საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ეკა ქობესაშვილი) მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხი) (№1-2214/22; 24.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3854/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3854/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ეკა ქობესაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2214/22; 24.02.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ეკა ქობესაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2214/22; 24.02.2022). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში და საერთო სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდეს მოსარჩელე საარჩევნო დავის შემთხვევაში. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, საარჩევნო დავა, როგორც წესი, არ არის მიმართული მოსარჩელის კერძო ინტერესის დაკმაყოფილებისკენ, არამედ იგი ემსახურება საჯარო ინტერესების დაცვას და, ამდენად, ასეთ დავაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების არსებობა მიზანშეუწონელია. II. კომიტეტის შეფასება სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაწესებას თავისი მიზანი, მნიშვნელობა და საჭირო დანიშნულება აქვს. ამ საკითხთან მიმართებით საგულისხმოა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის თანახმად, სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის დაწესების მიზანია დაუსაბუთებელი სარჩელების შემცირება და სასამართლოს თვითმიზნური გადატვირთვის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პრევენცია, სამართალწარმოების თვითმიზნური და დაუსაბუთებელი სარჩელებისაგან დაცვა;1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის დაწესების საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავს: „სახელმწიფო ბაჟის დაწესება ამცირებს დაუსაბუთებელი, უმიზნო სარჩელების წარდგენის ალბათობას. სახელმწიფო ბაჟის დაწესება ხელს უწყობს მხარეების მიერ სარჩელის მხოლოდ რეალური საჭიროების პირობებში წარდგენას, მაშინ, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიმართ მას რეალური სამართლებრივი მოთხოვნა გააჩნია.“2 ამავე საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი უთითებს, რომ მართლმსაჯულების სამართლიანი ადმინისტრირების ინტერესის გამო დასაშვებია სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისთვის ფინანსური მოთხოვნის დადგენა.3 ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრებებიც მოწმობს, რომ სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების არსებობას მნიშვნელოვანი მიზანი და დანიშნულება აქვს, ხოლო დავის საგნის ხასიათი (მაგალითად, კერძოსამართლებრივი დავა, საჯაროსამართლებრივი დავა) ამ ვალდებულების საჭიროების განმსაზღვრელი ერთადერთი ინდიკატორი არ არის. შესაბამისად, სასამართლოში განსახილველ ცალკეულ კატეგორიათა საქმეებთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის ხელაღებით გაუქმება მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლო დავა მოსარჩელის კერძო ინტერესის დაკმაყოფილებას არ ემსახურება, მიზანშეუწონელია. პირიქით, სახელმწიფო ბაჟის გაუქმებამ ასეთ შემთხვევებში შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ყოველმხრივ და სათანადო მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვს, რომლებსაც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობა სასამართლოში განსახილველ მთელ რიგ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეღავათებსა და ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც, ზოგ შემთხვევაში − მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას, ზოგ შემთხვევაში კი იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16. 2 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15; აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14. 3 იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს: 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ვაისმანი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Weissman and Others v. Romania), ECHR (extracts), 35-ე პუნქტი; 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე კროიცი პოლონეთის წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), 59-ე პუნქტი; 1995 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ტოლსტოი მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom), 61-ე პუნქტიდან. 1 ცალკეულ პირთა ჯგუფის გამორიცხვის პრინციპს ეფუძნება. ამის ერთ-ერთი მაგალითია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმადაც, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მისი დაწესებულება, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაცია და გაერთიანება, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. ამდენად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეულმა პირებმა ან ცალკეულ პირთა ჯგუფებმა ისარგებლონ შეღავათით სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, თუ ეს აუცილებელია მათი სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა დღესდღეობით არ არსებობს და, შესაბამისად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ეკა ქობესაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2214/22; 24.02.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი