საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (მეწარმის მიერ პირადი ქონების გაყიდვის დეკრიმინილიზაციის საკითხი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222150320
02.04.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: მეწარმის მიერ პირადი ქონების გაყიდვის დეკრიმინალიზაცია
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღეთ 205 პრიმა მუხლი, რომლის დისპოზიციის
თანახმად, დანაშაულად არის შერაცხული შემდეგი ქმედება: საწარმოში ან სხვა
ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური
უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და
თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი
ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით". აღნიშნული მუხლი წარმოადგენს
სახიფათო სამართლებრივ ინსტრუმენტს,, ვინაიდან მისი გამოყენების შესაძლებელია
პირადი ქონების გასხვისების (გაყიდვა, გაჩუქება) ნებისმიერი საწარმოს დირექტორისთვის
წაყენებული იქნას ბრალი ქონების გასხვისების გამო. ასეთი საკანონმდებლო ნორმის
არსებობა დიდ საფრთხეს უქმნის მეწარმეებს, ვინაიდან ფაქტიურად ნებისმიერი მათგანის
მიერ პირადი ქონების გასხვისების ფაქტი და თუნდაც ერთი მომჩივნის არსებობა ქმნის
მეწარმის დაპატიმრების შესაძლებობას. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების
თანამედროვე ეტაპზე, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტების მიუკერძოებლობა
სრულად არის გარანტირებული, ამგვარი დამოკლეს მახვილის არსებობა საკმაოდ სახიფათი
ინსტრუმენტს წარმოადგენს სახელმწიფოს ხელში. დაუშვებელია, ქონების გასხვისება
დამოუკიდებელ დანაშაულს წარმოადგენდეს. ამგვარი ბარბაროსული ნორმა მსოფლიოს არც
ერთ ქვეყანაში არ არსებობს, 2022 წლის მდგომარეობით. გთხოვთ, საკითხი ჯეროვნად
გამოიკვლიოთ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დახმარებით, ასევე – მოიპოვოთ ვენეციის
კომისიის ან სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, და როდესაც
საბლოოდ დარწმუნდებით, რომ ანალოგი არ არსებობს, გთხოვთ, ძალადაკარგულად
გამოაცხადოთ იგი. ასეთი ნორმის გაუქმება პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის
დემოკრატიული განვითარების მიზნებისთვის.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: