საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ (№1-13566/21; 11.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3848/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-13566/21; 11.10.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13566/21; 11.10.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი ეხება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხებს, ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს:
„დაუშვებელია
აქტის
კანონსაწინააღმდეგო
ბათილად
ცნობა,
თუ
აღმჭურველი
დაინტერესებულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
მხარეს
კანონიერი
ნდობა
აქვს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ
ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.“ იმავე მუხლის მე-5 ნაწილში კი
განმარტებულია მე-4 ნაწილით გათვალისწინებული „კანონიერი ნდობის“ პრინციპი, რაც
კანონში შემდეგი სახით არის წარმოდგენილი: „დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა
არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე
განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ
არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.“
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება, რომლითაც გამოირიცხება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებული 601 მუხლის მე-4 და
მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული „კანონიერი ნდობის“ პრინციპის მშენებლობის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ნებართვის გაცემის საქმის წარმოებისას გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებზე გავრცელება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ასეთი
საკანონმდებლო ცვლილებით ნებისმიერ პირს მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ სასამართლოს
გზით ეფექტიანად ედავა მშენებლობის ნებართვის გაცემის საქმის წარმოებისას გამოცემულ
ნებისმიერ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებით, თუ ის
უკანონოა, და დაეცვა თავისი სიცოცხლე და ქონება ამგვარი უკანონო ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გამოწვეული ზიანისაგან. ამით კი, საკანონმდებლო წინადადების
ავტორის აზრით, სამშენებლო საქმიანობის სფეროში გაიზრდებოდა, ზოგადად, კანონიერების
დაცვა.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით
გათვალისწინებული „კანონიერი ნდობის“ პრინციპის მოქმედების ფარგლები არ არის
უსაზღვრო, რაზედაც მეტყველებს ამავე ნორმებით დადგენილი გამონაკლისები, თუ რა დროს
არ შეუძლია პირს, დაეყრდნოს კანონიერი ნდობის პრინციპს კანონსაწინააღმდეგო
აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხის
გადაწყვეტისას; კერძოდ, კოდექსის 601 მუხლის იმავე მე-4 და მე-5 ნაწილებით დადგენილია,
რომ აღნიშნული კანონიერი ნდობის პრინციპი არ მოქმედებს, თუ: ა) ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის
კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს; ან ბ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის
უკანონო ქმედება.
ამრიგად, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების/ინტერესების
დარღვევის ან დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების არსებობა ამჟამადაც (დღეს
მოქმედი კანონის თანახმადაც) გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული „კანონიერი ნდობის“
პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას, რისი მიღწევის მიზანიც ვლინდება წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების
საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად
ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13566/21; 11.10.2021)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი