გათვალისწინებით ყველაზე
პოპულარული მიმართულებები ტურიზმში და ასევე ამ პრაქტიკის დანერგვის მექანიზმი
რომელნიშ-პროდუქტებზეა საუბარი? არსებობს თუარანუსხა და/ანმათიგამოვლენის
სტრატეგია
ადგილების ბრენდინგის სტრატეგია ან გაიდლაინი არსებობს?
16
დააზუსტეთ მიზნობრივი ქვეყნები და/ან შერჩევის კრიტერიუმი
დააზუსტეთ ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო აქტივობები
განსაზღვრეთ Story telling-ის დანერგვის მოდელი, დაზუსტდეს კამპანია და
მექანიზმები.
სტატისტიკა და პროგნოზირება - ძირითადი მოსაზრებები
•
საქართველოში ტურიზმის სანდო სტატისტიკის შეგროვების კუთხით ერთ-ერთი
მთავარი გამოწვევა ტურიზმის სტატისტიკის სისტემის (ტსს) არარსებობაა.
•
ტურიზმის
სტატისტიკის
საერთაშორისო
რეკომენდაციების
შეგროვების
სახელმძღვანელოში (IRTS 2008 Compilation Guide) მოცემულია რჩევები ასეთი სისტემის
შესაქმნელად. ამ რეკომენდაციების მხედველობაში მიღებით შესაძლებელია შეიქმნას საქართველოს
რეალობაზე მორგებული ტურიზმის სტატისტიკის სისტემის მოდელი.
•
საქართველოში ტურიზმის სტატისტიკის სისტემის დაფუძნებით შევძლებთ: ტურიზმის
სატელიტურიანგარიშების
შექმნას;ორგანიზაციებს
შორისარსებულიგაუგებრობების,
უნდობლობის, სამუშაოს დუპლიკაციის და რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო ელემენტის
გამოტოვების აღმოფხვრას; კერძო სექტორიდან მონაცემების მოგროვებასთან დაკავშირებული
პრობლემების მოგვარებას;
•
ტსს-ს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ეტაპი შიდა ინსტიტუციური პლატფორმის
შექმნა უნდა გახდეს, რომელიც მოიცავს ორშეთანხმებასორდონეზე: პოლიტიკურ და
ტექნიკურ დონეზე. პირველი მაღალი პოლიტიკური დონე (საბჭო, ბორდი, კომისია) უნდა
დაკომპლექტდეს
შესაბამისი
ორგანიზაციების
უფროსებით,
რომელსაც
უხელმძღვანელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
•
შიდა ინსტიტუციურმა პლატფორმამ უნდა მოიცვას ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი და
სხვა სახელმწიფო ორგანოები.
•
კერძო სექტორი ტურიზმის სტატისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წყაროა. მათ
17
უნდა გააცნობიერონ დროული და სწორი ანგარიშის მიწოდების როლი მათი
აქტივობების შესახებ და ხელი შეუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ამ
პროცესში.
•
საჭიროა კერძო სექტორზე მორგებული ტურიზმის სტატისტიკის საიტის შექმნა,
•
ერთიანისტატისტიკურიანალიზის წარმოებათვისობრივად გააძლიერებსანალიტიკურ
საწყისებს და გაზრდის ეფექტურობას ტურიზმის კამპანიების დაგეგმვისა და
განვითარების მიმართულებით
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
დააზუტეთ კერძო სექტორის ჩართვის მექანიზმი მონაცემებისშეგროვებაში
•
რომელი უწყებები მოისაზრება ერთიანი სტატისტიკური ანალიზისწარმოებაში?
ბიზნეს გარემო და კერძო ინვესტიციები - ძირითადი მოსაზრებები
•
საინვესტიციო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება;
•
პანდემიით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერა: სუბსიდირება, გადასახადების
შემცირებადაგადავადება, უფასოსაკონსულტაციო მომსახურების გაწევაბიზნესის
წარმომადგენლებისთვის;
•
საერთაშორისო განვითარების სააგენტოებთან და დონორებთან კოორდინირებული მუშაობა და
მიზნობრივი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება ტურისტული ადგილებისთვის
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
დაახლოებით რა ვადით ფიქრობთ ამ სუბსიდირების გაგრძელებას?
•
დასაზუსტებელია კოორდინირებული მუშაობის მექანიზმი
•
დააზუსტეთ პარტნიორობის ხელშემწყობი ინიციატივების სტუმულირების მექანიზმები
18
პარტნიორობა - ძირითადიმოსაზრებები
•
უაღრესად მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდეს წარმოდგენილი პრაქტიკა,
სისტემატურად გაიმართოს თემატური განხილვების სესიები ექსპერტულ დონეზე, და რაც
ყველაზე მთავარია, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს და შემდგომ პრაქტიკაში გაატაროს
ურთიერთგაზიარებული ინფორმაცია და მიღწეული შედეგები
•
საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობა
•
დარგობრივი უსაფრთოების სტანდარტების, რეგულაციებისა და საკანონმდებლო
ჩარჩოს შემუშავება;
•
პოსტ-პანდემიური მდგომარეობის გაუმჯოებესების მიზნით, პროგრამებისა და
პროექტებისშემუშავებადადონორებისმოძიებადამატებითიდაფინანსებისმიღების
მიზნით;
•
PPP - საჯარო სექტორისა და კერძო სექტორის პარტნიორობის ხელშემწყობი
ინიციატივების სტიმულირება
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
რა მექანიზმებით? ცნობიერების გაზრდით? შეთანხმებებით?
•
დასადგენია თანამშრომლობის (ლეგიტიმური) ფორმა რომელიც კონსტრუქციულად
მიყვება ტურიზმის პოლიტიკის აღსრულებას და შედეგების პერიოდულად
პრეზენტაციას
ეკონომიკური უსაფრთხოება - ძირითადი მოსაზრებები
•
ტურიზმის ინდუსტრიიდან მეტი ეკონომიკური სარგებელის მიღებისა და ამავდროულად
მისი მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ამჟამად მიმდინარეობს და დაგეგმილია
სხვადასხვა ინსტრუმენტების გააქტიურებით რიგი აქტივობები, შედეგად:
•
გაგრძელდება სამოქალაქო ავიაციის სფეროში ,,ღია ცის’’ პოლიტიკა და გააქტიურდება
ძალისხმევა ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის და პირდაპირი
ავიამიმართულებების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
•
მოხდება არსებული რესურსის მდგრადი გამოყენებით კონკურენტუნარიანი
19
ტურისტული
პროდუქტის
დივერსიფიკაცია,
კერძოდ
ხელი
შეეწყობა
ეკო,
აგრო,
სათავგადასავლოდაგამაჯანსაღებელიტურისტულიპროდუქტებისგანვითარებას
•
მოხდება არსებული რესურსის მდგრადი გამოყენებით მედეგობის ზრდის ხელშეწყობა
•
უნდა შემუშავდეს კოვიდ პანდემიის და პოსტპანდემიური პერიოდის ტურიზმის
აღდგენისადაგანვითარების
ხედვა,სტრატეგიადაპრიორიტეტებისკლასიფიკაციის
მიხედვით მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები.
•
საჭიროა ტურიზმთან დაკავშირებული კანონმდებლების მოდერნიზება რაც უპასუხებს
დღევანდელი ტურისტული ინდუსტრიის საჭიროებებს და მოთხოვნებს
კითხვები მოსაზრების ავტორს
•
შერჩეულია უკვე ავიკომპანიები? ვინ მოისაზრება პარტნიორებად?
•
რა იგეგმება ადგილობრივ ფრენებთან დაკავშირებით?
•
დასაზუსტებელია - მრჩეველთა საბჭოს მოდელზეა საუბარი?
ეკონომიკურ კომიტეტში მოწვეული (რეკომენდებული)
ორგანიზაციები/პირები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA)
დაცული ტერიტორიების სააგენტო (APA)
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA)
შპს ემ თი ეი - ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია (MRG)
საქართველოს საბანკო ასოციაცია (BAG)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)
პილიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG)
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
გალტ ენდ თაგარტი (Galt & Taggart)
შეხვედრის თარიღი 24.01.2022
20
რეკომენდაციები
მოკვლევის ძირითადი შედეგები და თანაკვეთა განახლებული ტურიზმის სტრატეგიის დოკუმენტთან
1.
კულტურული
და
ბუნებრივი
მემკვიდრეობის
შენარჩუნებისთვის
წამახალისებელი
ღონისძიებების გატარება/ინვესტიციების მოძიება
2.
კოვიდ-უსაფრთხოსერტიფიცირებადავაქცინაციის კამპანიასტუმართმასპინძლობის
ბიზნესში
3.
საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა - ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანა ისევე როგორც
რეგულარული ფრენების აღდგენა
4.
კერძო და საჯარო თანამშრომლობის (PPP) ინიციატივების ფარგლებში სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ქონების ინტენსიური გამოყენების წახალისება
5.
კერძო სექტორისთვის და მარკეტინგული კამპანიებისთვის გრანტების მოზიდვა
6.
სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება, როგორც მთის კურორტების პრიორიტეტული
მიმართულება.
7.
მაღალმხარჯველუნარიანი - გასტრონომიული (2022 გასტრონომიული წელი), აგრო, ეთნო,
ღვინის, სათხილამურო, გამაჯანსაღებელი და ბალნეოლოგიური ტურიზმის პრიორიტეტული
მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა.
8.
საქართველოს
ტურიზმის
ეროვნული
ადმინისტრაციის
მიერ
დესტინაციების
განვითარების ხელშეწყობა
9.
მარკეტინგულიკამპანიები,რომლითაცმოხდებაროგორცდესტინაციებისცნობადობის
გაზრდა, ასევე ინვესტორების/სპონსორების მოზიდვა
10. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ფონდების
მოძიება/ბორდის შექმნა მარკეტინგული ღონისძიებების მხარდასაჭერად
21
დანართი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
საკომიტეტო თემატურიმოკვლევის
ტექნიკური პირობები (TOR)
თემატური
პოსტ -კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია
და მისი ეკონომიკური შედეგები
მოკვლევის თემა
თემატური მოკვლევის პროცესის მიზანია, კოვიდ პანდემიის შემდგომ, ტურიზმის
აღდგენის გეგმის მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს სექტორს წარმატებით
იფუნქციონიროს.
თემატური
მოკვლევის
მიზანი
თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია საზოგადოების მოსაზრებების და
რეკომენდაციების შეგროვება ზემოთ აღნიშნულ თემებზე. ჯგუფი გაანალიზებს
კორონავირუსის გავლენას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი
სახელმწიფო უწყებებისათვის, ინდუსტრიის სწრაფი და ეფექტური
აღდგენისთვის.
ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი ზრდის ფონზე, კავკასიის რეგიონმა თავისი
კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნების საფუძველზე საკმაოდ დიდი
პოპულარობა მოიპოვა და განვითარების დიდი პოტენციალი აჩვენა, ეს
პოტენციალი შეიქმნა ხელშესახები ეკონომიკური შედეგებით. 2018 წელს
თემატური
საქართველო იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურიზმის ხუთეულში
და განიცადა საერთაშორისო ვიზიტორების 27.9% -ით ზრდა. რუსუეთიდან
მოკვლევის
ფრენების
წინარე ეტაპი
შეზღუდვების მიუხედავად, 2019 წელს საქართველომ ხუთ მილიონზე მეტი
ემბარგოს
და
ირანული
მოგზაურობისა
და
ინვესტორების
საერთაშორისო ტურისტი მიიღო, რაც წლიური ვიზიტის ზრდის ტემპით 7.3% ს შეადგენს, მაშინ როდესაც გლობალური ტურიზმის საშუალო ზრდის ტემპი
დაახლოებით 4% არის (https: //gnta.ge/statistics/).
22
2019 წელს ტურიზმიდან საქართველოს მშპ-ს წილი 8.1% იყო. ქვეყანა მიყვებოდა
2015 წელს შემუშავებულ “ტურიზმის სტრატეგია 2025-ს”. ეს სტრატეგია მიზნად
ისახავდა საერთაშორისო ვიზიტორების 100% -ით გაზრდას და საერთაშორისო
ტურიზმის შემოსავლების 200% -ით ზრდას შემდეგი 10 წლის განმავლობაში.
იგი ასევე ვარაუდობდა, რომ ვიზიტორები 56% –ით მეტს დახარჯავდნენ თითო
ვიზიტზე და 23% –ით მეტხანს დარჩებოდნენ იმავე პერიოდში. ტურიზმი
იმედისმომცემი იყო, რადგან ინდუსტრიაში ნავარაუდები იყო სამუშაო
ადგილების 87% –ით გაზრდა და ტურიზმის ინვესტიციებში პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების გაორმაგება.
საქართველოს
შეუძლია
დამსვენებლებს
შესთავაზოს
უნიკალური
და
ავთენტური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა და გამოცდილების
ფართო სპექტრი მრავალ რეგიონში. საქართველოს რეგიონების უმეტესობას
არაერთი ტურისტული დანიშნულება აქვს და სათანადო განვითარების
შემთხვევაში,
ტურიზმის
შემოსავლების
მნიშვნელოვანი
ზრდა
არის
მოსალოდნელი.
თუმცა, კოვიდ-19-ის პანდემია დამანგრეველი აღმოჩნდა ტურიზმისთვის მთელ
მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და თითქმის სრული პარალიზება
მოახდინა ინდუსტრიის.
1. დავით სონღულაშვილი - პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და
თემატური
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თემატური
მოკვლევის
მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი;
ჯგუფის წევრები
2. გოჩა ენუქიძე - პარლამენტის წევრი;
3. ბეჟან წაქაძე - პარლამენტის წევრი;
4. ხათუნასამნიძე - პარლამენტის წევრი;
5. ლევან მგალობლიშვილი - პარლამენტის წევრი;
6. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი;
7. ირაკლი ზარქუა - პარლამენტის წევრი;
8.
გელა სამხარაული - პარლამენტის წევრი.
23
კითხვები
კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს), წერილობითი
ფორმით დასაბუთებული/არგუმენტირებული მოსაზრებების წარსადგენად თემაზე - პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური
შედეგები.
დასაბუთებული მოსაზრება უნდა ესადაგებოდეს ტექნიკური დავალების მიზნებს და პასუხობდეს ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კითხვას:
1. კოვიდ-სტრატეგია
რა უნდა იყოს Covid-19 რეაგირების დაუყოვნებელი მოქმედებები?
ჩამოთვლილი პუნქტებიდან შესაძლოა განვრცობა:
ტურიზმისა და მოგზაურობის მიმართ ნდობის განმტკიცება (მკაფიოდ განსაზღვრული
რეკომენდაციები, წესები, უსაფრთხოების ზომები და ა.შ);
ახალი ბაზრების ათვისება;
მდგრადი და ინკლუზიური ტურიზმის განვითარება, მდგრადობის საკითხის მიმართ
ინტერესის გააქტიურება.
2. კულტურული მემკვიდრეობა
2.1 რა არის მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ტურისტებს ქვეყანაში იზიდავს? რა იქნება
თქვენი შემოთავაზება (3 ნაბიჯი) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის
შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარებისათვის?
2.2 რომელი საქმიანობა იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვისა და
კულტურის მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის?
2.3 გამოიყენებდით თუ არა გამტარუნარიანობის გაანგარიშების მეთოდს (მაგალითად, კვლევის
ჩატარებას), როგორც მდგრადი დაგეგმვის ვარიანტს? გთხოვთ, ჩამოთვალოთ კვლევის
დადებითი მხარეები.
3. პროდუქტის განვითარება
3.1 რა არის ძირითადი ბარიერები მდგრადი ტურიზმის განსავითარებლად?
24
3.2 არსებობს თუ არა სისუსტეები ტურისტულ შეთავაზებაში? როგორ შეიძლება მათი
მოგვარება?
3.3 მდგრადი ტურიზმის განვითარების სხვა ბარიერები და მათი მოგვარების გზები
4. ვიზიტორების სერვისები
4.1 არის თუ არა რაიმე სწრაფი/გრძელვადიანი ცვლილებები შეთავაზების გასაუმჯობესებლად
და მაღალმხარჯველუნარიანი რაოდენობის გასაზრდელად, რა არის ისინი?
4.2 როგორ შეიძლება საქართველო გახდეს მიმზიდველი მაღალმხარჯველუნარიანი ტურიზმის
სეგმენტებისათვის?
4.3 რა ხარვეზებია და როგორ შეიძლება უკეთესად მოემზადოს საქართველო, რომ
დააკმაყოფილოს ტურიზმის ზრდადი მოთხოვნა?
4.4 გთხოვთ ჩამოთვალეთ ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნების და ხარისხის ამაღლების
შესაძლებლობები
5. მარკეტინგი
5.1 არის თუ არა ქვეყანა საკმარისად რეკლამირებული პოსტ პანდემიური მოცემულობისთვის?
5.2 თქვენი აზრით, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დამატებითი რეკლამა გარკვეულ
განსხვავებას
გამოიწვევს
მაღალი
ღირებულების
სამიზნე
ბაზრების
მოზიდვის
თვალსაზრისით?
5.3 სარეკლამო
პოლიტიკის
მარკეტინგული
განსაზღვრასთან
ღონისძიებები
ან
დაკავშირებული
ტურიზმის
მოსაზრებები
განვითარების
-
ეფექტური
ხელშეწყობის
სხვა
ინსტრუმენტები
5.4 როგორ შეუძლია მთავრობას / დონორებს / საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ
ტურიზმის პოპულარიზაციას?
6. სტატისტიკა
6.1 როგორ შეიძლება მთავრობამ უკეთესი სტატისტიკური მონაცემები მიიღოს ტურიზმის
განვითარების ხელშესაწყობად?
6.2 რომელი
სტატისტიკური
მონაცემებია
გადამწყვეტი
ტურიზმის
ხარისხის
გასაუმჯობესებლად?
6.3 რომელი სტატისტიკური მონაცემებია გადამწყვეტი ტურიზმის ხარისხის
გასაუმჯობესებლად?
6.4 აფერხებს თუ არა არაზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობა პროცესს?
6.5 რა ზომები უნდა იქნას მიღებული სტატისტიკური მონაცემების დროულად მისაღებად?
რომელი სტატისტიკური მონაცემები გესაჭიროებათ უფრო სწრაფად და ოპტიმალურ
ვადებში?
25
7. ბიზნეს გარემო და კერძო ინვესტიციები
7.1 რა მნიშვნელოვანი ზომები უნდა იქნას მიღებული ტურიზმის აღსადგენისას ბიზნეს
გარემოს დასახმარებლად?
7.2 რა არის ძირითადი გამოწვევები (როგორიცაა რეგულაციები / სერტიფიცირება,
ფინანსური გადასახადები, ფინანსებზე წვდომა?
7.3 როგორ შეიძლება კერძო ინვესტიციების წახალისება?
8. პარტნიორობა
როგორ ხედავთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის გაუმჯობესებულ ურთიერთობებს პოსტ
კოვიდურ პერიოდში?
9. ეკონომიკური უსაფრთხოება
9.1 რა
ნაბიჯები
უნდა
გადაიდგას
ტურიზმის
ინდუსტრიაშ
ეკონომიკური
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
9.2 როგორ უნდა აისახოს ეს ქმედებები/ღონისძიებები ტურიზმის აღდგენისა და
განვითარების გეგმაზე?
9.3 როგორ წარმოგიდნენიათ გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები?
10. მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც არ მოიცავს
ზემოთ მოცემული კითხვები და მიგაჩნიათ მნიშვნელოვან გამოწვევად ან/და განვითარების ხელშეწყობის
ინსტრუმენტად.
დოკუმენტური
მასალის
ჩაბარების
პირობები
ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25MB-ს;
ფაილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში ან შეავსოთ
კითხვარი შემდეგ ბმულზე:
ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას;
ტექსტის შრიფტის სახე– Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების
მანძილი - 1,15 ინტერვალი;
ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის:
დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ.
აუცილებელია ტექსტისდასაწყისშიმოკლედ იყოს წარმოდგენილიშემდეგი
ინფორმაცია:
იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციული ფორმა, ორგანიზაციის
დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სფერო,
საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტის
მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა;
ფიზიკური პირის შემთხვევაში:
საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა;
დასაბუთებული მოსაზრების დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს
გადმოცემული მოკლე რეზიუმე შემდგომი ტექსტის შესახებ;
მიუთითეთ კითხვის ნომერი/ები და დასახელება/ები, რომლის თაობაზეც
ამზადებთ დასაბუთებულ მოსაზრებას.
ფაილი არ უნდა აღემატებოდეს 25MB-ს;
26
5. მოკვლევის ჯგუფის სხდომა - წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების
გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ, მოკვლევის ჯგუფის
წევრები
მოისმენენ
განმარტებებს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან და იმსჯელებენ საკითხის მოგვარების გზებზე. ზეპირი
მოსმენა წარიმართება მოკვლევის ჯგუფის წევრებთან, კითხვა-პასუხის
რეჟიმში. არგუმენტირებული და რელევანტური მოსაზრებების ავტორები
მოწვეულნი იქნებიან ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
6. ანგარიშის მომზადება და წარდგენა
6.1. მოკვლევის ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს.
6.2. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში აისახება მოკვლევის ჯგუფის დასკვნები
და რეკომენდაციები.
6.3. ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ასევე გამოქვეყნდება
საჯაროდ;
7. კომიტეტის სხდომა - მოკვლევის ჯგუფის მომზადებული ანგარიში
წარედგინება კომიტეტს და პარლამენტის ბიუროს. ანგარიშში ასახული
რეკომენდაციები შესასრულებლად გადაეცემა შესაბამის უწყებებს.
თემატურ მოკვლევასთან
დაკავშირებით კითხვების ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო
ინფორმაცია
საკონტაქტო პირი: კომიტეტის აპარატის უფროსი თამილა შაბაშვილი
ტელ: 577 134 470
ელ.ფოსტა: econcom@parliament.ge
Facebook: https://www.facebook.com/EconomicPolicyCommittee/about
27
დანართი 2
თემატური ჯგუფის შეხვედრა
დანართი 3
tourism-market-watch-december-2021_0.pdf
დანართი 4
VCA Report_DRAFT - Q1.pdf
28
დანართი 5
სექტორში არსებული მდგომარეობა და საერთაშორისო ვიზიტორები
პანდემიამდე პერიოდში, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან ყოველწლიურად
იზრდებოდა. 2019 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2019 წელს ტურიზმის
დარგმა მშპ-ს 8.4% შეადგინა. შემოსავლები ტურიზმიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საქართველოს მსგავსი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებსაც
განვითარებისთვის კაპიტალის დიდი ოდენობა ესაჭიროებათ. ასევე, ბოლო წლებში, ტურიზმის
სფეროდან მიღებული უცხოური ვალუტა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების
მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. 2020 წელს, პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ
შეზღუდვებს, საერთაშორისო ტურიზმის ფაქტობრივი პარალიზება, ხოლო შიდა ტურიზმის
მკვეთრი შემცირება მოჰყვა.
საერთაშორისო მოგზაურების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია აქვეყნებს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი
პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და
მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც
ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით)
და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს.
საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი
მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე
განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს
ტერიტორიაზე გაათენა.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 81.3%-ით, 9.3
მლნ მოგზაურიდან 1.7 მლნ მოგზაურამდე შემცირდა, მათ შორის, საერთაშორისო
ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.4%-ით, 7.7 მლნ
საერთაშორისო ვიზიტორიდან 1.5 მლნ მლნ ვიზიტორამდე შემცირდა. უშუალოდ
ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 2020 წელს 1 მლნ შეადგინა, როდესაც 2019 წელს, მონაცემი 5
მლნ ტურისტულ ვიზიტს აღწევდა.
30
ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა 2014-2020 წლებში
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
29
უშუალოდ, 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში განმავლობაში, საერთაშორისო
მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რიცხვმა 1 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით
83.3%-ით. იმავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 961 ათასი შეადგინა, რაც 2020
წელთან შედარებით 27.1%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 81.5%-ით. 2021 წლის 8
თვის განმავლობაში, საერთაშორისო ვიზიტორების მხრივ ტოპ 4 ქვეყანას თურქეთი (193 ათასი),
რუსეთი (108.8 ათასი), უკრაინა (91.6 ათასი) და სომხეთი (89.3 ათასი) წარმოადგენდნენ.
ერთი შეხედვით, 2021 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, სიტუაცია წინა წელთან
გაუარესებულია. თუმცა მნიშვნელოვანია ანალიზი სხვადასხვა კვარტლების მიხედვით.
კერძოდ, 2020 წელს შემოსული ვიზიტორების სრული უმრავლესობა იანვარ-მარტის
განმავლობაში ფიქსირდებოდა, როდესაც ჯერ კიდევ პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი
შეზღუდვები ძალაში არ იყო, თუმცა შემდგომში, მოგზაურობის სექტორი რადიკალურად
შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად,
მოგზაურობის სექტორი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა. განსაკუთრებით საინტერესო
ვითარება ზაფხულის თვეების განმავლობაშია, როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურ
ფაზაშია. 2021 წლის ზაფხულში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 725 ათასი
ადამიანი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 645 ათასი. აღნიშნული
2020 წლის ზაფხულთან შედარებით დაახლოებით 400%-იან ზრდას წარმოადგენს. თუმცა,
მეორე მხრივ, შემცირება 2019 წლის ზაფხულთან შედარებით, არსებითია და დაახლოებით
76%-ს წარმოადგენს.
31
გრაფიკი 1: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2019-2021 წლებში, ათასი ადამიანი, იანვარაგვისტოს პერიოდში
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯერჯერობით მხოლოდ 2021 წლის I კვარტლის მონაცემებია
ცნობილი. აღნიშნულ პერიოდში, შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 54 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით შემცირებას
წარმოადგენს, რადგან 2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიური კრიზისი ჯერ დამდგარი არ
იყო. თუმცა, მეორე მხრივ, 2021 წლის ზაფხულში მიღებული შემოსავალი, 2020 წლის სხვა
კვარტლების შემოსავლებს აღემატებოდა, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს, რადგან
როგორც წესი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ I კვარტალი სხვა კვარტლებს
ჩამორჩება ხოლმე, თუმცა აღდგენის
ტემპები ბუნებრივია, დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან ტურისტული სფეროს გარეშე
მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ეფექტურად და სწრაფად ვერ გადაილახება. მეორე მხრივ,
ბუნებრივია, ტურიზმის აღდგენა პანდემიური კონტექსტისგან განუყოფელია და შესაბამისად,
მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიც არის: ეკონომიკური შეზღუდვების ზომიერი
შერბილება და გონივრული დერეგულაცია, კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების
ზედმიწევნით შესრულება, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და ა.შ.
ცხრილი 2: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან (მლნ აშშ დოლარი)
1. https://factcheck.ge/ka/story/39936-tourism-dynamic-in-the-first-eight-months-of-2021
32
ტემპები ბუნებრივია, დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან ტურისტული სფეროს გარეშე
მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ეფექტურად და სწრაფად ვერ გადაილახება. მეორე მხრივ,
ბუნებრივია, ტურიზმის აღდგენა პანდემიური კონტექსტისგან განუყოფელია და შესაბამისად,
მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიც არის: ეკონომიკური შეზღუდვების ზომიერი
შერბილება და გონივრული დერეგულაცია, კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების
ზედმიწევნით შესრულება, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და ა.შ.
ცხრილი 2: შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან (მლნ აშშ დოლარი)
1. https://factcheck.ge/ka/story/39936-tourism-dynamic-in-the-first-eight-months-of-2021
33