საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საქართველოში იურიდიული პროფესიის დაცვის შესახებ (№1-14076/21; 25.10.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3852/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3852/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ზურაბ ვანიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოში იურიდიული პროფესიის დაცვასთან დაკავშირებით (N1-14076/21; 25.10.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოში იურიდიული პროფესიის დაცვასთან დაკავშირებით (N114076/21; 25.10.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადების ავტორი აცხადებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქე იურისტს უზღუდავს იურიდიული მომსახურების ევროკავშირის ტერიტორიაზე გაწევის უფლებას, თუ ის ადვოკატთა ადგილობრივი ასოციაციის წევრი არ არის. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ანალოგიური შეზღუდვის საქართველოს ტერიტორიაზედაც დაწესება. II. კომიტეტის შეფასება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნებს, რომელთა შორის არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა და საქართველოს მოქალაქეობა.1 შესაბამისად, პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, და საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ არის, საქართველოში ვერ მოიპოვებენ ადვოკატის სტატუსს. საადვოკატო საქმიანობისა და ზოგადად იურიდიული საქმიანობის ერთნაირი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში მოქცევის საკითხთან მიმართებით კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საადვოკატო საქმიანობისა და ზოგადად იურიდიული საქმიანობის ერთნაირი 1 იხ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში მოქცევას ამჟამად არ გააჩნია სათანადო ლეგიტიმური მიზანი, რადგან საადვოკატო საქმიანობა და სხვა მიმართულებით იურიდიული საქმიანობა მნიშვნელობითა და ფუნქციური დანიშნულებით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ საკითხს განმარტავს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესიას მაღალი ფუნქციური დანიშნულება აქვს, „რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ადამიანის უფლებების დაცვა ადვოკატის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენს. [საქართველოს კონსტიტუცია] სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ მან გარანტირებული გახადოს დაცვის უფლება, რაც, ცხადია, გულისხმობს ადამიანის არამარტო ადვოკატით უზრუნველყოფას, არამედ კვალიფიციური და ეფექტური დაცვის განხორციელებას. ყოველივე ეს განაპირობებს ადვოკატის საქმიანობის სახელისუფლებო ფუნქციებთან სიახლოვეს და ადვოკატურის საჯარო ორგანიზაციის ფორმის მიზანშეწონილობას. საადვოკატო საქმიანობა საჯარო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებად მიიჩნევა. [...] მაშასადამე, ადვოკატი ჩართულია საჯარო ამოცანის განხორციელებაში. იგი თავისი კერძო საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასამართლო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ადვოკატი ერთდროულად ემსახურება როგორც კლიენტის კერძო ინტერესს, ისე სახელმწიფო ინტერესს. სწორედ იმის გამო, რომ ადვოკატი გარკვეულწილად ახორციელებს საჯარო ფუნქციებს, კანონმდებელი მას, თავისუფალი პროფესიის სხვა პირებთან შედარებით, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს და მოითხოვს მის სავალდებულო გაწევრიანებას სპეციალურ პროფესიულ გაერთიანებაში.“2 ამგვარად, ადვოკატის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ანალოგიური მნიშვნელობა და ფუნქციური დანიშნულება არ გააჩნია სხვა მიმართულებით იურიდიულ საქმიანობას და, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, სხვა მიმართულებით იურიდიული საქმიანობის განმახორციელებელი პირი უფრო მეტი პროფესიული თავისუფლებით სარგებლობდეს. შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობისა და ზოგადად იურიდიული საქმიანობის ერთნაირი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში მოქცევის აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის N1/5/323 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-2 პუნქტი. 2 წინადადება საქართველოში იურიდიული პროფესიის დაცვასთან დაკავშირებით (N114076/21; 25.10.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი