საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 6 აპრილის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება ხარისხიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში - თემატური მოკვლევის დაწყებისა და ჯგუფის შემადგელობის დაკომპლექტების თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ხათუნა კვიციანი, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე; თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი - თამარ ტალიაშვილი)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-4217/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-04-06
კომიტეტის სხდომის ნომერი 41

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2022 წლის 6 აპრილი, 11:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (07-3/181; 22.03.2022) განხილვა; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის განსახილველი საკითხები 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/105; 06.12.2021) განხილვა III მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2. პარლამენტის წევრის კ. კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/85; 22.06.2021) განხილვა II მოსმენით; მომხსენებელი: კახა კახიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; 3. სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: თავმჯდომარე; გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 4. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: თავმჯდომარე. გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი N41 2022 წელი, 6 აპრილი, 11:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, ხათუნა კვიციანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, როსტომ ჩხეიძე, დავით ზილფიმიანი, თამარ ჩარკვიანი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ვალერიან გობრონიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარეებმა, თამარ ტალიაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურეს კვორუმის არსებობა და სხდომაზე დამსწრეებს წარუდგინეს განსახილველი საკითხი. დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (№07-3/181; 22.03.2022), განხილვა; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის განსახილველი საკითხები 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/105; 06.12.2021), განხილვა III მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე მეცნიერების მინისტრის მოადგილე; - საქართველოს განათლებისა და 2. პარლამენტის წევრის კ. კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/85; 22.06.2021), განხილვა II მოსმენით; მომხსენებელი: კახა კახიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი; 3. სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 4. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“. საკითხი შეეხება 2006 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლებას. ნინო წილოსანის განცხადებით 2006 წელს მიღებული სახელმწიფო კონცეფცია არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ბავშვთა ქორწინება, საზიანო პრაქტიკები, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ტრეფიკინგი, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, ხელოვნება და სპორტი, ასევე, ზემოაღნიშნული კონცეფცია მიღებული იქნა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით და ის არ ასახავდა ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელსაც საქართველო შეუერთდა, მათ შორის, სტამბოლის კონვენციასაც. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ითხოვა დაზუსტება იმ ჩანაწერის შესახებ, რომელიც დოკუმენტის მიხედვით ეხება შემდეგს: „გარდა ზოგადი უფლებრივი თანასწორობისა, არსებითი თანასწორობა, გულისხმობს იმას, რომ შედეგებიც თანაბარი დადგეს“ - დეპუტატმა იკითხა, თუ რა ტიპის შედეგები იგულისხმება და რა არის მიზანი, რის მიღწევის შემდეგაც ჩაითვლება, რომ კონცეფციამ იმუშავა. ვახტანგ მეგრელიშვილის მეორე კითხვა ეხებოდა თავად გენდერს - მის განსაზღვრებას, ამას გარდა, კომიტეტის წევრმა განაცხადა, რომ ის საკითხები, რომელზეც თავად საუბრობს, ხშირადაა განხილვის საგანი ეკლესიის მხრიდანაც და მას აინტერესებდა კონცეფციის შემუშავების პროცესის პარალელურად შედგა თუ არა კომუნიკაცია საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა ისაუბრა ტერმინების განმარტებასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ზოგიერთი განმარტება არის რთულად გასაგები და ითხოვა დაზუსტება ამის შესახებ. აგრეთვე, მისი კითხვა ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილს, თუ რატომ არის გამოყოფილი ცალკე და კაცთა მიმართ ძალადობა რატომ არ არის განსაზღვრული. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის, თამარ ჩარკვიანის განცხადებით კონცეფცია მეტ დამუშავებას საჭიროებს. მისი თქმით, თემა არის ძალიან რთული და ამიტომ ყურადღება უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ქალთა მიმართ ძალადობაზე, მისივე განცხადებით, არსებობს ფსიქოლოგიური და სხვა სახის ძალადობა ქალთა მხრიდანაც, შესაბამისად დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კონცეფციაში ეს მიმართულებაც იქნას მოყვანილი. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ სქესის განმარტების დროს ითხოვა ჩანაწერის შეცვლა, კერძოდ - ბიოლოგიური ან ანატომიური, ბიოლოგიური და ანატომიურით შეცვლილიყო. ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ თანამედროვე და განვითარებული მსოფლიო შეთანხმდა, რომ გადავედით უკვე იმ ეტაპიდან, როდესაც ქალებისთვის უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი. გენდერის და სქესის განმარტებასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ განმარტებები, რომელიც მოცემულია კონცეფციაში არის მხოლოდ ამ კონცეფციის მიზნებისთვის და ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს კანონს, შესაბამისად, მისი შესრულება სავალდებულო ხასიათის არ არის. მისივე განცხადებით, კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელსაც საქართველო შეუერთდა. სქესთან დაკავშირებით, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სხვა კანონებში, მათ შორის სამოქალაქო აქტების შესახებ კანონში, რეგულირებულია სქესის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხი, კონცეფციას, კი, ახალი რეგულაცია არ შემოაქვს. რაც შეეხება საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ინიციატორმა განაცხადა, რომ სურვილი და მზაობა არსებობს და ეს შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში მონაწილეობის საკითხის შესახებ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, აღნიშნა რომ სპეციალური ზომები მიღებულია პარლამენტის მიერ, მათ შორის, გენდერული კვოტირება, რომელიც უზრუნველყოფს ქალების ჩართულობის უფრო მეტ გარანტიებს. გამომსვლელის თქმით, კონცეფციის შედგენაში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ექსპერტებმა, შესაბამისად დოკუმენტი მომზადდა მაქსიმალური ჩართულობით და თუკი რომელიმე დეფინიციასთან დაკავშირებით არის რაიმე გაურკვევლობა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება. ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ მოცემული საკითხის გამოყოფის დროისთვის მიჩნეული იყო, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში ძალადობა ოჯახში და გენდერული ნიშნით, ძირითადად, მიმდინარეობდა ქალების მიმართ, თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არსებობს კაცთა მიმართ ძალადობაც. ვახტანგ მეგრელიშვილმა დაზუსტებების დროს განსაზღვრა, რომ აღნიშნული კონცეფცია არის სახელმწიფოს მიერ ჩარევა ადამიანების ნაწილის დაცვის მიზეზით, შესვლა ოჯახის ნაწილში და ადამიანების დაყოფა კატეგორიებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან ინტერესი გამოხატა ეკლესიის როლთან დაკავშირებით. მან ასევე ითხოვა დაზუსტება იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიისწრაფვიან კონცეფციის ავტორები. ასევე, მისი კითხვა შეეხებოდა იმ განსხვავებას, რომელიც აღნიშნულ მიდგომასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორისაა. ნინო წილოსანის განმარტებით, გენდერული ბიუჯეტირება თავის თავში გულისხმობს ბიუჯეტის იმგვარ ჭრილში განხილვას, რომ მეტი დადებითი გავლენა ჰქონდეს ქალების მდგომარეობაზე. პირობითად, მუნიციპალურ დონეზე გენდერული ბიუჯეტირება გულისხმობს შემდეგს - სოფლებში წყლის მომარაგების საკითხი, უმეტეს შემთხვევაში პრობლემაა და ითვლება, რომ წყალი უფრო მეტ გავლენას ახდენს ქალების ყოფაზე, ვიდრე კაცების, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის წევრებს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/105; 06.12.2021). ვალერიან გობრონიძის განცხადებით, II მოსმენის შემდეგ რედაქციული ხასიათის ცვლილებები კანონპროექტთან დაკავშირებით არ განხორციელებულა და კანონპროექტი III მოსმენით განსახილველად უცვლელი სახითაა წარმოდგენილი. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს III მოსმენით განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა კომიტეტის წევრებს II მოსმენით განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/85; 22.06.2021). მომხსენებლის განცხადებით კანონპროექტის მეექვსე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება რ/უ ქვეპუნქტი, რომელიც იზიარებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის თავდაპირველად წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებების განთავსდება უმაღლესი წინადადებას. კანონის თანახმად, დაემატება უმაღლესი სახელმწიფო სიმბოლოები პროექტს ნაწილიც საგანმანათლებლო აღნიშნულის და დაწესებულებების შენობებზეც. კახა კახიშვილის განცხადებით, მეთორმეტე მუხლს ემატება მეოთხე ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მეექვსე მუხლის, პირველი პუნქტის, რ/უ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობების, ფასადებისა და დაწესებულებების დასახელების აღმნიშვნელ აბრებზე. მეთხუთმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეთერთმეტე პუნქტი, ამ მუხლის მეათე პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს ამ კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის რ/უ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობების, ფასადებისა და დაწესებულებების დასახელების აღნიშნულ აბრებზე სახელმწიფო გერბის გამოყენების შემთხვევაში. მეჩვიდმეტე მუხლის სათაური ჩამოყალიბდა განახლებული რედაქციით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესისა და ჰიმნის ტექსტის სავალდებულო განთავსებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მერვე პუნქტის შემდეგ დაემატება მეცხრე პუნქტი, რომლითაც სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ამ კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის რ/უ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში. როგორც კანონის პროექტის ინიციატორმა განაცხადა, არსებული პრაქტიკით, ვაწყდებით დაზიანებულ ან არასწორად განთავსებულ სიმბოლიკებს, გამომდინარე იქიდან, რომ მის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი პირი არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, კანონის პროექტი ვალდებულებას უჩენს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს დაქვემდებარებული დაწესებულების შენობაზე განთავსებული ეროვნული სიმბოლოების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია აღნიშნულ კანონის პროექტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სასწავლებლების დამატების შესახებ მზაობა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს II მოსმენით განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ,,საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული თემატური მოკვლევა ეხება საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას. თემატური მოკვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნება სახელმძღვანელოების გრიფირების პრაქტიკა, მათი შინაარსობრივი შეფასების მახასიათებლები, არსებული ციფრული რესურსებისა და სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების კუთხით არსებული მდგომარეობა, აგრეთვე, მასწავლებელთა მიერ სასწავლო რესურსების შემუშავების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და მხარდამჭერი მექანიზმები. მისივე განცხადებით თემატური მოკვლევის ფარგლებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს გიორგი ამილახვარმა, მაია მენაღარიშვილმა, მარიამ ლაშხმა, ვლადიმერ კახაძემ, ხათუნა კვიციანმა, ბექა დავითულიანმა და როსტომ ჩხეიძემ. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა მეორე თემატური მოკვლევის დაწყების საკითხი ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ. კომიტეტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა სხდომაზე დამსწრე პირებს გააცნო თემატური მოკვლევის მიზნები და მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა. მისი განცხადებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხზე, ასევე, ბილინგვუალურ განათლებაზე, სკოლის შემდგომი განათლების მიღებასა და განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობაზე. მისივე განცხადებით, ამ პროგრამების რიცხვში შედის, 4+1 პროგრამა, რომელიც შეისწავლება მოკვლევის პროცესში. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან თამარ ტალიაშვილი, გიორგი ამილახვარი, ხათუნა კვიციანი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები: სუმბატ კიურეღიანი, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და სამველ მანუკიანი. ხოლო მთავარ მომხსენებლად წარმოდგენილ იქნა ხათუნა კვიციანის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა დღის წესრიგში კომიტეტის წევრების მიერ თანხმობის საფუძველზე დამატებული საკითხი, პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, თამარ ტალიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, მარიამ ლაშხის, ხათუნა კვიციანის, ვლადიმერ კახაძისა და ბექა დავითულიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/186; 30.03.2022). გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს არსებული კანონმდებლობის საფუძველზე არსებობს 5 წლიანი, მაგისტრთან გათანაბრებული ე.წ. 300 კრედიტიანი მასწავლებლის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ეს არის ერთი შესაძლებლობა მასწავლებელთა პროფესიის დაუფლების, მაგრამ ეხება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მიმართულებას. ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, როდესაც გარკვეული პროფესიის ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს, კონკრეტულ საგანში კომპეტენციის დადასტურების შემდგომ შეუძლია ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლა, რათა მოიპოვოს უფლება შევიდეს სკოლაში და ჰქონდეს მასწავლებლის სტატუსი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე და უნივერსიტეტებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე, მომზადდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც იმ უნივერსიტეტების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს მასწავლებლის მომზადების 60კრედიტიან პროგრამას, მიეცემათ შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პარალელურად, აღნიშნული პროგრამა აირჩიონ დამატებით სპეციალობად და თავიანთი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას 4 წლიან ვადაში. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მენაღარიშვილმა ითხოვა დაზუსტება იმის შესახებ, არსებობს თუ არა მზაობა ყველა უნივერსიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის. გიორგი ამილახვარის განცხადებით, ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა სახელმწიფო დაფინანსების მქონე დიდ უნივერსიტეტებს პროგრამები. შეუძლიათ კანონის მიღებისთანავე განახორციელონ მსგავსი კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვარის, თამარ ტალიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, მარიამ ლაშხის, ხათუნა კვიციანის, ვლადიმერ კახაძისა და ბექა დავითულიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/186; 30.03.2022) I მოსმენით. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0. სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ამილახვარი სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე