საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ მშენებლობის ნებართვის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ (№1-13565/21; 11.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3847/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მშენებლობის
ნებართვის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით (N1-13565/21; 11.10.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მშენებლობის ნებართვის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით (N113565/21; 11.10.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის
საქმის წარმოებისას გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების სასამართლოში გასაჩივრების უფლება მიეცეს ნებისმიერ პირს, მიუხედავად იმისა,
პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს თუ არა მას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით
აღძრული სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი
პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან
ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.1 ამასთანავე, საქართველოს ზოგად
ადმინისტრაციულ
კოდექსში
განმარტებულია
ტერმინი
„დაინტერესებული
მხარე“,
რომელშიც იგულისხმება „ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული
ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
1 იხ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.“2
„დაინტერესებული მხარის“ ცნება უმნიშვნელოვანესია ადმინისტრაციულ სამართალში.3 იგი
დაკავშირებულია პირის უფლებასთან − წარმოდგენილ იქნეს მხარედ სასამართლოში.4
ინტერესის არსებობა კი გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს
მორალურ ან თეორიულ ინტერესს.5 სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ
მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სარჩელის ნებისმიერი
პირის მიერ აღძვრის თავიდან ასაცილებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირმა,
რომლის უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა, ვერ წარადგინოს სარჩელი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ.6 მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს,
რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისი უფლება იქნა
დარღვეული.7
ამგვარად, „დაინტერესებული მხარის“ ცნება და მოსარჩელის კანონიერი უფლებისთვის ან
ინტერესისთვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების/მოსარჩელის
უფლების უკანონოდ შეზღუდვის არსებობა პრინციპული და საჭირო კომპონენტია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული
სასამართლოში დავის წარმოება იმ შემთხვევაში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნის თუნდაც
დაკმაყოფილება მაინც არ მოუტანდა მოსარჩელეს რაიმე შედეგს, მისი კანონიერი ინტერესის
თავიდანვე არარსებობის გამო. მნიშვნელოვანია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის
წარდგენის საკითხი გადაწყვიტოს თავად იმ პირმა, რომლის კანონიერ უფლებას/ინტერესს
უშუალოდ ეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, და არა − სხვამ მის
ნაცვლად. სპეციალური გამონაკლისი ამ წესიდან დასაშვებია, თუ კანონით სხვა რამ არის
დადგენილი,8 ოღონდ ასეთი საგამონაკლისო წესის კანონით დადგენა ყოველთვის სათანადო
დასაბუთებას უნდა ეფუძნებოდეს. ამ მხრივ კი საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია
სათანადო დასაბუთებას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
2 იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი.
3 იხ. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2005 წელი, გვ. 132.
4 იხ. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2005 წელი, გვ. 132.
5 იხ. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2005 წელი, გვ. 132.
6 იხ. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2005 წელი, გვ. 133.
7 იხ. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2005 წელი, გვ. 133.
8 იხ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მშენებლობის ნებართვის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით (N113565/21; 11.10.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი