საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებაში შესწორებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222150219
02.04.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: კონკორდატში ცვლილების შეტანის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე–9 მუხლის მე–2
ნაწილში შეასწოროთ ორთოგრაფიული შეცდომა: სიტყვა "მომქმედი" არ არსებობს ქართულ
ენაში. შესაბამისად, მის მაგივრად, გთხოვთ, ჩაწეროთ "მოქმედი". აღნიშნული აქტის
რეკვიზიტებია: მიღების თარიღი: 22/10/2002, დოკუმენტის ტიპი: საქართველოს
პარლამენტის დადგენილება, გამოქვეყნების წყარო, თარიღი: სსმ, 116, 27/11/2002.
დოკუმენტები:
1 ) კონრკორდატი.pdf;
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
დანართი
4/2/22, 6:23 PM
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტ…
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შო
კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცებულ იქნეს ქ. მცხეთაში 2002 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება „ს
სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“.
2. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონს
შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პ
კომიტეტებთან ერთად შეიმუშაოს და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს
საკანონმდებლო აქტები, მათ შორის, კანონპროექტი „სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის კულტურული მემ
საკუთრების სფეროში უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 22 ოქტომბერი.
№1697–Iს
კონსტიტუციური შეთანხმება
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შო
– საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი, როგორც დამოუკიდებელმა და დემ
სახელმწიფომ;
– საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლ
ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და მისი სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი დ
მცხეთა, საპატრიარქო კათედრებია, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა;
– მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რ
რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები;
– საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია;
– საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ
განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად:
საქართველოს სახელმწიფო (შემდგომში სახელმწიფო), წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტით და საქართველოს
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში ეკლესია), წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოსდებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება):
მუხლი 1
1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაც
მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთნხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროშ
განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.
3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, – სახელმწიფოს მიერ
სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური
ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრ
სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთ
უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.
5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.
6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.
მუხლი 2
სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია, არ გასცეს
რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.
მუხლი 3
სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით
ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.
დადგენილი
წესით.
სა
მუხლი 4
1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.
2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებში და თა
აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას
3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication=0&fbclid=IwAR0_S5drMxf81d9YbMBoLTbCB1JpSwFeNX6kVvJV8XgOAVBxdp79iUT9oTg
1/4
4/2/22, 6:23 PM
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტ…
მუხლი 5
1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითი
პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.
2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამი
დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.
3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები.
ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.
მუხლი 6
1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმ
რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამ
ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ი
გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.
5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირუ
არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.
6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და
გამოყენებაზე, აგრეთვე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.
მუხლი 7
1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს
(მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.
2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრებ
სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.
მუხლი 8
1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგან
საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).
2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა დ
ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).
მუხლი 9
1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფა
მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის.
2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მომქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზ
საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქო
აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.
მუხლი 10
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებ
ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთ
მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.
მუხლი 11
1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობი
პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის
მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტ
დადგენილება 183; 12.04.90).
2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა
დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში), რომელიც მოამზადებ
ნორმატიული აქტების პროექტებს.
მუხლი 12
1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.
2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძვ
მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.
3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
საქართველოს სახელმწიფოს
სახელით
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე
საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური
ეკლესიის სახელით
სრულიად საქართველოს
მართლმადიდებელი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication=0&fbclid=IwAR0_S5drMxf81d9YbMBoLTbCB1JpSwFeNX6kVvJV8XgOAVBxdp79iUT9oTg
2/4
4/2/22, 6:23 PM
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტ…
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
ტერმინთა განმარტება
1. სამოციქულო საყდარი – ეკლესია, რომელიც დაარსებულია ქრისტეს წმიდა მოციქულთა (ან მოციქულის) მიერ.
2. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია – საეკლესიო კანონიკური ნორმით არსებულ ადგილობრივ (ავტ
მართლმადიდებელ ეკლესიათა სულიერი ერთობა, რაც ხორციელდება (გამოხატულია) საეკლესიო საიდუმლოებების ურთიერ
ეკლესიის მეთაურთა მიერ წირვა-ლოცვის დროს ურთიერთმოხსენიებით.
3. ავტოკეფალია – ადგილობრივი ეკლესიის სრული თვითმმართველობა; მმართველი ორგანოების არჩევისა და დანი
საეკლესიო ცხოვრების წარმართვის (წმიდა მირონის კურთხევა, კანონიკური განჩინებების გამოცემა და სხვა) დამოუკიდებლობ
4. საეკლესიო კრება – მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება მღვდელმთავრებისაგან, სხვა
პირთა დელეგატებისა და ერისკაცთა წარმომადგენლობისაგან.
5. წმიდა სინოდი – ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლეს
გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს. წმიდა სინოდს ხელმძღვანელობს ეკლესიის მეთაური (კათოლიკოს-პატრიარქი).
6. კათოლიკოს-პატრიარქი – წმიდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანოს) თავმ
საპატრიარქოს ხელმძღვანელი.
7. ქორეპისკოპოსი – კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე სასულიერო პირი, რომელიც განაგებს საეკლესიო ცხოვრები
სფეროს. ქორეპისკოპოსს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.
8. მდივანი – კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებ
რაოდენობას განსაზღვრავს კათოლიკოს-პატრიარქი.
9. სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი – სადაც ტარდება ადგილობრივი გაფართოებული კრებები, იკურთხება წმიდა მი
კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა და ახლადარჩეული მღვდელმთავრების ხელდასხმა; ამავე დროს იგი არის უძველესი და
საპატრიარქო კათედრა.
10. საპატრიარქო კათედრა – უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს დაქვემდებარებული ანუ სტავროპიგიალური ტერიტორ
სადაც არის კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია და საპატრიარქოს ან მისი რომელიმე სტრუქტურის ადგილსამყოფელი.
11. საპატრიარქო – კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით დადგენილ საეკლესიო განყოფილებ
სტრუქტურულ ერთეულთა ერთობლიობა.
12. საეკლესიო (კანონიკური) სამართალი – მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებისა და წესების ერთო
გულისხმობს მოციქულთა კანონებს, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა და წმიდა მამების დადგენილებებს); ხოლო ს
ეკლესიისთვის – ასევე ადგილობრივი ეკლესიის კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ეკლესიის დღ
მართვა-გამგეობის წესდება (დებულება), საქართველოს საეკლესიო კრების, წმ. სინოდის და კათოლიკოს-პატრიარქის მიერ
განჩინებები და სხვა (საეკლესიო) სამართლებრივი აქტები.
13. აღსარება – სინანულის საიდუმლო, დაწესებული თვით იესო ქრისტეს მიერ. იგია სულიერი განწმენდის მიზნით უ
მოძღვართან ნებაყოფლობითი აღიარება ცოდვისა, რომლის სხვასთან თქმის უფლება სასულიერო პირს არა აქვს.
14. საეკლესიო საიდუმლოება – ეკლესიის კონფიდენციალური ინფორმაცია.
15. სასულიერო პირი – მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდასხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონოზო
მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის დადგენ
16. სულიერი მოძღვარი – მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისაგან იბარებს ა
წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას.
17. ჯვრისწერა – საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი, რომლის აღსრულების შემდეგ, საეკლესიო
ახლადდაქორწინებულთა ოჯახი ხდება კანონიერი.
18. ღვთისმეტყველება – საეკლესიო და სასულიერო-საგანმანათლებლო სწავლება ღმერთის შესახებ.
19. მონასტერი – ეპისკოპოსის კურთხევით დაარსებული ბერ-მონოზონთა სავანე, რომელიც ეპისკოპოსის მიერ დადგენილი
(ცხოვრების წესი) ხელმძღვანელობს.
20. საეკლესიო საგანძური – საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების სიწმიდეები (ფერწერული, ჭედური, მინანქრ
ჯვარი; სანაწილე, პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, გარდამოხსნა), რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა და მაღალმხატვრული
21. წმიდა ნაწილები – მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილ მოწამეთა და მოღვაწეთა სხეულის ნაწილებ
22. წმიდა რელიკვია – მაცხოვრის, ღმრთისმშობლის და წმიდანთა ცხოვრებასთან დაკავშირებული საგნები და ნივთები.
23. საეკლესიო ნივთი – საღვთისმსახურო და სულიერი დანიშნულების საგნები.
24. ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია – ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიაა შემდეგი სიტყვები: „ს
სამოციქულო“; „ავტოკეფალური“; „მართლმადიდებელი“; „კათოლიკოს-პატრიარქი“; „წმიდა სინოდი“.
25. საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქცია – ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (
პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), – მათი პროექტირება, არქეოლოგია,
რესტავრაცია-კონსერვაცია; საეკლესიო მხატვრობა; საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები (ბარძიმ-ფეშხუმი, ლახვარი, სანაწ
გარდამოხსნა, ემბაზი, ანალოღია, შანდალი, ტაკუკი, ვარსკვლავი, საცეცხლური, სასაკმევლე, კიოტი, საეკლესიო ნახშირ
კვერთხი, პანაღია, სუდარა, სანათლავი, კვართი, სარტყელი, საეკლესიო სამშვენისი, ნაკურთხი წყლის, ღვინის, მიწის, ზეთისა
ჭურჭელი); ხატი, ჯვარი, საეკლესიო სანთელი, საღვთისმსახურო (სარიტუალო) ღვინო, საკმეველი, საკანდელე ზეთი, წ
სეფისკვერი (სარიტუალო პური); სასულიერო პირის შესამოსელი; მომლოცველობა; საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და
საგანმანათლებლო ლიტერატურა, ასევე ამ დანიშნულების ტელეკინო-ვიდეო-აუდიო და რადიო პროდუქცია.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication=0&fbclid=IwAR0_S5drMxf81d9YbMBoLTbCB1JpSwFeNX6kVvJV8XgOAVBxdp79iUT9oTg
3/4
4/2/22, 6:23 PM
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტ…
26. საღვთისმსახურო ქონება – ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი, წმიდა ნაწილები, წმიდა
საეკლესიო ნივთები.
27. ეკლესიის ოფიციალური სიმბოლიკა – მოცემულია ეკლესიის მართვა-გამგეობის წესდებაში;
28. დიდი საეკლესიო დღესასწაულები:
– წმიდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი);
– მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (15 თებერვალი);
– ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი);
– სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის კვირადღე (გარდამავალია);
– ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია);
– საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე (12 მა
– ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო);
– შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი);
– მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი);
– ტაძრად მიყვანა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი).
https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication=0&fbclid=IwAR0_S5drMxf81d9YbMBoLTbCB1JpSwFeNX6kVvJV8XgOAVBxdp79iUT9oTg
4/4