საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ გადახდისუუნარო იურიდიული პირების სამეურვეო მასაში შვილობილ კომპანიებში არსებული წილების შეყვანის შესახებ (№1-13377/21; 04.010.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3849/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მოვალის
შვილობილ კომპანიებში არსებული წილების გადახდისუუნარობის მასაში შეყვანასთან
დაკავშირებით (N1-13377/21; 04.10.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მოვალის შვილობილ კომპანიებში არსებული წილების გადახდისუუნარობის
მასაში შეყვანასთან დაკავშირებით (N1-13377/21; 04.10.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის
თანახმადაც, გადახდისუუნარობის მასაში შევა მოვალის შვილობილ კომპანიებში არსებული
წილებიც. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამგვარი საკანონმდებლო
ცვლილებით აღმოიფხვრება კრედიტორის უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ის
სისტემური ხარვეზი, რომლის გამოც, მოვალის შვილობილ კომპანიებში არსებული წილები
აღსრულების ეროვნულ ბიუროს და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით
დღესდღეობით გადახდისუუნარობის მასის ფარგლების გარეთ რჩება.
II. კომიტეტის შეფასება
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-6 თავი აწესრიგებს გადახდისუუნარობის მასასთან დაკავშირებულ საკითხებს; ამ
თავით გათვალისწინებული ნორმებით განისაზღვრება ტერმინ „გადახდისუუნარობის მასის“
შინაარსი და წესრიგდება გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევებასა და
ამოღებასთან, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებული სამართლებრივი
ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 59-ე მუხლი (რომელიც იმავე მე-6 თავში შედის)
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ადგენს, რომ გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მოვალის მთელ ქონებას, რომელიც მას
ეკუთვნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის, ამ
მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას, მათ შორის, გადაცემად ლიცენზიებსა
და ნებართვებს, აგრეთვე შეცილების უფლების გამოყენებით წარდგენილი მოთხოვნის
დაკმაყოფილების შედეგად მოვალისთვის დაბრუნებულ ქონებას როგორც საქართველოში,
ისე საქართველოს ფარგლების გარეთ. იმავე 59-ე მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის
მასაში არ შედის ქონება, რომელიც, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, აღსრულებას არ ექვემდებარება, და პირობადებული საკუთრების
ობიექტი ან ლიზინგის საგანი, რომლის შესყიდვის უფლებაც აქვს მოვალეს.
ამგვარად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
კანონის მოქმედი ნორმები ნათლად და არაორაზროვნად განსაზღვრავს, თუ რომელი ქონება
შედის და რომელი ქონება არ შედის გადახდისუუნარობის მასაში. შესაბამისად, ამ ნორმათა
შინაარსის უფრო მეტი კონკრეტიზაციის ან რაიმე სპეციალური მითითების მათთვის
დამატების აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მოვალის შვილობილ კომპანიებში არსებული წილების გადახდისუუნარობის
მასაში შეყვანასთან დაკავშირებით (N1-13377/21; 04.10.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად
ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი