საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 4 აპრილს ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაზე მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-4196/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-4196/22 06-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 4 აპრილს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეი იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის (შემდგომში - კომიტეტი) სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის - გივი მიქანაძის ანგარიში მ.წ. 4 აპრილს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეი იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის (შემდგომში - კომიტეტი) სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რეზოლუციის „ძალოვანი ოფიცრების მიერ გადამეტებული და დაუსაბუთებელი ძალის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია“ პროექტისა და მისი თანმდევი ანგარიშის პროექტის (შემდგომში ანგარიში) განხილვა და დამტკიცება. ანგარიშის მე-20 პუნქტის ბოლო წინადადება ასახავდა 2019 წლის ივნისში ძალოვნების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ არასწორ ინფორმაციას შემდეგი ტექსტით: „Excessive force using tear gas and rubber bullets marked a nonviolent demonstration in June 2019 in front of the Georgian parliament in the context of political tensions over the electoral reforms“ (არაოფიციალური თარგმანი: 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმართ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებით ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური დაძაბულობით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით). კომიტეტის სხდომამდე და ოფიციალურად კომიტეტის სხდომაზე ჩემს მიერ წარდგენილი ინფორმაციის, არგუმენტებისა და აშშ სახემწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მითითებით (US State Department 2020 Investment Climate Statements: Georgia at https://www.state.gov./reports/2020investment-climate-statements/georgia), ანგარიშის რაპორტიორი და კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელობა დათანხმდნენ სათანადო ცვლილებების შეტანას. კერძოდ, ზემოაღნიშნული ტექსტის ნაცვლად ჩაიწერა ჩემს მიერ შეთავაზებული შემდეგი შინაარსის ტექსტი: „Alleged excessive use of force (tear gas and rubber bullets) by the law enforcement officers were reported. The protests started as peaceful, but later transformed into a violent one and the law enforcement officers felt obliged to confront the protesters who, following the calls from the opposition leaders, tried to storm into the Parliament building. The protests were held to condemn the participation of a Russian MP in the Inter-parliamentary Assembly on Orthodoxy (IAO) event taking place in the Parliament of Georgia in June 2019“ (არაოფიციალური თარგმანი: გავრცელდა ინფორმაცია სამართალდაცავი ოფიცრების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე (ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები). პროტესტი დაიწყო მშვიდობიანად, მაგრამ მოგვიანებით გადაიზარდა ძალადობრივში და სამართალდამცავმა ოფიცრებმა ვალდებულად ჩათვალეს თავი წინააღმდეგობა გაეწიათ მომიტინგეებისთვის, რომლებიც ოპოზიციის ლიდერების მოწოდების საფუძველზე ცდილობდნენ შტურმით შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში. პროტესტი რუსი პარლამენტის წევრის მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის გამოძახილი იყო, რაც 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის სასახლეში ტარდებოდა). კომიტეტის სხდომაში მონაწილეობამ შესაძლებელი გახადა კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც გამოიხატა ჩემს მიერ კომიტეტის გადაწყვეტილების მხარდაჭერაში მიმართოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს აპრილის საგაზაფხულო სესიაზე ჩაინიშნოს დებატები საკითხზე „რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა“. კომიტეტზე განხილულ იქნა მოხსენება „პოლიტიკური პატიმრები რუსეთის ფედერაციაში“, სადაც მწვავედ დაისვა მომხსენებელთა მხრიდან პოლტიკურად მოტივირებული მართლმსაჯუების და არსებული პოლიტიკური პატიმრების მიერ სასჯელის მოხდის პირობები რუსეთში. დამატებით აღინიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ამ ფაქტის დამგმობი 15 ათასამდე რუსეთის მოქალაქე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აპრილში, საგაზაფხულო სესიის დასრულების მომდევნო დღეს, 29 აპრილს ჩატარდება მორიგი სხდომა და კომიტეტის წევრებს ეთხოვათ ამ სხდომაზე დასწრება. ჩემს მიერ დაფიქსირდა ზაობა აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კომიტეტის დასრულების შემდეგ შევხვდი კომიტეტის აპარატის უფროსს - გიუნტერ შრიმერს. წარვადგინე ჩემს მიერ შუამდგომლობის „კოვიდ-19 და მისი გავლენა ევროპის ციხის მოსახლეობაზე“ მოსამზადებელი ანგარიშისთვის კვლევის ჩასატარებელი კითხვარი, რაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს უნდა გადაეგზავნოს. შევთანხმდით, რომ მოხდება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წევრის ან ექსპერტის დაკონტრაქტება, რომელიც წარმოდგენილი კითხვარის საფუძველზე ჩაატარებს კვლევას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთ ან ორ ქვეყანაში ჩაინიშნება და განხორციელდება შემსწავლელი მისია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე განხორციელდება საპარალემნტო ასამბლეისთვის შესაბამისი რეზოლუციის პროექტის მომზადება. პატივისცემით, გივი მიქანაძე 05.04.2022