საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ უძრავი ნივთის გამქირავებელთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ (№1-15681/21; 03.12.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3855/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე უძრავი ნივთის
გამქირავებელთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით (N115681/21; 03.12.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
უძრავი
ნივთის
გამქირავებელთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესებასთან დაკავშირებით (N1-15681/21; 03.12.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლში („აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების
მოვალეობა“), რომელიც ადგენს: „მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის)
გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები.“ საკანონმდებლო წინადადების
ავტორის აზრით, კოდექსის ეს ნორმა მეიჯარეს მომეტებულ და უსამართლო ტვირთს
აკისრებს, ხოლო მოიჯარეს დაუმსახურებელ სარგებელს ანიჭებს, რადგან მეიჯარეს საიჯარო
ქირით მიღებული შემოსავლიდან თანხის დიდი ნაწილის მოიჯარისთვის დაბრუნება უწევს.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის ნორმის გაგებით, კაპიტალურ ხარჯებს
განეკუთვნება ისეთი საინვესტიციო ხარჯები, რომლებსაც სწევს მოიჯარე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მისი საკუთვნებლის მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად, რაც ზრდის იჯარის საგნის ღირებულებას, ხოლო საზღაურის ოდენობა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მოიჯარის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯებით განისაზღვრება.1 ამ მუხლით
გათვალისწინებულ ვალდებულებას კოდექსი მეიჯარეს აკისრებს მიმდინარე რემონტის
ჩატარების ვალდებულების საპირწონედ, რომელიც, იმავე კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად,
მოიჯარეს ეკისრება2 (კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის მიხედვით,
„მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი,
შეაკეთოს საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები.“).
ამგვარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის ნორმის არსებულ შინაარსს
ლოგიკური ლეგიტიმური მიზანი, მნიშვნელობა და საჭირო დანიშნულება აქვს. შესაბამისად,
ამ ნორმის კოდექსიდან ამოღება ან მასში ძირეული ცვლილების შეტანა მისი და მასთან
დაკავშირებული სხვა ნორმების (მათ შორის, კოდექსის 595-ე მუხლის) სისტემური ანალიზისა
და სათანადო დასაბუთების გარეშე მიზანშეუწონელია. ამგვარი ანალიზი და დასაბუთება კი
საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი არ არის.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
უძრავი
ნივთის
გამქირავებელთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
გაუმჯობესებასთან დაკავშირებით (N1-15681/21; 03.12.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად
ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1 იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 598-ე მუხლი: http://www.gccc.ge
2 იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 598-ე მუხლი: http://www.gccc.ge