საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე, უშუალოდ პარლამენტს დაქვემდებარებული, სარანგის ერთიანი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.04.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ვანიშვილი, ზურაბ ღლონტი
ნომერი
#1-4186/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041222210620 05.04.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: პარლამენტს დაქვემდებარებული სარანგის სამსახურის შექმნა შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს საპატრულო პოლიციის და შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე შეიქმნას უშუალოდ პარლამენტს დაქვემდებარებული სარანგის ერთიანი სამსახური ("სეს"–ი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოებაზე, სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე, საზღვრის კონტროლზე, მოძრაობის კონტროლზე, კრიმინალურ გამოძიებებზე და სხვა ზოგად საპოლიციო საკითხებზე. მოგახსენებთ, რომ ტერმინი "სარანგი" ქართულად წესიერების, მშვიდობიანობის დამცველ მოხელეს ნიშნავს: „რაოდენთამე კაცთაზედა დაწესებული უფროსი ქალაქთა შინა, ზავთად და შესაშინებლად ბოროტთა და ავაზაკთა“ (1841 წელში გამოც. „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკონი, გვ. 234). ამგვარი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მოხდება ვატიკანის კანონმდებლობის გამოცდილების გაზიარება, რომელშიც მოქმედებს ვატიკანში. საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის გაზრდას, გაძლიერდება პარლამენტის როლი ქვეყნის მართვაში, საპარლამენტო კონტროლი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებაზე, სარანგის სამსახური იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურა. მიზანშეწონილია, რომ ნაცვლად "პოლიციის"–ა, ქართულ ენაში დამკვიდრდეს ძველ–ქართული ტერმინი სარანგი. შემოთავაზებული სტრუქტურული ინოვაცია ხელს შეუწყობს საჯარო წესრიგის მართვაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, მოხდება ხელისუფლების რაციონალური გადანაწილება პარლამენტსა და მთავრობას შორის, სარანგის სამსახური იქნება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და განახორციელებს საკვანძო საკითხებში საქმიანობას ( უსაფრთხოება, სამოქალაქო წესრიგის დაცვა, საზღვრის კონტროლი, მოძრაობის კონტროლი, კრიმინალურ გამოძიება) უშუალოდ საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში. პატივისცემით, ზურაბ ღლონტი (პირადი # ) და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: