საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (კონტრდაზვერვაზე მოსამართლეთა კონტროლის უტოპიური მუხლის გაუქმება)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222150421
02.04.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: კონტრდაზვერვაზე მოსამართლეთა კონტროლის უტოპიური მუხლის გაუქმების
შესახებ
შინაარსი: გთხოვთ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონიდან ამოიღოთ ის
ნორმა, რომელიც საერთოდ არ მუშაობს და თავად მოსამართლეებსაც არანაირი შეხება არ
გააჩნიათ მის შინაარსთან. იგი წარმოადგენს საკანონმდებლო სივრცეში არსებულ უმოქმედო
ნორმას, ანალოგიურს "ამხანაგური სასამართლოები"–სა, რომლის ამოღებასაც ასკ–დან დიდ
წინააღდეგობას უწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. გთხოვთ,
გამოიკვლიოთ და მოიპოვოთ უზენაესი სასამართლოს და პარლამენტის კბვლევითი
ცენტრის კვლევა/პოზიცია და ამ მუხლის გამოყენების სტატისტიკა და დარწმუნდებით მის
უსარგებლობაში, გამოუყენებლობაში და არაადექვატურობაში. აღნიშნული კანონის 21–ე
მუხლის ის ნორმატიული შინაარსი მოსამართლეს ანიჭებს კონტრდაზვერვის სამსახურზე
ზედამხედველობის ფუნქციას ("1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: (ზ) განსაზღვრავს
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე." დამეთანხმებით, რომ
კონტრდაზვერვის ზემოთ მოსამართლის ამგვარი პოზიცირება სრულიად მოკლებულია
პრაქტიკულ შინაარსს, აღნიშნული ნორმა ფაქტიურად ფარისევლური, ფასადური და
უსარგებლო ჩანაწერია.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: