საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4222/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-4222/22 06-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 31 მაისის N60/3 გადაწყვეტილებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) დაევალა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძისა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) განხილვა. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 7 თებერვლის N118/3 გადაწყვეტილებით კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდა მიმდინარე წლის 7 აპრილამდე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომაზე მის წარმოდგენას, გთხოვთ, დასახელებულ კანონპროექტზე 1 თვით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge