საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა და ადვოკატთა საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების გაძლიერების თაობაზე (№1-14747/21; 12.11.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3851/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მოსამართლეთა და
ადვოკატთა საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების გაზრდასთან დაკავშირებით (N114747/21; 12.11.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების
გაზრდასთან დაკავშირებით (N1-14747/21; 12.11.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, დადგინდეს საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში საერთო წესით (სარჩელის
წარდგენის გზით) გასაჩივრების შესაძლებლობა.
II. კომიტეტის შეფასება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7554 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატაში მისი გასაჩივრებით. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური
საქმის მხარეებს.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის
გადაცემიდან
1
თვის
ვადაში
გაასაჩივროს
საქართველოს
უზენაესი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სასამართლოს
სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის
კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატას და ატყობინებს მხარეებს.
ამგვარად, საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტები ადგენენ საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრების
შესაძლებლობას; კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებები საჩივრდება და საჩივრებს
იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა, სპეციალური
პროცედურის
დაცვით.
შესაბამისად,
ეს
საკითხი
მოწესრიგებულია
და
საჭირო
სამართლებრივი გარანტიები უზრუნველყოფილია მოქმედი კანონით, ხოლო ამ საკითხის
სხვაგვარად
მოწესრიგების
საჭიროების
სათანადო
დასაბუთება
საკანონმდებლო
წინადადებაში წარმოდგენილი არ არის.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება მოსამართლეთა და ადვოკატთა საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების
გაზრდასთან დაკავშირებით (N1-14747/21; 12.11.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი