„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს
უსრულდება პირველ ოქტომბრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლითაც
ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი
ნორმის გადახედვას.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 14 აპრილს
განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2014-2015 სასწავლო წელი ჩაითვალა გარდამავალ
პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებოდათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლიდან და ყოველი
შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი
შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების დღეს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლის 1-ლი პუნქტის
საფუძველზე კი საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო
წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა
მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოქმედი
კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერიდან
გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყო 17 სექტემბერს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წელი
16 სექტემბერს. შესაბამისად აღნიშნულ წლებში 16 და 17 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებსაც
მიეცათ სკოლაში სწავლოს დაწყების შესაძლებლობა. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვა
გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია, სექტემბრის თვეში დაბადებულ
ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც კერძო, ასევე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2014-2015 სასწავლო წლიდან პირველ კლასში შემცირდა კლასში
მოსწავლეთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა, რამაც მოითხოვა ინფრასტრუქტურის
განვითარება. ბოლო წლებში საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიურად
განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და გაჩნდა შესაძლებლობა, მოსწავლეთა
დამატებითი რაოდენობის დაკმაყოფილების.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან პირველ
ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით თითოეული
მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს
მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
მიზანშეწონილია დაწყებით საფეხურზე დამატებით მიღებულ იქნან ის ბავშვებიც, რომლებიც
დაბადებულები არიან პირველ ოქტომბრამდე.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უნდა უსრულდებოდეს პირველ ოქტომბრამდე.
აღნიშნულით საქართველოში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
შესაძლებლობა მიეცემა პირს, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება 6 წელი.
აღნიშნული ცვლილებით, შემცირდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც 6 წელი
უსრულდებათ პირველ ოქტომბრამდე და მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების
მიღება საკანონმდებლო შეზღუდვების გამო.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ პირებს, რომელთაც
პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება 6 წელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-6 მუხლის მე–6 პუნქტში. პროექტით წარმოდგენილი რედაქციის თანახმად, ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება
პირველ ოქტომბრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი,
მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის
დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან 2022-2023 სასწავლო
წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია გამოცხადდა 15 მარტს და ამჟამად
მიმდინარეობს სსსმ მოსწავლეების რეგისტრაცია. რეგისტრაციის პროცესი ხელმისაწვდომია
მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, ვისაც 6 წელი უსრულდებათ 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს იმ მოსწავლეთა უფლებები, რომელთაც ცვლილების შედეგად
მიეცემათ პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება. აღნიშნული ცვლილების განხორციელების
შემდეგ საჭირო გახდება საზოგადოების ინფორმირება და პირველკლასელთა რეგისტრაციის
პროცესის ადმინისტრირების პროგრამულ ნაწილში ცვლილებების უმოკლეს ვადებში
განხორციელება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული
ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2022 წელს, ხოლო გაგრძელდება შემდგომ წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
მხოლოდ მიმდინარე წელს, ვინაიდან საშუალოვადიან პერიოდში ხარჯი ისედაც იქნება გასაწევი.
კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე
სწავლის დაწყების უფლების მოპოვებას იმ პირისთვის, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე
შეუსრულდება 6 წელი. სასკოლო ასაკის პირველ ოქტომბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება
მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 2540 ერთეულით. შედეგად საჭირო გახდება როგორც კეძო,
ასევე საჯარო სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება - 720.0 ათასი ლარის ოდენობით.
საჯარო
სკოლებისათვის
საჭირო
გახდება
სკოლების
აღჭურვა
დამატებითი
საგანმანათლებლო რესურსებით: 2540 ბუკი მოსწავლეებისთვის და 100 კომპიუტერი პირველი
კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულებაა 800 ლარი - ბიუჯეტი 2,112.0 ათასი ლარი.
სახელმძღვანელოების კომპლექტი 2540 პირველკლასელისთვის - 101.6 ათასი ლარი და პირველი
საფეხურის მერხი და სკამი (2540 ერთეული) – 711.0 ათასი ლარი.
აღსანიშნავია,
რომ
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელებისათვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი
გათვლილია
საჯარო
სკოლებში
მოსწავლეთა
სწავლის
შემთხევევაში),
რომელიც
გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან პირები,
რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სკოლადელი აღზრდისა და
განათლების
დაწესებულებებში,
სწავლას
დაიწყებენ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწსებულებებში/სკოლებში. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება ბავშვების
რაოდენობაზე რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ ექვსი წელი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სასკოლო ასაკის პირველ ოქტომბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება მოსწავლეთა
რაოდენობა 2540 ერთეულით. კერძო სკოლის შემთხვევაში პირველკლასელთა რაოდენობა
საშუალოდ მთლიანი ოდენობის 10%-ია (2021 წლის მონაცემებით), ხოლო სახელმწიფო დაფინასება
ერთ პირველკლასელ მოსწავლეზე შეადგენს 300 ლარს. ამასთან კერძო სკოლებს მოუწევთ
გარკვეული ხარჯების გაღება დაახლოებით 254 მოსწავლლისათვის. თავის მხრივ, მათ გაეზრდებათ
შემოსავალი მოსწავლეების მიერ სწავლის საფასურის გადახდით.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს კერძო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებზე, რომლებსაც მოაკლდებათ შემოსავალი, ვინაიდან ბავშვების გარკვეული ოდენობა
სწავლას გააგრძელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე:
კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე,
ვინაიდან პირს, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდება 6 წელი მიეცემა ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის უფლება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია
მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე, რამინა ბერაძე.