საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1333/22; 07.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3846/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-1333/22; 07.02.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1333/22; 07.02.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში და სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის განხილვის 2-თვიანი ვადა
გაიზარდოს 5 თვემდე, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოსამართლეს დისციპლინური
პასუხისმგებლობა
დაეკისროს.
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორის
აზრით,
სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის განხილვის 2-თვიანი ვადა, რომელიც დღესდღეობით
დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
არ სრულდება, სასამართლოები მას გამუდმებით არღვევენ და, აქედან გამომდინარე, საჭიროა
ამ ვადის გაზრდა.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს შემდეგი
შინაარსის ნორმას: „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით
რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა
შეიძლება
გაგრძელდეს
არაუმეტეს
5
თვისა,
გარდა
ალიმენტის
გადახდევინების,
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული
ზიანის
ანაზღაურების,
სარგებლობისას
შრომითი
წარმოშობილი
ურთიერთობებიდან,
ურთიერთობების
შესახებ“
„საცხოვრებელი
სადგომით
საქართველოს
კანონიდან
გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის
შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.“ ამგვარად, ამ
ნორმიდან როგორც ვლინდება, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე (გარდა
ცალკეული გამონაკლისებისა) დღესაც იძლევა კოდექსი საქმის განხილვის ვადის 5 თვემდე
გაგრძელების შესაძლებლობას. ზოგადად, ყველა სამოქალაქო საქმეზე საქმის განხილვის 5თვიანი ვადის შემოღების საკითხი კი, რომელიც საკანონმდებლო წინადადებით არის
შემოთავაზებული, ყოველმხრივ და სათანადო მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვს. ეს
საკითხი სამსჯელოა, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს
ყველა სამოქალაქო საქმის განხილვის ვადის ამ სახით გაზრდამ მართლმსაჯულების
განხორციელების სისწრაფესა და ეფექტიანობაზე. თუმცა საკანონმდებლო წინადადება ამ
მხრივ მოკლებულია სათანადო მსჯელობასა და დასაბუთებას.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ასევე მოსამართლის მიერ საქმის განხილვის
ვადის დარღვევის შემთხვევაში მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების
შესაძლებლობის დამდგენი საკანონმდებლო ნორმის მიღებას. თუმცა გასათვალისწინებელია,
რომ ეს საკითხი კანონით მოწესრიგებულია; კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება „მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის
არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული
ვადა უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ
გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა.“ აღნიშნული
საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების საჭიროების სათანადო დასაბუთება კი საკანონმდებლო
წინადადებაში წარმოდგენილი არ არის.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1333/22; 07.02.2022) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი