საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ - ბრალდებულის/დაკავებულის ინფორმირება უფასო ადვოკატის უფლების შესახებ (№1-7021/21; 31.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3840/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3840/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ალექსანდრე რამიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ალექსანდრე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე − ბრალდებულის/დაკავებულის ინფორმირება უფასო ადვოკატის უფლების შესახებ (N17021/21; 31.05.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო განიხილა წინადადება − ალექსანდრე რამიშვილის ბრალდებულის/დაკავებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმირება უფასო ადვოკატის უფლების შესახებ (N1-7021/21; 31.05.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისთვის ისეთი ნორმის დამატება, რომლის თანახმადაც, დაკავებულს განემარტება, რომ მას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადვოკატი დაენიშნება უფასოდ. II. კომიტეტის შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე. ამასთანავე, იმავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე. ადვოკატზე უფლებით სარგებლობის პირობები დეტალურად განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე („ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა“), 45-ე („სავალდებულო დაცვა“) და 46-ე („დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე“) მუხლებით. აქედან თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოხსენებული ნორმები, რომლებიც ადგენენ, რომ შესაბამის პირს უნდა ეცნობოს „უფლება ადვოკატზე“, გულისხმობს ადვოკატზე უფლებით სარგებლობის აღნიშნული პირობების ამ პირისთვის განმარტებასაც, მათ შორის, მისთვის იმის განმარტებას, რომ მას უფლება აქვს, შესაბამისი გარემოების არსებობისას მოითხოვოს დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა საკანონმდებლო კომიტეტმა წინადადება − ალექსანდრე რამიშვილის ბრალდებულის/დაკავებულის მიერ წარმოდგენილი ინფორმირება უფასო ადვოკატის უფლების შესახებ (N1-7021/21; 31.05.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი