საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის იურიდიული განათლების ცენზის დაწესების თაობაზე (№1-15129/21; 22.11.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3844/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების ქონის
მოთხოვნის დადგენასთან დაკავშირებით (N1-15129/21; 22.11.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირებისთვის
უმაღლესი
იურიდიული განათლების ქონის მოთხოვნის დადგენასთან დაკავშირებით (N1-15129/21;
22.11.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში; კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატს კანონით უნდა მოეთხოვებოდეს უმაღლესი იურიდიული
განათლების ან უმაღლესი ეკონომიკური განათლების ქონა, ხოლო პირს საქართველოს
იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანონით
უნდა მოეთხოვებოდეს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა. საკანონმდებლო
წინადადების ავტორის აზრით, ამგვარი საკანონმდებლო ცვლილება აამაღლებდა იურისტის
პროფესიის პრესტიჟს, გაზრდიდა საჯარო სამსახურის ეფექტიანობას და გააუმჯობესებდა
საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ურთიერთობებში.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები განეკუთვნება სახელმწიფო-პოლიტიკურ
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
თანამდებობებს.1 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა კი მის დასაკავებლად საჭირო
მოთხოვნების კონტექსტში მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს პროფესიული თანამდებობისგან. ამ
საკითხზე ნამსჯელი აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც თავის
გადაწყვეტილებებში მიუთითა შემდეგი: „პროფესიული თანამდებობის პირების საქმიანობა
უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას და ის კონკრეტულ სფეროში
უფლებამოსილებათა შესრულებას გულისხმობს. განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის
პირებისაგან, პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე
დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა
თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა. აღნიშნულის შეუსრულებლობამ
შესაძლოა გამოიწვიოს მასზე დაკისრებული ფუნქციების არაეფექტური განხორციელება, რაც,
საბოლოოდ, კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების არაეფექტურ ფუნქციონირებაში
პოვებს გამოხატულებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე, რომელიც
ქვეყნის
მნიშვნელოვან
სტრუქტურულ
ერთეულს
წარმოადგენს,
საქმიანობას
ახორციელებდნენ საკუთარი ფუნქციების საუკეთესოდ შემსრულებელი მოქალაქეები.“2
ამგვარად, აღნიშნული მსჯელობა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის
დასაკავებლად და ასეთი თანამდებობისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ჯეროვნად
განსახორციელებლად კონკრეტული პროფესიული განათლების ქონა გადამწყვეტი ფაქტორი
არ არის, განსხვავებით პროფესიული თანამდებობის შემთხვევისაგან, სადაც „მართვის უკეთ
განხორციელება და წარმატებული შედეგის მიღწევა პირდაპირ კავშირშია ამ პოზიციისთვის
საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირების შერჩევასთან“3.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობასთან
მიმართებით კი გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კანონისმიერი ფუნქციებიდან, საქმიანობის მიმართულებებიდან და ძირითადი
უფლებამოსილებების ხასიათიდან გამომდინარე, დღესდღეობით არ არის აუცილებელი, ამ
სამსახურის
უფროსობის
კანდიდატს
უმაღლესი
იურიდიული
განათლების
ქონა
მოეთხოვებოდეს იმისათვის, რომ სამსახურმა ჯეროვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები და
სათანადოდ განახორციელოს კანონით განსაზღვრული საქმიანობა.
ამრიგად, საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და, ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მის მისაღებად ცნობას
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
1 იხ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-24; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის
N3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი
პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64.
3 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526
გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური
ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-65.
2
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირებისთვის
უმაღლესი
იურიდიული განათლების ქონის მოთხოვნის დადგენასთან დაკავშირებით (N1-15129/21;
22.11.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი