საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (იძულებით დადებულ გარიგებებზე ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადის 15 წლამდე გაზრდის საკითხი) (№1-2036/22; 22.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3853/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-2036/22; 22.02.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2036/22; 22.02.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლში („შეცილების ვადა“), რომელიც იძულებით დადებული
გარიგების შეცილების ვადას ადგენს: „იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო
გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.“ კერძოდ,
საკანონმდებლო წინადადება ამ ვადის 15 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო
წინადადების ავტორის აზრით, იძულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და, აქედან გამომდინარე, დაუშვებელია, რომ
სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად დადებული გარიგების ბათილობა დანაშაულის
ჩადენიდან 1 წლის გასვლისთანავე ხანდაზმული გახდეს.
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო წინადადების ავტორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მითითებულ
იძულებით დადებულ გარიგებას აკავშირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
150-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთან − იძულებასთან და, მიიჩნევს, რომ ამ გარიგების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სისხლისსამართლებრივი ბუნების გამო ასეთი გარიგების შეცილებისთვის დადგენილი 1წლიანი ვადა 15 წლამდე უნდა გაიზარდოს. თუმცა საკანონმდებლო წინადადებიდან არ
ვლინდება, თუ რა ფაქტორებზე დაყრდნობით იქნა გამოთვლილი აღნიშნული ვადა − 15 წელი,
რომელიც მისი კანონით დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე
მუხლის მიზნის, არსისა და დანიშნულების მეტ-ნაკლებად შესატყვისი და გონივრული
იქნებოდა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე
მუხლით განსაზღვრული დანაშაულის (იძულების) ჩადენისთვის გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 2
წელს,1 რომელიც საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ იძულებით დადებული
გარიგების შეცილების ვადაზე 7.5-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ბუნდოვანია, ერთსა და იმავე
ქმედებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი
ხანდაზმულობის
ვადებს
შორის
ასეთი
განსხვავების
მიზანშეწონილობა,
რომლის
დასაბუთება არც საკანონმდებლო წინადადებიდან ვლინდება.
გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე
მუხლით დადგენილი იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადის გასვლის
შემთხვევაშიც კი პირს მაინც რჩება გარკვეული სამოქალაქოსამართლებრივი ბერკეტები, რომ
თავისი უფლებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად იდავოს; კერძოდ, ამ შემთხვევაში ის
ინარჩუნებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც მას ანიჭებს მეორე მხარის
მოთხოვნისაგან, როგორც ზიანისაგან, გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას.2 მეტიც,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ცალკე დადგენილია დანაშაულის შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის სპეციალური წესი.3
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების
განხორციელების აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
1 იხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12, 71-ე და 150-ე მუხლები.
იხ. გიორგი რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის
ზოგადი დებულებები, გვ. 527, 488:
http://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-civil_code_comm_I_Book.pdf
http://ewmi-prolog.org/images/files/9994CCCvol1.pdf
3 იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916−30921 მუხლები და სხვა სათანადო
ნორმები.
2
წინადადება
„საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2036/22; 22.02.2022) საკომიტეტო
განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი