საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-2157/22; 23.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3842/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ომარ ჯორბენაძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2157/22; 23.02.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-2157/22; 23.02.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ შეტანილ იქნეს ცვლილება „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და განხორციელდეს ამ კანონის
მუხლების ხელახალი ნუმერაცია, რათა მას აღარ ჰქონდეს მოჭარბებული რაოდენობის ე. წ.
პრიმ მუხლები.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტი იზიარებს შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მართებულობას, თუმცა
გასათვალისწინებელია, რომ ნორმატიული აქტის ნორმათა ნუმერაციისას ნორმის ნომრის
დამატებითი ციფრით (პრიმით) აღნიშვნა საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია და არ
ეწინააღმდეგება სამართლებრივი ტექნიკის გამოყენების წესებს, „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.1 ამასთანავე, გასათვალისწინებელია,
რომ ე. წ. პრიმ მუხლების სიმრავლე არსებობს არა მხოლოდ „საერთო სასამართლოების
შესახებ“ ორგანულ კანონში, არამედ პერიოდულად წარმოიქმნება საქართველოს არაერთ სხვა
იხ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-11
პუნქტი.
1
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო აქტშიც; მათი ნორმების ხელახალი ნუმერაცია კი, დამკვიდრებული
პრაქტიკის თანახმად, ხორციელდება, როგორც წესი, შინაარსობრივ საკანონმდებლო
ცვლილებებთან ერთად და არა ცალკე, სპეციალურად. ამრიგად, კომიტეტი მიზანშეწონილად
მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილებაზე მსჯელობა
გაგრძელდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებული სხვა,
შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ფორმატში. აქედან გამომდინარე,
კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღებულად
ცნობას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,
საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვის შედეგად კომიტეტი იღებს ორიდან
ერთ-ერთ
გადაწყვეტილებას:
მიღებულად
ცნობს
საკანონმდებლო
წინადადებას
ან
უარყოფილად ცნობს მას).
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N1-2157/22; 23.02.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი