საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ (№1-13241/21; 29.09.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3850/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3850/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N1-13241/21; 29.09.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N1-13241/21; 29.09.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამასთანავე, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროებზე დაწესდეს საზოგადოებრივი კონტროლი საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამ ღონისძიებების განხორციელება საჭიროა, რადგან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროები ყალბ დასკვნებს გასცემენ და ამით დიდ ზიანს აყენებენ სახელმწიფო ინტერესებს. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაუქმებას და, მეორე მხრივ, სასამართლოს, პროკურატურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროებზე კონტროლის განხორციელების მექანიზმების შემოღებას. საკანონმდებლო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წინადადების ავტორი ამ ღონისძიებების გატარებას საჭიროდ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, აღნიშნული ბიუროები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას სამართალდარღვევების, მათ შორის, გარკვეული დანაშაულების, ჩადენით გამოირჩევიან. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება.1 ამ ამოცანის შესასრულებლად კი აღნიშნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.2 ამგვარად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კანონით დადგენილი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და ის საჭირო კანონისმიერ ამოცანებს ასრულებს. შესაბამისად, მის გაუქმებას მკაფიო და ლოგიკური ლეგიტიმური მიზანი უნდა ჰქონდეს, ამასთანავე, მის მიმართ ასეთი ჩარევა ამ მიზნის მიღწევის მართებული საშუალება უნდა იყოს. თუმცა ამგვარი ლეგიტიმური მიზანი და ამ საკითხზე დასაბუთებული მსჯელობა საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი არ არის. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროების საქმიანობის ფარგლებში სამართალდარღვევების, მათ შორის, ცალკეული დანაშაულების, ჩადენის შესახებ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებასთან დაკავშირებით კი გასათვალისწინებელია, რომ ასეთი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევზე გავრცელდება სათანადო კანონის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ნორმები და სამართალდამრღვევი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, სასამართლოს, პროკურატურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ამ ბიუროებზე კონტროლის განხორციელების რა სახის დამატებითი მექანიზმების შემოღება იქნებოდა დღესდღეობით მიზანშეწონილი, საკანონმდებლო წინადადებაში ეს საკითხიც ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტრუქტურაში შედის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი და ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ასევე ამ ბიუროს უფროსი წელიწადში ერთხელ ბიუროს საქმიანობის შესახებ 1 იხ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 2 იხ. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი. ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას.3 ეს მექანიზმები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობის კონტროლისა და შეფასების მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რაც აღნიშნული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილებების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის ერთერთი საგულისხმო სამართლებრივი გარანტიაა. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით (N1-13241/21; 29.09.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იხ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება“. 3