„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე
ნომერი
#07-3/187/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ს.კ. 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-3“ პუნქტი: „ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება 30¹ მუხლის, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მე-17 მუხლის I პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს (მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო) ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. 3. ამოღებულ იქნეს 30¹ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; 4. 30¹ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა¹“ ქვეპუნქტი: „საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება“; 5. ამოღებულ იქნეს 30¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; 1 6. 30¹ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ¹“ ქვეპუნქტი: „საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება“. 7. 30¹ მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირები და მათი შვილები, რომლებმაც კონფლიქტის შედეგად დატოვეს ქვეყნის ტერიტორია, ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პროცედურებს თუ მის მიმართ არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება“ 8. ამოღებულ იქნეს 30² მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; 9. 30² მუხლის, პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ¹“ ქვეპუნქტი: „1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელსაც 2009 წლის 01 იანვრამდე უცხოვრია საქართველოში და რიგი გარემოებების გამო იძულებით მოუწია ქვეყნის დატოვება“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 01 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროქტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 1989 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5.443,359 ადამიანს. 1979 წლის მონაცემებთან შედარებით (5.014,765), ეს მაჩვენებელი გაზრდილი იყო 8,55 %-ით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3.728,573 კაცს. მოსახლეობის რიცხოვნობის ამსახველი ეს ციფრები, მკაფიოდ გადმოგვცემენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ და მიგრაციულ მწვავე პრობლემებს. განსაკუთრებით ნიშანდობლივია 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა. ემიგრაციაში მიდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. საუბედუროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება და საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. XX საუკუნის მიწურულს შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მიგრაციის კიდევ ერთი კერა გააჩინა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შედეგად, ამ რეგიონების მოსახლეობა თითქმის სამი ათწლეულია დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია. ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად შესამჩნევია ემიგრანტების დაბრუნების კლებადი ტენდენციაც. ემიგრანტები, რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. პირველ რიგში ამ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს არასრულყოფილი კანონმდებლობა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიც კი. საქართველოს მოწყვეტილნი არიან არა მხოლოდ ემიგრაციაში წასული პირები, არამედ მათი შვილებიც, რომლებიც დღითიდღე შორდებიან მშობლიურ ფესვებს. დემოგრაფიული სტატისტიკა საქართველოში უარესდება. აღნიშნული რთული ვითარების გამოსასწორებლად, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება შობადობის მატებაზე და გარე მიგრაციის დონის შემცირებაზე. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ისეთი საკანონმდებლო რეგულაციების გატარება, რომელიც დაიცავს ბედის უკუღმართობით, ქვეყნიდან წასულ პირებს და დახმარებას გაუწევს მათ, რათა ოჯახთან ერთად დაუბრუნდნენ სამშობლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას გარდაუვალი შემცირება ემუქრება, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებიც ადასტურებს. ჩატარებული კვლევებისა და 1 დემოგრაფიული მდგომარეობის პროგნოზის მიხედვით, თუ სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის მკვეთრად შემცირდება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და მისცეს მათ საქართველოში დაბრუნების საშუალება და მოტივაცია. სახელმწიფო ვალდებულია, ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახს ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს, რაც შემდეგი განხილვის საგანს წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველჰყოფდა ამ მიზნის მიღწევას. კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც თავისი მოქმედების ფარგლებში, გააადვილებს საქართველოდან რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანების და მათი შვილების მოქალაქეობის მიღების საკითხს. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშეწყობის საკითხი, ჟენევის დისკუსიებში განსახილველ სხვა საკვანძო თემებთან ერთად მეტ აქტუალობას იძენს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჰუმანიტარულ ჯგუფში ბოლო რაუნდების განმავლობაში განსაკუთრებით პრიორიტეტულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რაიონებში არსებული სიტუაცია. აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მგდომარეობა და მათთვის აქტუალური სხვა ყოფითი საკითხები. კერძოდ - გადაადგილების თავისუფლების და ახლობლებთან, ნათესავებთან კონტაქტის შეზღუდვის პრობლემა. კანონპროექტის მიზანია სხვადასხვა მიზეზების გამო სამშობლოს მოწყვეტილ პირთათვის (და მათი შვილებისთვის) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცედურული ნორმების გამარტივება და მოქალაქეობის საკითხის ახლებური რეგლამენტაცია, არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, ისეთი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება, რომელიც უზრუნველჰყოფს საზოგადოებაში ამ ადამიანების სრულფასოვან ინტეგრაციას, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების გზით. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების საკითხი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად ამარტივებენ კანონპროექტის ადრესატთათვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, სამწუხაროდ პრაქტიკული თვალსაზრისით აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველჰყოფენ მის ეფექტურ რეალიზაციას. 2 სამწუხაროდ ჩვენ არ ვიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც დაიცავს მთელს მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებს. საჭიროა ისეთი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს საქართველოდან წასულ და გაფანტულ ადამიანებს, ინტერესს და მოტივაციას გაუჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა საბოლოოდ დაბრუნდნენ სამშობლოში თავიანთ შვილებთან ერთად. ამ მიზეზით საჭიროა კანონის ახალი რედაქციით ამოქმედება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ემიგრაციამ და იმიგრაციამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ქვეყნის საერთო მდგომარეობა. ამ მიზეზით იგი მუდმივად განხილვის საგანია და არ კარგავს აქტუალობას. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონის ცვლილებები, დადებითად იმოქმედებს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც სამოქალაქო დაპირისპირებების ან სხვა გაუთვალისწინებელი საგანგებო ვითარების მიზეზით მოუწია სამშობლოს დატოვება და იძულებით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შეეხებათ მათ შვილებსაც. აუცილებელია კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ, რომ დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიცაა ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ქვეყნის გაძლიერებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივებაზე იმ პირების (და მათი შვილების) მიმართ, რომლებსაც რიგი გარემოებების გამო (ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური, იძულებითი, ომის პირობებში) მოუწიათ ქვეყნის დატოვება და სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლა. ასევე საქართველოში დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ამ პირთა შვილების მიმართ. კერძოდ: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 მუხლში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ გავრცელდება 30¹ მუხლის, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ეს უკანასკნელი შემდგომ აისახება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 30¹ მუხლშიც, სადაც პირველ პუნქტს დაემატება „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირები და მათი შვილები, რომლებმაც კონფლიქტის შედეგად დატოვეს ქვეყნის ტერიტორია, ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების პროცედურებს თუ მის მიმართ არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება 3 მეტი კონკრეტიკისთვის, უნდა მოხდეს მე-17 მუხლის პირველი პუნქტის რედაქტირება და მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს (მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო) ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს“. აქვე 30¹ მუხლის პირველი პუნქტის რედაქტირების მიზნით, ამოღებულ იქნება „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომელთა ადგილს დაიკავებს, „ა¹“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით: „საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება“. და „ბ¹“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით: „საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება“. იმისათვის, რომ გაფართოვდეს კანონპროექტის ადრესატთა წრე, ამოღებულ უნდა იქნეს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 30² მუხლის (საქართველოს მოქალაქეობის დადგენა), პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ¹“ ქვეპუნქტი: „1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელსაც 2009 წლის 01 იანვრამდე უცხოვრია საქართველოში და რიგი გარემოებების გამო იძულებით მოუწია ქვეყნის დატოვება“. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივება, რომელსაც სამოქალაქო დაპირისპირებების ან სხვა გაუთვალისწინებელი საგანგებო ვითარების მიზეზით მოუწია სამშობლოს დატოვება და იძულებით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. სწორედ აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს კონკრეტული თარიღი (01.01.2009) რადგან კანონში გათვალისწინებული იყოს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირებიც, რომლებსაც მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. 4 ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტის მიზნიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების საკითხის ამგვარი მოწესრიგება. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონის უკუძალას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ - იუსტიციის სახლის ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღების შედეგად თუ გაიზრდება იმ პოტენციურ პირთა რაოდენობა, რომლებიც გააკეთებენ განაცხადს საქართველოს მოქალაქეობაზე, შესაბამისად გაიზრდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შემოსავლები, გამომდინარე იქედან, რომ ეს მომსახურება არის ფასიანი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირთა რაოდენობა, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კადრების არსებული რესურსის ფარგლებში აწარმოებს საქმეს. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც 5 მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც დაინტერესდებიან საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხით და მოუწევთ ამ მომსახურების საფასურის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობა კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან კანონპროექტის მომზადება არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. დ) კანონმპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 6 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; არ არსებობს კანონმდებლობის მომზადების პროცესში, ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ გაწეული კონსულტაციები. დ.ბ.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ არ არსებობს . დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; კანონპროექტის მომზადების პროცესში არ ყოფილა გამოყენებული სხვა ქვეყნების გამოცდილება მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ფრიდონ ინჯია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე. 7