საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ (ამხანაგური სასამართლოების საკითხი) (№1-717/22; 25.01.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3843/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3843/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-717/22; 25.01.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-717/22; 25.01.2022). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი „ამხანაგური სასამართლო“. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი იზიარებს შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების მართებულობას, რადგან ამხანაგური სასამართლო არ არის ამჟამად მოქმედი ინსტიტუტი და ეს ტერმინი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო არის დარჩენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ამოცანაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობა, რის შედეგადაც სისტემურად მოწესრიგდება არსებული ნორმები და შემუშავდება მკაფიო რეგულაციები შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით.1 შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილებაზე მსჯელობა გაგრძელდეს იხ. https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/iuridiuli/samoqm-gegm/iuridiulisamoqmedo-gegma-22.pdf 1 თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობის ფორმატში. აქედან გამომდინარე, კომიტეტი მხარს არ უჭერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღებულად ცნობას (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვის შედეგად კომიტეტი იღებს ორიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: მიღებულად ცნობს საკანონმდებლო წინადადებას ან უარყოფილად ცნობს მას). III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-717/22; 25.01.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი