საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ შტრიხ-კოდის ციფრების შესახებ (№1-8706/21; 23.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3845/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3845/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებებზე უნიკალური ნომრის (შტრიხკოდის) განთავსებასთან დაკავშირებით (N1-8706/21; 23.06.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სასამართლოს გადაწყვეტილებებზე უნიკალური ნომრის (შტრიხკოდის) განთავსებასთან დაკავშირებით (N1-8706/21; 23.06.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტი, რომლითაც დადგინდება სასამართლოს მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე მზარდი ციფრების შემცველი უნიკალური ნომრის (შტრიხკოდის) განთავსების ვალდებულება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამით გამოირიცხება სასამართლოს აქტისთვის არასწორი დროის თარიღის (ყალბი თარიღის) მინიჭების შესაძლებლობა. II. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში დოკუმენტბრუნვასა და საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არის მართებული, სასამართლოს გადაწყვეტილების ისეთი რეკვიზიტი, როგორიც დოკუმენტის უნიკალური ნომერია, ამასთანავე, ამ ნომრის მახასიათებლები კანონით განისაზღვრებოდეს; კერძოდ, მიზანშეწონილია, ეს საკითხი წესრიგდებოდეს სათანადო კანონქვემდებარე აქტით და არა კანონით. დღესდღეობით სასამართლოს დოკუმენტის რეკვიზიტების დეტალური თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ჩამონათვალი და სასამართლოს დოკუმენტის შედგენის წესი დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.1 ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სასამართლოს გადაწყვეტილებებზე უნიკალური ნომრის (შტრიხკოდის) განთავსებასთან დაკავშირებით (N1-8706/21; 23.06.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იხ. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 1