საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს დაქვემდებარებული ჟანდარმერიის შექმნასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222150623
02.04.2022
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
ცნობისათვის
სათაური: პარლამენტს დაქვემდებარებული ჟანდარმერიის შექმნა
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
განიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის და შსს საპატრულო პოლიციის და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის
ბაზაზე შეიქმნას უშუალოდ პარლამენტს დაქვემდებარებული ერთიანი ჟანდარმერიის
სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო წესრიგის
დაცვაზე, საზღვრის კონტროლზე, მოძრაობის კონტროლზე, კრიმინალურ გამოძიებებზე და
სხვა ზოგად საპოლიციო საკითხებზე. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე
მოხდება ვატიკანის კანონმდებლობის გამოცდილების გაზიარება, რომელშიც მოქმედებს
ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჟანდარმთა კორპუსი. საკანონმდებლო ცვლილებები
გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის გაზრდას, გაძლიერდება
საპარლამენტო კონტროლი ჟანდარმერიის საქმიანობაზე.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: