საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა არასამთავრობო ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასია“ (მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1994/22; 21.02.2022) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-3867/22
01-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 21 თებერვლის
N124/16 გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს,
როგორც წამყვან კომიტეტს, დაევალა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდათავისუფალი კავკასიის“ (მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1994/22; 21.02.2022) განხილვა.
გთხოვთ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა
გაგვიგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge