„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
ანგარიში
დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების
ანგარიში
2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების
დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და
კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეებისთვის
დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
პროგრამების
თანაბარ
ხელმისაწვდომობას.
კანონი
აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას,
განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე
პასუხისმგებელ ინსტიტუტებს.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ კანონის ამოქმედებიდან (2021
წლის 1 სექტემბერი) განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას.
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
1. ზოგადი ინფორმაცია
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) შეიქმნა 2019 წლის 31
ოქტომბერს და ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. სააგენტოს მიზანია მოსახლეობის
შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა.
სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
- სამუშაო მაძიებელთა კონსულტირება მათი კარიერული განვითარებისა და სამუშაო
ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის მიზნით;
- საშუამავლო საქმიანობა დამსაქმებლებისა და სამუშაო მაძიებლების ერთმანეთთან
დაკავშირების მიზნით;
- ცირკულარული
შრომითი
მიგრაციის
სახელმწიფოთაშორისი
შეთანხმებების
იმპლემენტაცია;
სააგენტო შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს შემდეგი პროგრამების მეშვეობით:
- პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები;
- სტაჟირება;
- ხელფასის/დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირება;
- საკვანძო კომპეტენციების ტრენინგი;
- დასაქმების ფორუმები.
სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან: ევროკავშირი და
ტექნიკური დახმარების პროექტი GOPA, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), მიგრაციის
Page 1 of 30
საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია GIZ
და ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES).
ახლად შექმნილი სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს სააგენტოს სწრაფი
ინსტიტუციური განვითარება, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების
გაუმჯობესება.
2. ინსტიტუციური განვითარება
2.1. ადამიანური რესურსის მოძიება და საკადრო რესურსების განვითარება
2020 წლის თებერვლის თვიდან დაიწყო მუშაობა სააგენტოს ადამიანური რესურსების განვითარების
მიმართულებით და დააკომპლექტა ადმინისტრაციული, შრომითი მიგრაციისა და დასაქმების
ხელშეწყობის დეპარტამენტები, ასევე სააგენტოს რეგიონული ცენტრები (წარმომადგენლები,
დასაქმების, კარიერის დაგეგმვისა და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები) თბილისის ხუთ
რაიონულ ცენტრსა და 7 რეგიონულ ცენტრებში.
დღეის მდგომარეობით სააგენტოში აყვანილია 40 შტატით განსაზღვრული პირი და 46 შტატგარეშე
თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებენ დასაქმების სერვისების მიწოდებას აღნიშნული
პროგრამების ფარგლებში.
2.2. საკადრო რესურსების განვითარება
2021 წელს სააგენტომ, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების
ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ:
მიზნით,
პარტნიორ
სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ
განხორციელებულ ტრენინგში, დამსაქმებლებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების დასაქმების უფლებასთან დაკავშირებით;
პროექტის „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის
საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში ჩატარდა 3 დღიანი ტრენინგი.
ტრენინგის მიზანი იყო დასაქმების ხელშეწყობის ახალი სერვის მოდელის
განხორციელების ეტაპების შეფასება. სააგენტოსა და სამოქალაქო სექტორის ასევე
დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება;
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის
საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარებისთვის“ - ფარგლებში,
სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგები ახალი სერვის მოდელის,
მედიაცია და აქტიური შრომის ბაზრის ზომები (ALMP ) და შრომის ბაზრის აქტიური
პროგრამების შემუშავების საკითხებზე. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებს
ჩაუტარდათ შესავალი ტრენინგი;
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ისწავლე დასაქმებისთვის!“ - ფარგლებში,
სააგენტოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, კარიერული
კონსულტაციისა და დასაქმების რეგიონული ცენტრებისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს
წარმომადგენელთათვის გაიმართა ტრენინგ–კურსი თემაზე „კარიერის დაგეგმვა და
მართვა“.
2.3. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სერვისების განვითარება
Page 2 of 30
სააგენტომ ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაციის GIZ-ის ექსპერტების
ჩართულობით განაახლა ახალი სერვის მოდელი და შეიმუშავა დამსაქმებლებთან მუშაობის მოკლე
სახელმძღვანელო.
პროექტი „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად“
სააგენტო ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსთან (DDA) და
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით ახორციელებს
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება
შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.
პროექტის მიზანია აჭარის, იმერეთის, კახეთის, ქვემო-ქართლის, სამეგრელოს, შიდა-ქართლის
რეგიონებში და ასევე თბილისში დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა, შემდეგი
მექანიზმებით:
-
დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
სააგენტოს
(SESA)
მიერ
დასაქმების
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა
სამსახურით და კარიერული კონსულტირებით უზრუნველყოფა;
-
საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარ – ჩვევების განვითარება და
ძირეული კომპეტენციების გაუმჯობესება, ინტენსიური კონსულტირების ახალი
მოდელის დანერგვით და ”რთულად დასასაქმებელი” პირებისათვის ძირითადი
კომპეტენციების შესწავლა.
3. ანტიკრიზისული სამთავრობო პროგრამის განხორციელება
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული
ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 4 მაისი N286 დადგენილების თანახმად, სააგენტო განისაზღვრა პროგრამის
ერთ-ერთ განმახორციელებელ უწყებად.
შედეგად, სააგენტო ჩაერთო პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის
კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირების პროცესში. კერძოდ, სააგენტოს დაევალა კომპენსაციების
გაცემა იმ დაქირავებით დასაქმებულებისთვის და ფორმალური და არაფორმალური
თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან/და შემოსავალი პანდემიის
შედეგად.
დაქირავებით დასაქმებულებისთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა თვეში 200 ლარით, 6 თვის
განმავლობაში, ხოლო თვითდასაქმებულებისთვის - ერთჯერადი კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით.
არაფორმალური თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის ერთჯერადი
კომპენსაციების გაცემის მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, ხოლო სააგენტომ შეასრულა
აღნიშნული კომისიის სამუშაო ჯგუფის ფუნქციები. სააგენტოს ყველა თანამშრომელი, 2020 წლის
მაისი-აგვისტოს თვეებში, ჩართული იყო თვითდასაქმებულთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების
დამუშავებისა და ერთჯერადი კომპენსაციების გადარიცხვის ადმინისტრირების პროცესში.
განცხადებების მიღება და დამუშავება ხორციელდებოდა ელექტრონულად, სპეციალურად
Page 3 of 30
შექმნილი სარეგისტრაციო პორტალის საშუალებით. სულ, სამუშაო ჯგუფის მიერ ამ პერიოდში
განხილულ იქნა 124 348 განაცხადი.
პროგრამა განხორციელდა ორ ეტაპად.
სტატისტიკური მონაცემები:
2020-2021 წელს 200 ლარიანი 6 თვიანი კომპენსაცია მიიღო
200 ლარიანი (6 თვე) კომპენსაცია მიიღო
ბენეფიციარი
კომპენსაცია
I ეტაპის მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა
(2020 წელი მაისი)
163 421
131 743 700
II ეტაპის მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა
158 523
(2021 წელი იანვარი)
148 689 000
ჯამში გადაირიცხა (200 ლარიანი კომპენსაცია) -280 432 700 ლარი.
2020-2021 წელს 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მიიღო
300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მიიღო
ბენეფიციარი
კომპენსაცია
I ეტაპის მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა
(2020 წელი მაისი-ივლისი)
249 121
74 736 200
II ეტაპი მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა (2020
წელი დეკემბერი)
122 023
36 606 900
ჯამში გადაირიცხა (300 ლარიანი კომპენსაცია) - 111 343 100 ლარი.
4. დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა (პროგრამული
კოდი - 27 05 01).
Page 4 of 30
„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“
ფარგლებში - სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოს მაძიებლებს აწვდის დასაქმების
ხელშეწყობის მიზნით ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება და
დაკავშირება დამსაქმებელთან, კონსულტირება კარიერული განვითარების მიზნით და
მხარდაჭერითი დასაქმება. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება განკუთვნილია შშმ და სსმ
პირებისთვის, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია დასაქმდეს. სერვისი ითვალისწინებს ინკლუზიურ
მიდგომას სამუშაოს მაძიებლისადმი, ასევე აქტიურ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან შშმ/სსმ პირების
დასაქმების კუთხით შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
4.1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის – www.worknet.gov.ge-ს განვითარება
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების მიზნით, სააგენტოს დაწყებული
აქვს მუშაობა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად. ამ ეტაპზე სააგენტომ, გერმანიის
საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის დაფინანსებითა და მოწვეული ადგილობრივი და
საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, შექმნა შრომის ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო
სისტემის ტექნიკური დავალება, რომელზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ახალი Wornket-ის
შექმნა, რომელიც თავის მხრივ სრულად დააკმაყოფილებს სააგენტოს საჭიროებებს და უპასუხებს
მონაცემთა მართვის, დაცვისა და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს.
ყოველწლიურად მიმდინარეობს www.worknet.gov.ge-დან სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება
და ანგარიშის დამუშავება. 2021 წლის მდგომარეობით, სულ სისტემაში დარეგისტრირებულია 350 009
სამუშაოს მაძიებელი.
2021 წელს სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 8 994 სამუშაოს მაძიებელმა მათ შორის ქალი - 5154, შშმ
პირი - 278.
რეგისტრირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი
აჭარა
გურია
იმერეთი
კახეთი
სამეგრელო ზემო სვანეთი
2099
501
250
2076
719
788
სამცხე ჯავახეთი
583
ქვემო ქართლი
736
შიდა ქართლი
746
რაჭა-ლეჩხუმი
130
325
41
მცხეთა მთიანეთი
სხვა (უმისამართო)
Page 5 of 30
სულ
8994
2021 წელს 875 დამსაქმებელმა დაარეგისტრირა 11 414 თავისუფალი სამუშაო ადგილი.
4.2. შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
- ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის
პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და
შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას.
„შრომის ბაზარზე ქცევის წესების“ გაცნობის მიზნით, სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში სამუშაოს
მაძიებლებს ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტირებები. შედეგად, ინდივიდუალური
კონსულტირება გაიარა 2 584 სამუშაოს მაძიებელმა. მათ შორის, ქალი - 1633, შშმ პირი - 198.
კონსულტირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი
აჭარა
გურია
იმერეთი
კახეთი
771
85
136
544
148
სამეგრელო ზემო სვანეთი
263
სამცხე ჯავახეთი
14
ქვემო ქართლი
238
შიდა ქართლი
344
რაჭა-ლეჩხუმი
21
მცხეთა მთიანეთი
20
სულ
2584
კონსულტირებული პირებიდან 155 პირს (მათ შორის 103 ქალი) შემოსავლების სამსახურის
ინფორმაციით უფიქსირდება ხელფასი იმ დამსაქმებლებთან, რომლებიც თანამშრომლობენ
სააგენტოსთან და რომელთა ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სისტემაში
რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის.
რაც შეეხება ჯგუფურ კონსულტირებას, აღნიშნული აქტივობა დაგეგმილი იყო პირველი კვარტლის
ბოლოს, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 მარტის №01-73/ო ბრძანების
თანახმად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით
დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში დანიშნული ყველა
მასობრივი და საჯარო ღონისძიება.
Page 6 of 30
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტომ დაიწყო
დისტანციური კომუნიკაცია სამუშაოს მაძიებლებთან. სააგენტოს კონსულტანტებმა განახორციელეს
სატელეფონო კონსულტირება იმ პირებთან, ვინც პანდემიის შედეგად დაკარგა სამსახური ან/და
შემოსავალი და სახელმწიფოსგან იღებდა კომპენსაციას 200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში.
სატელეფონო კონსულტირების დროს, მათ მიიღეს შეთავაზება სააგენტოს მხრიდან დასაქმების
ხელშეწყობის სერვისების შესახებ. საერთო ჯამში, სააგენტოს კონსულტანტები დაუკავშირდნენ
10000-ზე მეტ პირს, (ზოგ შემთხვევაში, განმეორებით) საიდანაც 1798 პირმა თანხმობა განაცხადა
სააგენტოს სერვისების მიღებაზე და ისარგებლეს საკონსულტაციო მომსახურებით.
პარალელურად, იმ პირებს, ვინც პანდემიის შედეგად დაკარგა სამსახური ან/და შემოსავალი და
რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ სამუშაოს მაძიებლად (საშუალოდ 39000-ზე მეტი პირი),
ინფორმაცია ეგზავნებოდათ არსებული ვაკანსიების, დასაქმების ფორუმების, მომზადებაგადამზადების სახელმწიფო პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ. მათი
მონაცემების სსიპ შემოსავლების სამსახურთან შედარების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021 წლის
მდგომარეობით, დასაქმებული გახლდათ 9099 პირი, მათ შორის 966 პირი დასაქმებული იყო იმ
დამსაქმებლებთან, რომლებიც თანამშრომლობენ სააგენტოსთან და რომელთა ვაკანსიების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სისტემაში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის.
4.3 საშუამავლო მომსახურების გაწევა/ განვითარება -ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო
ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს
მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტური კავშირი და/ან ასეთი კავშირის ხელშეწყობა.
დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 11 414 თავისუფალ სამუშაო ადგილზე, საშუამავლო
მომსახურების გაწევის (სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის) მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია
მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. მათ შორის ზემოთ აღნიშნულ 39 000-ზე
მეტ პირს, რომლებიც იყვნენ დაქირავებით დასაქმებულები და პანდემიის შედეგად დაკარგეს
სამსახური ან/და შემოსავალი.
ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 2 997 სამუშაოს მაძიებელი. მათ
შორის ქალი - 1467.
ბენეფიციართა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი
1195
აჭარა
145
გურია
85
იმერეთი
696
კახეთი
268
სამეგრელო ზემო სვანეთი
97
სამცხე ჯავახეთი
54
ქვემო ქართლი
145
შიდა ქართლი
247
რაჭა-ლეჩხუმი
24
Page 7 of 30
მცხეთა მთიანეთი
41
სულ
2997
საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, დამსაქმებელთან გაგზავნილი ბენეფიციარების დასაქმების
შესახებ მონაცემების დადგენის მიზნით, ინფორმაციის გამოთხოვა მიმდინარეობს სსიპ
შემოსავლების სამსახურიდან. დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 785 სამუშაოს მაძიებელი. (მათ
შორის 400 ქალი)
4.4 მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების
შემუშავება და დანერგვა - ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების
დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა.
სააგენტოს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა, საქართველოს მასშტაბით, მხარდაჭერითი
დასაქმების კონსულტირება გაუწიეს 220 შშმ პირს, მათ შორის, ქალი - 95.
ბენეფიციართა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი
81
აჭარა
19
გურია
2
იმერეთი
65
კახეთი
24
სამეგრელო ზემო სვანეთი
12
ქვემო ქართლი
9
შიდა ქართლი
8
სულ
220
დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, შშმ პირთათვის
მოძიებული იქნა 54 ვაკანსია. მიმდინარე წელს, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, დასაქმდა 38
შშმ პირი. (მათ შორის 19 ქალი) (ქ.თბილისი -17, აჭარა 5,იმერეთი 8, კახეთი 5, სამეგრელო -1, შიდა
ქართლი 1 და ქვემო ქართლი 1).
ასევე, სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 3 დამსაქმებელი და 8 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის,
ქალი 2, შშმ პირი 8 (თბილისი - 6, შიდა ქართლი 1 და კახეთი - 1). კომპონენტის ფარგლებში
დასაქმებულია 5 შშმ პირი.
2021 წელს პროგრამას დაემატა ახალი აქტივობა დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების
კომპონენტი - საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის N451 დადგენილების თანახმად,
სააგენტომ დაიწყო მუშაობა დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის
განხორციელებისათვის. პროგრამის ეფექტური განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით
შეიქმნა კომისია, კომისიის ფარგლებში შემუშავებული იქნა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები
და ადაპტირების სტანდარტები.
Page 8 of 30
4.5 დასაქმების ფორუმების მოწყობა - ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებს, პროფესიული
განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება.
შედეგად, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 11 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო
341 დამსაქმებელმა და 2500 ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში,
დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 341 (მათ შორი 178 ქალი) სამუშაოს მაძიებელი.
4.6 ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში
ერთხელ - აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სააგენტომ შეიმუშავა დამსაქმებლების
გამოკითხვისთვის საჭირო კითხვარი და ვაკანსიების მონიტორინგის სახელმძღვანელო, სადაც
გათვალისწინებული იქნა ევროკავშირის „Skills for Jobs” პროექტის ფარგლებში სააგენტოს ტექნიკური
დახმარების ჯგუფის წევრების რეკომენდაციები.
შედეგად შრომის ბაზარზე ლოკალურ დონეზე ვაკანსიების მონიტორინგის ფარგლებში რეგიონულმა
წარმომადგენლობებმა მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო
სისტემაში აღრიცხულ 1178 ორგანიზაციასთან დაამყარეს კომუნიკაცია, რომელთაგან გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო 238 დამსაქმებელმა. გამოკითხული ორგანიზაციები ზომის მიხედვით
გადანაწილდა შემდეგნაირად: მცირე 12,2%, საშუალო 20,6%, მსხვილი 67,2%.
შედეგების მიხედვით გამოიკვეთა ეკონომიკური აქტივობის სამი ძირითადი სფერო - გამოკითხვაში
მონაწილე დამსაქმებელთა 36.1% ოპერირებს საბითუმო საცალო ვაჭრობა, ტრანსპორტი დასაწყობება,
საკვების მიწოდება/ განთავსების საქმიანობის სფეროში (სექცია - G; H; I), 17,6% წარმოების (სექციაC), ხოლო 10,9% ხელოვნება, გართობა, დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ექსტერიერული
ორგანიზაციების (სექცია - R; S; U).
გამოკითხვაში მონაწილე 191 ორგანიზაციაში ამჟამად/მომავალი 6 თვის განმავლობაში
მოსალოდნელი ვაკანსიების ოდენობამ შეადგინა 1962. აქედან 27 ორგანიზაციამ სააგენტოს უკვე
მომართა საშუამავლო მომსახურების მიღების კუთხით და წარმოადგინა მიმდინარე ვაკანსიები.
პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზაციებთან დაკავშირება და დასაქმების ხელშეწყობის
სერვისების შეთავაზება.
ასევე, 2021 წელს განხორციელდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის
მართვის საინფორმაციო სისტემაში დამსაქმებლების მიერ შემოტანილი ვაკანტურ ადგილების
მონიტორინგი. დაფიქსირდა რეგიონების მასშტაბით წარმოდგენილი ვაკანსიების განსხვავებული
ოდენობა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში, იმერეთსა და კახეთში. თბილისის
მასშტაბით ვაკანტური ადგილების ოდენობაა 6524, იმერეთში 1402, ხოლო კახეთში 697.
გამოკითხულ ორგანიზაციებში დაფიქსირდა დეფიციტური პოზიციები, ასევე დამუშავდა
ინფორმაცია დარეგისტრირებული ვაკანსიების და პოზიციების შესახებ და აისახა მოთხოვნად
პროფესიების ნუსხაში.
4.7 სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება ღონისძიების მიზანია მედიის, საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი
არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები,
დასაქმების კერძო სააგენტოები), ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების
შესახებ.
Page 9 of 30
2021 წლის 18-19 ივნისს, რეგიონული და ცენტრალური მედიისა და დაინტერესებული მხარეების
(ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები,
დამსაქმებლები) წარმომადგენელთათვის, სააგენტომ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სექტორის 28 წარმომადგენელმა.
2021 წლის 6 აგვისტოს, კომპანია ,,აჭარა ჯგუფი“-ს ინიციატივით, სააგენტოსა და კომპანიის
წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - ,,სოციალური დახმარებების
მიმღებთა დასაქმების შესაძლებლობები და არსებული მექანიზმები“.
სააგენტომ დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ მოამზადა საინფორმაციო მასალები
ქართულ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ენებზე, შედეგად დაიბეჭდა 500500 ერთეული ბუკლეტი და ბროშურა.
4.8 სხვა ღონისძიებები:
სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს დამსაქმებლებთან და დამსაქმებელთა ასოციაციებთან,
კომპანია ,,აჭარა ჯგუფი“-ს ინიციატივით და სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო
შეხვედრა თემაზე - ,,სოციალური დახმარებების მიმღებთა დასაქმების შესაძლებლობები და
არსებული მექანიზმები“. მათთვის საინტერესო იყო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების
შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და
შეღავათების პირობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ასევე, სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც განხორციელდება შრომის ბაზარზე
არსებული შრომისუნარიანი მოწყვლად/მიზნობრივ ჯგუფს მიკუთვნებული მოქალაქეებისთვის
ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრის ფარგლებში სამუშაოს მაძიებელ
პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია, დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალურ საკითხებთან
მიმართებით არსებული სახელმწიფო სერვისებისა და პირობების შესახებ.
სააგენტომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ
განხორციელებულ ტრენინგში, დამსაქმებლებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების
დასაქმების უფლებასთან დაკავშირებით. ტრენინგზე განხილული იქნა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების უფლება, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
სააგენტოს რეგიონული ცენტრების წარმომადგენლებმა გამართეს საინფორმაციო სახის შეხვედრები
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრების შედეგად მხარეები
შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმების გაფორმება.
სააგენტომ World Vision საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR)
ორგანიზებით გამართა საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში
თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ
ცნობიერების ამაღლებას.
2021 წლის ივლისის თვეში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური
მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების
Page 10 of 30
განვითარებისთვის“ - ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგები ახალი
სერვის მოდელის, მედიაციის და აქტიური შრომის ბაზრის ზომებისა (ALMP ) და შრომის ბაზრის
აქტიური პროგრამების შემუშავების საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი,
ბრიტანეთის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი - პიტერ ვუდსი.
2021 წლის 24 ივლისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფარგლებში, სააგენტოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, კარიერული
კონსულტაციისა და დასაქმების რეგიონული ცენტრებისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს
წარმომადგენელთათვის დაიწყო ტრენინგ–კურსი თემაზე „კარიერის დაგეგმვა და მართვა“. ტრენინგ–
კურსის მეორე ეტაპი ჩატარდა სექტემბრის თვეში. ტრენინგებს უძღვებოდნენ ინსტიტუციური და
შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC) ექსპერტები.
სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სააგენტომ, სსიპ დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოსა და მსჯავრდებულთა
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გააფორმა, განხორციელდა
მსჯავრდებულთა (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ)
პროფესიული კონსულტირება.
5. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების
სახელმწიფო
პროგრამა“
(პროგრამული კოდი 27 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:
5.1. პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების
გაწევა მუნიციპალურ დონეზე - ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის
მომსახურების განვითარება ქვეყნის მასშტაბით.
სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული
კონსულტირება ჩაუტარდა 1853 სამუშაოს მაძიებელს.
ბენეფიციართა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი
526
აჭარა
34
გურია
83
იმერეთი
397
კახეთი
160
სამეგრელო ზემო სვანეთი
225
სამცხე ჯავახეთი
8
ქვემო ქართლი
142
შიდა ქართლი
242
რაჭა-ლეჩხუმი
19
Page 11 of 30
მცხეთა მთიანეთი
17
სულ
1853
სააგენტოს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
ცენტრთან გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, აგვისტოს თვეში განხორციელდა
ონლაინ შეხვედრები. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც
პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს,
გაიარონ პროფესიული კონსულტირება, სწორად დაგეგმონ კარიერა, გაეცნონ შრომის ბაზრის
ტენდენციებს და დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს.
სააგენტოს კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებმა, 2021 წლის 6 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე,
ონლაინ პროფესიული კარიერული კონსულტირება განახორციელეს. ინტერვიურება ორ ეტაპად
მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი 30 უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ პირთან შედგა, ხოლო მეორე
ეტაპი - 8 არასრულწლოვანთან.
5.2. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები - 2-დან 4 თვემდე ხანგრძლივობისაა და
სწავლების პროგრამა შემუშავებულია, შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე
გამოვლენილი,
მოთხოვნადი
პროფესიების
შესაბამისად.
პროგრამაში
ჩართული
ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.
2020
წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების
კომპონენტში ჩაერთო 14 მიმწოდებელი და 442 სამუშაოს მაძიებელი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში
პანდემიით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის
დისტანციური
რეჟიმით
განხორციელებისა
და
ზოგიერთი
პროგრამის
სპეციფიურობის
გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი დასრულდა 2021 წლის პირველ კვარტალში.
2021 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების
კომპონენტში ჩაერთო 17 მიმწოდებელი და 2080 სამუშაოს მაძიებელი.
2020 წლის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ შეადგინა 412
სამუშაოს მაძიებელი.
მონიტორინგის შედეგად 2021 წლის კურსდამთავრებულებიდან დასაქმდა 961 სამუშაოს მაძიებელი.
5.3.პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სტაჟირება - დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ
ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების
განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით.
სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ
აღემატება 3 კალენდარულ თვეს. სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა
სახელმწიფო სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.
Page 12 of 30
სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით
ხელშეკრულებას არა ნაკლებ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
2021 წელს 1 დეკემბრის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო
24 დამსაქმებელი და 147 სტაჟიორი.
კომპონენტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 79 სამუშაოს მაძიებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის სტაჟირების კომპონენტში ჩართულ 8 ორგანიზაციასთან
სტაჟირების პროცესი სრულდება 2022 წლის დასაწყისში, რის გამოც სტაჟიორთა გარკვეული
რაოდენობა, კერძოდ, 67 ბენეფიციარი სტაჟირების პროცესს დაასრულებს 2022 წლის პირველ
კვარტალში.
5.4. საკვანძო კომპეტენციების განვითარება - ღონისძიების მიზანი საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს
მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი შესაბამისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა.
დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სააგენტომ, 2021
წელს, პროგრამის ფარგლებში საკვანძო კომპეტენციების სასწავლო პროგრამები განახორციელა
შემდეგი მიმართულებებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია, ციფრული კომპეტენცია,
სამეწარმეო კომპეტენცია და მულტილინგვურობის კომპეტენცია (გერმანული, ინგლისური,
ფრანგული).
აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებული იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და
კომპეტენციების ყველა მიმართულება განხორციელდა დისტანციური სწავლების ფორმატით.
საკვანძო კომპეტენციების განხორციელების პერიოდში, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა
პარტნიორ ორგანიზაციებთან. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია განთავსებული იქნა
სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ასევე, გამოქვეყნებული იქნა სტატია საინფორმაციო
სააგენტოების ვებ-გვერდებზე.
შედეგად, სულ, საკვანძო კომპეტენციების ტრენინგ კურსებზე ჩართვის სურვილი გამოთქვა 820
სამუშაოს მაძიებელმა ხოლო ჩაერთო და დაასრულა 727 სამუშაოს მაძიებელმა. ჩართული 727
ბენეფიციარიდან შშმ პირის სტატუსის მქონეა - 44, იძულებით გადაადგილებული პირი - 77,
სოციალურად დაუცველი - 222, ქალი - 605, ახალგაზრდა - 376.
კომპონენტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 70 სამუშაოს მაძიებელი (მათ შორის
61 ქალი).
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა:
2021 წელს დასაქმებულია 3 812 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის:
სულ სერვისების მიხედვით
სულ
ქალი
საშუამავლო მომსახურება
785
400
მხარდაჭერითი დასაქმება
38
19
სტაჟირება
79
61
Page 13 of 30
მომზადება-გადამზადება
1373
1076
სუბსიდირება
5
0
ფორუმი
341
178
70
კონსულტირება
(კარიერული
დაგეგმვა, ინდ.კონსულტირება) 1121
61
საკვანძო კომპეტენცია
791
6. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი - 27 05
04).
საქართველოს
მთავრობის
2022
წლის
17
თებერვლის
N81
დადგენილებით
დამტკიცდა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“. ქვეპროგრამის
მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით. ამ
პროცესში სააგენტო უზრუნველყოფს მოსარგებლის პროფილირებას და პროფილირების
საფუძველზე შესთავაზებს: საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას, შრომის ბაზარზე არსებულ
ვაკანსიას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში,
დასაქმების ფორმალიზებას. თუ შრომისუნარიანი პირი თანახმაა ერთ-ერთ შეთავაზებაზე, ოჯახს 4
წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ
ოჯახის მიერ, ხოლო თუ შრომისუნარიანი პირი არ არის თანახმა შეთავაზებებზე, უარის თქმის
თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
ხელახალი გადამოწმება.
ქვეპროგრამიდან გამომდინარე, ადმინისტრირების საკითხები დაზუსტდა „სოციალური დახმარების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებულ
წესში.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სააგენტომ რიგი
ღონისძიებები გაატარა. კერძოდ,
ქვეპროგრამის დაწყებისთანავე სააგენტოში განისაზღვრა
პასუხისმგებელი პირები, შემუშავდა პროგრამის ადმინისტრირების წესი და მომზადდა სამუშაო
პროგრამის განხორციელების კალენდარი. იდენტიფიცირდა ქვეპროგრამის ადმინისტრირებასთან
დაკავშირებული საჭირო რესურსები და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. პროგრამის
ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სერვისების უწყვეტად მიწოდების მიზნით, სააგენტომ მთელი
ქვეყნის მასშტაბით 205 სპეციალისტი დაიქირავა და გადაამზადა. ასევე, მომწოდებელთათვის
პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს მასშტაბით
განხორციელდა
ინდივიდუალური
შეხვედრები
თითოეული
მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობასთან და სახელმწიფო რწმუნებულების აპარატთან. მუნიციპალიტეტების
მხრიდან აქტიურად განხორციელდა საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში საზოგადოებრივი
სამუშაოების ვაკანსიების რეესტრის სააგენტოსთვის მიწოდება და თითოეულ ვაკანსიაზე საჭირო
ინვენტარისა და ეკიპირების განსაზღვრა. პროცესის ეფექტურად ადმინისტრირების მიზნით,
აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული პროგრამის შექმნა.
Page 14 of 30
1 მარტიდან 25 მარტამდე საქართველოს მასშტაბით, მობილიზებულ იქნა 20 000 საზოგადოებრივი
სამუშაოების ვაკანსია. საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამით 11 449 მოქალაქე დაინტერესდა,
საიდანაც 3 819 მოქალაქე გადამისამართდა საზოგადოებრივი სამუშაოს კონკრეტულ ვაკანსიაზე. 1 559
მოქალაქემ უკვე გააფორმა სამმხრივი სოციალური ხელშეკრულება. ღია შრომის ბაზარი ანდა
საქმიანობის ფორმალიზება აირჩია 1 808 დაინტერესებულმა პირმა. პროგრამის ფარგლებში
პროფესიული მომზადება-გადამზადება აირჩია 228 მოსარგებლემ ხოლო მოფიქრების ეტაპზეა 554
პირი. საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართვაზე 1 411 პირმა უარი განაცხადა.
7. ცირკულარული
შრომითი
მიგრაცია
(დროებითი
ლეგალური
დასაქმების
სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება)
ცირკულარული შრომითი მიგრაციის სხვადასხვაგვარი განმარტებები არსებობს მიგრაციის მართვის
საკითხებისადმი მიძღვნილ სახელმძღვანელოებში და მისი შინაარსი გულისხმობს ქვეყნებს შორის
ადამიანების გადაადგილებას, დასაქმების მიზნით, დროებით, განსაზღვრული ვადით, ლეგალურად.
როგორც ცნობილია, სააგენტოს, შექმნის დღიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად განესაზღვრა
დროებითი, ლეგალური მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება. აღნიშნული
სქემების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სააგენტოში შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის
დაკომპლექტება დაიწყო 2021 წლის იანვრიდან. დეპარტამენტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს
ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის სქემების
განხორციელება, რაც საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური
დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ განხორციელდა არაერთი ღონისძიება,
რომელიც მიზნად ისახავდა შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის უკვე შერჩეულ თანამშრომელთა
კომპეტენციების გაძლიერებას და განვითარებას, დაიხვეწა და ჩამოყალიბდა შიდა ორგანიზაციული
პროცესების ეფექტიანი მექანიზმები, რომელთა სრულყოფისთვისაც სააგენტოს მენეჯმენტი
სამომავლოდაც გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას. აეწყო და განვითარდა
თანამშრომლობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაცია IOM; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ; მიგრაციის
პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD და სხვა).
მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, მთელს მსოფლიოში შექმნილი გადაადგილების
პრობლემებისა და დაწესებული რეგულაციებისა, საქართველოს მხარემ მოახერხა თანამშრომლობა
განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან მოკლევადიანი დასაქმების მიზნით, ლეგალური მიგრაციის
სქემების შექმნის თვალსაზრისით. ამ პროცესში კი, თავისი გამორჩეული როლი ჰქონდა სააგენტოს.
რაც
შეეხება
კონკრეტულ
შეთანხმებებს,
ამჟამად
შრომითი
მიგრაციის
შესახებ
ხელშეკრულება/შეთანხმება გაფორმებული და ძალაში შესული არის 4 პარტნიორ ქვეყანასთან,
კერძოდ: ისრაელის სახელმწიფოსთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, საფრანგეთსა და
ბულგარეთთან.
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების
შესახებ“ - შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 6 თებერვალს, ხოლო მისი პრაქტიკული
განხორციელება დაიწყო 2021 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია, ხსენებული
შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის. აღსანიშნავია,
რომ 2021 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე სულ წარმატებით
დარეგისტრირდა საქართველოს 98 810 მოქალაქე. როგორც ცნობილია, შეჯერებული პროცედურის
თანახმად, საქართველოს მხრიდან მიწოდებული განაცხადების საფუძველზე, კანდიდატებთან
Page 15 of 30
დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. შეთანხმების
ფარგლებში დასაქმების მიზნით პირველი ჯგუფი გაემგზავრა 2021 წლის 14 აპრილს და დღეის
მდგომარეობით სულ დასაქმდა 299 პირი. როგორც ქართული, ასევე გერმანული მხარის შესაბამისი
უწყებების მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება, ამა თუ იმ პრაქტიკული
პროცესების სრულყოფის მიზნით.
2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ხელი მოეწერა
შეთანხმებას, „ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს
მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ“, 2020 წლის 1 ოქტომბერს კი გაფორმდა
საიმპლემენტაციო ოქმი. შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის
პროცედურა შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დაიწყო 2021 წლის 12 აპრილიდან, 2021 წლის 9
დეკემბრის მონაცემებით კი რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 1 582-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში
დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას. მხარეებს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე პირთა შერჩევის პროცესი, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს
შერჩევის რამდენიმე ეტაპიან საფეხურს. მხარეები ასევე გეგმავენ ცალკეულ ნაბიჯებს, სამომავლოდ ამ
შეთანხმების უფრო მეტად გააქტიურების მიზნით. შერჩევის პროცესში არის საქართველოს 60
მოქალაქის განაცხადი, რომელთა თაობაზე, ქართული მხარე ელოდება ისრაელის სახელმწიფოს
მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას მათი დასაქმების შესახებ.
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური
სპეციალისტების
ბინადრობისა
და
ცირკულარული
მიგრაციის
შესახებ
შეთანხმების
იმპლემენტაციისთვის“ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 12 ნოემბერს. სააგენტო, სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობით, უახლოეს
მომავალში გეგმავს ზემოხსენებული შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის უფრო
პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა შეთანხმების ფარგლებში, დღეის მდგომარეობითაც არის
შესაძლებელი, რომ კონკრეტული, ხელშეკრულებით გაწერილი პროფესიის მქონე პირი დასაქმდეს
საფრანგეთში გამარტივებული პროცედურებით.
ბულგარეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას კი ხელი მოეწერა 2019 წლის 30 სექტემბერს ხოლო მისი
საიმპლემენტაციო პროტოკოლი მხარეთა მიერ გაფორმდა 2021 წლის 30 ნოემბერს. ამ ეტაპზე მხარეებს
შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის, შესაბამისი ოქმით
გათვალისწინებული ტექნიკური პროცედურების შემუშავების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა
დოკუმენტების, საკოორდინაციო კომისიის შექმნასა და სხვა დეტალებს.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ არსებულ შეთანხმებათა იმპლემენტაცია მიმდინარეობს
შეუფერხებლად. ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება. ამ პროცესის მთავარი მიზანი კი
არის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება, მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი
სტანდარტის გაცნობა ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის პრაქტიკულ დონეზე და ამის გადმოტანა
ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სხვადასხვა სექტორში. სწორედ ამიტომ, სააგენტო, მომავალშიც
გეგმავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო
კოორდინაციით, კიდევ უფრო დახვეწოს დროებითი, ლეგალური მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი
დასაქმების სქემების იმპლემენტაციის პროცესი და ასევე დაგეგმოს და განახორციელოს მსგავსი
შეთანხმებები მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების მქონე, უპირატესად ევროკავშირის წევრ
ქვეყნებთან. გარდა ამისა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მსგავსი სქემები ხელს უწყობს
Page 16 of 30
არალეგალური მიგრაციის შემცირებას და ახდენს ქვეყნიდან მოქალაქეების ხანგრძლივი ვადით ან
მუდმივად გადინების პრევენციას.
8. სამომავლო გეგმები
8.1.სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება
სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გეოგრაფიული დაფარვის გაუმჯობესების მიზნით,
სააგენტო გეგმავს დამატებითი რეგიონული ცენტრის გახსნას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში, იგეგმება: ახალი შტატგარეშე თანამშრომლის (დასაქმების კონსულტანტების)
დამატება თბილისის საქალაქო ცენტრებში, ასევე რეგიონული ოფისები უნდა გაიხსნას მცხეთაში,
ახალციხესა და ამბროლაურში. გარდა ამისა, გაფართოვდება და განვითარდება სააგენტოს
რეგიონული ცენტრები დანარჩენ 7 რეგიონში.
ასევე, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფთან ერთად სააგენტო მუშაობს სააგენტოს
ინსტიტუციური განვითარების გეგმაზე და სამინისტროსთან ერთად ამუშავებს 2022-2023 წლების
სამოქმედო გეგმას.
8.2 სააგენტო მუშაობს განახლებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (LMIMS)
შექმნაზე.
ამ ეტაპისთვის დასრულებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ტექნიკურ
მახასიათებლებზე, არქიტექტურაზე და დიზაინზე (ToR) მუშაობა. ToR-ზე დაყრდნობით შეიქმნება
ახალი, გაძლიერებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა.
8.3. თანამშრომლობა აჭარის დასაქმების სააგენტოსთან
თანამშრომლობის მიზანია სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს
საქმიანობის პროცესში სააგენტოს ახალი სერვის მოდელისა და ცირკულარული შრომითი მიგრაციის
სქემის დანერგვა.
8.4. სამოქალაქო სექტორთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა
გაფორმებულია
ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმები
სხვადასხვა
სახელმწიფო
ორგანიზაციებთან და რამდენიმე მუნიციპალიტეტთან. სააგენტო განაგრძობს მუშაობას
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2021 წელს განახორციელა
„ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში სამუშაო ძალასა და უნარებზე არსებული მოთხოვნისა
და სამომავლო განზრახვის კვლევა“. აღსანიშნავია, რომ კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი
მომზადდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების
წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. კვლევის მიზანია ადამიანისეული კაპიტალის
უნარებზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში საწარმოებში არსებული და სამომავლო
მოთხოვნის გამოვლენა.
Page 17 of 30
კვლევის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა მიმდინარე წლის 16 და 18 მარტს, სადაც მოწვეულები იყვნენ
სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორის, პროფკავშირის და კვლევითი
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Pages/User/News.aspx?ID=2dddb00d-cd38-47d3-ac0dbcd771e84051
კვლევის ნარატიული ანგარიში და პრეზენტაციები განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო
სისტემის ვებ-გვერდზე:
http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Pages/User/Surveys.aspx?ID=b6e0861a-17ad-45b2-9bf2c8bc519792fd
2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა „შრომის
ბაზრის ყოველწლიური ანგარიში“, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გაანალიზებულია
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ანგარიში განთავსებულია შრომის ბაზრის
საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე:
http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=UserReport&ID=95c310f6-0fd84f82-a3d8- 7a0dd699dcc1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის №07/ნ ბრძანებით
განსაზღვრულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები,
რომლის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას სავალდებულოა შრომის
ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზი; სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა,
დამსაქმებელთა გამოკითხვა და შედეგების ანალიზი. ასევე, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კარიერული მხარდაჭერის სერვისის ფუნქციონირება,
სადაც სტუდენტები მიიღებენ შესაბამის კონსულტაციას და მხარდაჭერას დასაქმებასა და კარიერულ
განვითარებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე
მსოფლიო
ბანკის
მიერ
მიმდინარეობს
სტუდენტთა
სამეთვალყურეო
სისტემის
პლატფორმის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა
უკუკავშირის ეროვნული სისტემის არსებობას.
პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარ მიზანს სწორედ დასაქმების
ხელშეწყობა წარმოადგენს. ქვემოთ წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც
პროფესიული განათლების ფარგლებში კომპლექსურად მიმდინარეობს მუშაობა დასაქმების
ხელშეწყობის მიზნით:
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა - იქიდან გამომდინარე, რომ
პროფესიული განათლება დასაქმების უმოკლეს გზას წარმოადგენს, პროფესიული განათლების
უმთავრესი მიზანია სწორედ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით,
Page 18 of 30
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაფართოება. ბოლო 2 წლის
განმავლობაში, ფუნქციონირება დაიწყო რამდენიმე კოლეჯმა (კასპი, მარნეული, ხულო, ქედა და ა.შ.).
მიმდინარეობს რამდენიმე კოლეჯის მშენებლობაც, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება
მომავალ წელს (ხაშური, ბორჯომი, ლანჩხუთი და ა.შ.). ამავე დროს, პროფესიული განათლების
სისტემაში დაიწყო რეფორმის ახალი მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სკოლების
შეთავსებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით. აზიის
განვითარების ბანკისა და გაეროს მხარდაჭერის პროფესიული უნარების სააგენტომ დაიწყო მუშაობა
30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება
კიდევ 30 მუნიციპალიტეტში.
კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგია - დასაქმების ხელშეწყობა მოიაზრებს
შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
შემუშავებას. პროფესიული განათლების სისტემაში ჩატარებული თუ შრომის ბაზრის არაერთი
კვლევა ცხადყოფს, რომ არსებული პროგრამები ვერ აკმაყოფილებდა ბაზრის საჭიროებებს,
შესაბამისად, საჭირო გახდა კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. GIZ-ის დახმარების შემუშავებული
მეთოდოლოგიის შესაბამისად, უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად
რამდენიმე საპილოტე დარგში კვალიფიკაციების გადახედვასა და განვითარებაზე დარგობრივი
უნარების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით.
პროფესიული განათლების მართვის თანამედროვე სისტემა - დასაქმების ხელშეწყობა
წარმოუდგენელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარეშე.
პროფესიული განათლების განვითარების მიზნისთვის კერძო სექტორის ჩართულობის კრიტიკული
მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა პროფესიული განათლების განვითარებისა და
მართვის თანამედროვე მიდგომების შემუშავება, რომელიც მოიაზრებს არამარტო კერძო სექტორის
ჩართულობას, არამედ მის აქტიურ მონაწილეობას პროფესიული განათლების განვითარებისა და
მართვის პროცესებში. აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავდა პროფესიული
განათლების მართვის ახლებური მოდელი და კერძო სექტორთან პარტნიორობით დაფუძნდა ა(ა)იპ
პროფესიული უნარების სააგენტო, რომელმაც ოპერირება აქტიურად დაიწყო გასული წლის
ბოლოდან.
მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები - დასაქმების ხელშეწყობა მოიაზრებს
მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების არსებობას, რომელიც შრომის ბაზრისთვის
მოთხოვნადი უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. პროფესიული განათლების
სისტემაში ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
პროგრამების დანერგვა-განვითარება, რომელიც ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე
დროში გადამზადდნენ/განივითარონ უნარები და დაუბრუნდნენ/ჩაერთონ დასაქმების ბაზარზე.
აღნიშნულ მიზანს ემსახურება, ასევე სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც,
სტუდენტები სწავლის შედეგებს აღწევენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე
სამუშაო ადგილზე. დუალური პროგრამების რაოდენობის ზრდა პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს
იმ
სტუდენტების
რიცხოვნობის
ზრდას,
რომლებსაც
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასრულებისთანავე უკვე აქვთ მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, რაც შემდგომი დასაქმების
უმნიშვნელოვანესი გარანტორია. ამავდროულად, ბოლო პერიოდში შემუშავდა სამუშაოზე
დაფუძნებული პროგრამების ახალი მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც ქმნის უფრო
მრავალფეროვან და მოქნილ მექანიზმებს პროგრამების განსახორციელებლად, კერძო სექტორის
აქტიური ჩართულობით.
დასაქმების ხელშემწყობი სერვისების განვითარება - პროფესიული განათლების სისტემაში
ფოკუსირებულად ვითარდება სხვადასხვა ტიპის სერვისები, მათ შორის, კარიერის მართვის
სერვისები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის დახმარებით
შეიმუშავა ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის სისტემის განვითარების 2022-2026 წლების სტრატეგია. პროფესიული უნარების
Page 19 of 30
სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა დასაქმების მხარდამჭერი სერვისების შემუშავებასა და
განვითარებაზე;
საკვანძო კომპეტენციების განვითარება - არაერთი ბოლოდროინდელი კვლევა ცხადყოფს
პროფესიული სტუდენტების მიღწევის დაბალ დონეს საკვანძო კომპეტენციების მიმართულებით,
რაც იკვეთება ასევე დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევაში. პროფესიული განათლების სისტემაში
შემუშავდა და მიმდინარეობს მუშაობა რიგ მარეგულირებელ დოკუმენტებზე, რომელთა მიზანსაც
პროფესიული განათლების საფეხურზე საკვანძო კომპეტენციების განვითარება წარმოადგენს.
აღნიშნულის შესაბამისად ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო მუშაობს საკვანძო
კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ რიგ სერვისებზე. მათ შორის, უკვე დანერგილია
ინტეგრირებული პროგრამები ცხრა კლასის განათლების მქონე ახალგაზრდებისთვის.
სტუდენტური სერვისების განვითარება - დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების
განვითარება ვერ მიიღწევა მხოლოდ ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით. შესაბამისად,
პროფესიული განათლება აქტიურად მუშაობს სტუდენტური სერვისების განვითარებაზე, რომელთა
მიზანსაც შრომის ბაზარზე წარმატებული ტრანზიცია და ამისთვის, შრომის ბაზრისთვის
რელევანტური კომპეტენციების განვითარება წარმოადგენს. ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტომ
აღნიშნული მიზნით უკვე დაასრულა მუშაობა ექსტრაკურიკულური და არაფორმალური
განათლების სერვისების განვითარების კონცეფციაზე, რომელიც საფუძვლად დაედება შესაბამისი
სერვისების განვითარებას;
კვლევითი კომპეტენეციების გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების ძირეული მიზნის მიღწევა - დასაქმების ხელშეწყობა რთული მისაღწევია
ემპირიული მონაცემებისა და მტკიცებულებების გარეშე, ფართომასშტაბიანი, ეროვნული კვლევები
კი არ იძლევა კონკრეტული კოლეჯისა და პროგრამების ფოკუსირებისა და განვითარების
შესაძლებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტომ მიზნად
დაისახა
კვლევითი
კომპეტენციების
განვითარება
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, რათა მათ დროულად და ეფექტურად შეძლონ ადგილობრივი შრომის ბაზრის
საჭიროებების გამოკვეთა და გათვალისწინება. აღნიშნული მიზნით, ა(ა)იპ პროფესიული უნარების
სააგენტომ დაასრულა მუშაობა ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევისა და კურსდამთავრებულთა
კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე, რომელიც დეცენტრალიზებული კვლევების ჩატარების
შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ერთ-ერთ
პრიორიტეტს
აგრარული
და
გარემოსდაცვითი
განათლების
ხელშეწყობა წარმოადგენს და თავისი ქმედებებით მხარს უჭერს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსების
ჩამოყალიბებასა და ორგანიზებას. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ახორციელებს ტრენინგებს ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის აგრარული
მიმართულებით. ფერმერთა შესაძლებლობებისა და თეორიული და პრაქტიკული უნარ - ჩვევების
განვითარების მიზნით, 2021 წელს გადამზადდა 331 პირი, კერძოდ:
ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი მეცხოველეობის
მიმართულებით, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
Page 20 of 30
ადგილობრივი ჯიშები, საქართველოში აპრობირებული მაღალპროდუქტიული ჯიშები, ჯიშთა
განახლება, აღწარმოების მართვა, ბუნებრივი და ხელოვნური განაყოფიერება, დაავადებები და მათი
საპრევენციო–პროფილაქტიკური ღონისძიებები, საღი რძის წარმოება და მასთან დაკავშირებული
საკითხები, კვება, ფერმის მოწყობა და ჰიგიენური სტანდარტები (31 ფერმერი).
შიდა ქართლში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ტრენინგები მეხილეობის
მიმართულებით შემდეგ თემებზე: ინტენსიური ბაღის გაშენება და აგროღონისძიებები, ხეხილის
სხვლა-ფორმირება, ხარისხის მართვის სისტემები ხეხილის ბაღში (32 ფერმერი). ასევე გაიმართა
ონლაინ ტრენინგები სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის შემდეგ თემებზე:
ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის თანამედროვე ტექნოლოგიები (53
მონაწილე).
თაფლის
წარმოება
და
ფუტკრის
ოჯახის
მოვლა
(46
მონაწილე)
კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები (41 მონაწილე) საძოვრების მდგრადი მართვა
(31 მონაწილე) მეცხოველეობა - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშები, დაავადებები,
პრევენცია, განაყოფიერება და ჰიგიენური სტანდარტები (38 მონაწილე) თხილის კულტურის
მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები (52 მონაწილე).
ასევე, აღსანიშნავია, რომ პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულების პროფესიული
განვითარების მიზნით გაიმართა აგრარული მიმართულების ტრენინგები, რომლის შედეგადაც
გადამზადდა 7 მსჯავრდებული.
გარდა ამისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით სსიპ
გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა
და
განათლების
ცენტრმა
შეიმუშავა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო მოდული პროფესიული
სასწავლებლებისთვის და გამოსცა კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი
(კლიმატგონივრული) სოფლის მეურნეობის სახელმძღვანელო, რომლის დანერგვის ხელშეწყობის
მიზნით გაიმართა შეხვედრები აგრარული მიმართულების კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან,
კერძოდ, კაჭრეთის, თელავის, ფოთის, სენაკის, ზუგდიდის, ჯვრისა, ახალციხის, ბათუმისა და
ქობულეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში (171 მონაწილე).
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ასევე დაწყებული აქვს მოკლევადიანი
სასწავლო
კურსების
აკრედიტაციის
პროცესი,
რომლის დასრულების შემდეგაც მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც
გარემოსდაცვითი, ასევე აგრარული მიმართულების კურსები, კერძოდ, 2022 წელს დასრულდება
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის აკრედიტაციის პროცესი, სახელწოდებით
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია". პროგრამის პარტნიორია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
პროგრამა მიზნად ისახავს მეტყევეების გადამზადებას. პროგრამის წარმატებით გავლის
შემთხვევაში, გადამზადებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ სსიპ ეროვნული სატყეო
სააგენტოს თანამშრომლები. პროგრამა ხორციელდება მეტყევეობის, როგორც პროფესიის
ხელშეწყობის მიზნით, ვინაიდან დღეისათვის საქართველოში დასაქმების მიმართულებით ამ
დარგის სპეციალისტების დეფიციტია.
გარდა აღნიშნული პროგრამისა, 2022 წელს დაგეგმილია კიდევ სამი მოკლევადიანი
მომზადების/გადამზადების პროგრამის - გარემოსდაცვითი მმართველის, კლიმატგონივრული
Page 21 of 30
სოფლის
მეურნეობისა
და
ექსტენციის
წარდგენა
აკრედიტაციის
დაინტერესებული პირებისთვის ასევე გაგრძელდება ტრენინგები სოფლის
მიმართულებით.
მისაღებად.
მეურნეობის
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სატყეო კუთხით
განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით
მომზადდა სატყეო სექტორის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი
მიზანია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს საზოგადოების
ინფორმირება, პროცესის გამჭვირვალობა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.
გადამზადდა სატყეო განათლების მქონე ახალგაზრდები.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო სისტემატიურად ახორციელებს სატყეო სფეროში დასაქმების
მსურველი სამუშაოს მაძიებლების საკონსულტაციო მომსახურებას.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო
1. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის
მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და
რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების,
გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და
საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და
საბრუნავი საშუალებებისთვის. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული
ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (15 ბანკი და 3 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის
საზღაურის თანადაფინანსებას. უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო
სექტორის დაინტერესება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის
მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა
იაფი ფინანსური რესურსი.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
7,001 უნიკალურ ბენეფიციარზე ბანკების მიერ გაიცა 859,629,603 ლარის ღირებულების 7,957 სესხი,
სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 136,197,456 ლარი, განხორციელდა 20,827
სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება.
2. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“
Page 22 of 30
პროგრამის მიზანი:
პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით,
გააშენონ მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები და შექმნან სანერგე
მეურნეობები. პროგრამის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია,
მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო
მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული
პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების
ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების
ქვეკომპონენტის მიზანია დაბალი აქტივობის ცალკეულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც
მაღალია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაცია და ვერ ხდება მიწის ნაკვეთების
გაერთიანება, საკარმიდამო კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის
ნაკვეთებზე კენკროვანი კულტურების ეფექტური წარმოება.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში 527 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 557 ხელშეკრულება.
დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 3,454.05 ჰა-ს. ინვესტიციის ოდენობაა 61,529,218 ლარი,
საიდანაც
ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
თანადაფინანსებამ შეადგინა 27,028,532 ლარი;
2. მრავალწლიანი კულტურ(ებ)ის ბაღში, პლანტაციაში, ვენახში დაზიანებული ნერგების
ჩანაცვლების კომპონენტის ფარგლებში 1 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 1 ხელშეკრულება.
დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 0.78 ჰა-ს. ინვესტიციის ოდენობაა 9,750 ლარი, საიდანაც
ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 7,500 ლარი;
3. კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში 416 უნიკალურ ბენეფიციარს
გაუფორმდა 418 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 165.55 ჰა-ს. ინვესტიციის
ოდენობაა 5,630,562 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 5,630,562 ლარი;
4. სანერგე მეურნეობების კომპონენტის ფარგლებში 1 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 1
ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობაა 717,000 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 250,000 ლარი;
5. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 5
უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 6 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს
63.63 ჰა-ს. ინვესტიციის ოდენობაა 3,978,000 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 306,450 ლარი;
6. შესაწამლი აპარატის შესყიდვის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 1 უნიკალურ
ბენეფიციარს გაუფორმდა 1 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობაა 7,276 ლარი, საიდანაც
ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ
შეადგინა 5,000 ლარი;
7. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 44 უნიკალურ
ბენეფიციარს გაუფორმდა 45 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 236.94 ჰა-ს.
ინვესტიციის ოდენობაა 1,133,474 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 540,738 ლარი;
8. ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 84
უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 85 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს
Page 23 of 30
469.26 ჰა-ს. ინვესტიციის ოდენობაა 2,416,462 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 1,163,924 ლარი.
3. აგროდაზღვევის პროგრამა
პროგრამის მიზანი:
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლოსამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის
შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან.
აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ მოსავალი
სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
9,029 უნიკალურ დამზღვევზე/ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 19,476
პოლისი. დაზღვეულ იქნა 184,994,907 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია
19,118.11 ჰა მიწის ფართობი. ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს თანადაფინანსებამ (ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პრემიის წილი) შეადგინა
9,487,307 ლარი. ანაზღაურებული ზარალის ოდენობაა 9,777,817 ლარი.
4. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
პროექტის მიზანი:
მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამმუშავებელ და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მაღალმთიანი დასახლებების
შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა გაზრდილია 10%-ით.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში 12 უნიკალურ ბენეფიციარს
გაუფორმდა 12 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 17,415,110 ლარი, საიდანაც
ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა
5,041,030 ლარი;
2. შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში 51 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 51
ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 69,595,902 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით
განსაზღვრულია(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 23,875,943 ლარი.
5. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - "ახალგაზრდა მეწარმე"
პროგრამის მიზანი:
პროგრამა ითვალისწინებს ახალი ბიზნესის დასაწყებად პოტენციური ბენეფიციარებისთვის
ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, რომელსაც გააჩნია სამი ეტაპი:
• თანადაფინანსების მიღებამდე ტექნიკური დახმარება (განმახორციელებელი სუბიექტი:
სამინისტრო);
• თანადაფინანსება - ფინანსური დახმარება (განმახორციელებელი სუბიექტი: ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტო);
Page 24 of 30
• თანადაფინანსების
სამინისტრო).
შემდგომი
ტექნიკური
დახმარება
(განმახორციელებელი
სუბიექტი:
თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ
ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ფოთი,
ქ. ბათუმი.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
8 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 8 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 754,328
ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
თანადაფინანსებაა 301,731 ლარი.
6. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“
პროგრამის მიზანი:
პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულია ჩაის
პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის
გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების
ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო
პოტენციალი გაიზრდება .
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
17 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 17 ხელშეკრულება. დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს
611.22 ჰა-ს. ინვესტიციის ოდენობაა 2,207,465 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა
სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 1,535,393 ლარი.
7. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამის მიზანი:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი;
სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო-სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი)
და მოტობლოკი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
88 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 89 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა
10,748,411 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს თანადაფინანსებაა 4,533,741 ლარი.
8. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი:
Page 25 of 30
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლოსამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად
საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
2,309 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 2,309 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა
140,835,299 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს თანადაფინანსებაა 45,455,597 ლარი.
9. ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი
პროექტის მიზანი:
„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“ არეგულირებს ფერმათა/ფერმერთა ერთიანი
რეესტრის სისტემას, რითაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი
სასოფლო - სამეურნეო საქმიანობისა და მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლოსამეურნეო აქტივების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაცია.
პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა
პირის აღრიცხვა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რაც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს ფლობდეს მათ
შორის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფების სწორი
შერჩევისთვის
და
მათთვის
სხვადასხვა
მასტიმულირებელი
პროექტების/პროგრამების
საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
რეგისტრაცია გაიარა 20,399 ფერმამ/ფერმერმა.
10. სოფლის განვითარების პროგრამა (UNDP)
პროგრამის მიზანი:
პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას
თანადაფინანსების გზით. პროგრამის მიზანია: სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო
საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის
ეკონომიკური
განვითარების
სტიმულირებას,
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; გარემოს
დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი
რესურსების ეფექტიანად გამოყენება.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
34 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 34 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა
4,748,158 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს თანადაფინანსებაა 3,384,944 ლარი.
Page 26 of 30
11. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (DIMMA)
პროგრამის მიზანი:
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია
სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი
მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე
მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
96 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 96 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა
7,649,017 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
თანადაფინანსებაა 5,355,363 ლარი.
12. კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები
პროგრამის მიზანი:
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“,
რომლის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების
ხარისხისა და რაოდენობის ზრდა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეს თანადაფინანსებით,
გრანტის სახით ღირებულების 30%-ად სხვადასხვა სახის სკების გადაცემას გულისხმობს. „რძის
მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“
მიზანია საქართველოში რძისა და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში
მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ
რძის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს
150,000 ლარისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 90%-იანი თანადაფინანსება,
არაუმეტეს 150,000 ლარისა.
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის
მიზანია ქვეყანაში წარმოებული ყურძნის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ
წარმოებული ყურძნის გადამუშავების ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის მიმღებ-გადამმუშავებელი
საწარმოების შექმნა; ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ
100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის არაუმეტეს 90%იან თანადაფინანსებას, არაუმეტეს 500,000 ლარისა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 95%-იანი
თანადაფინანსება არაუმეტეს 500,000 ლარისა.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
მეფუტკრეობა: 6 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 6 ხელშეკრულება. ინვესტიციის
ოდენობამ შეადგინა 126,564 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის
განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 99,991ლარი;
Page 27 of 30
სათიბ-საძოვრები: 1 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 1 ხელშეკრულება.
ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 60,000 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული
სააგენტოს თანადაფინანსებაა 54,000 ლარი;
რძე: 5 უნიკალურ ბენეფიციარს/კოოპერატივს გაუფორმდა 5 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ
შეადგინა 509,955 ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს თანადაფინანსებაა 481,013 ლარი.
13. ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი:
ა(ა)იპ
სოფლის
განვითარების
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში
დაფინანსებული/დასაფინანსებელი პოტენციური ბენეფიციარების/ბენეფიციარების
მხარდაჭერა თანადაფინანსების ან/და საკონსულტაციო მომსახურეობის ან/და
ტრენინგის ჩატარების გზით.
ა(ა)იპ
სოფლის
განვითარების
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული/განსახორციელებელი
პროექტებით/პროგრამებით
გათვალისწინებული დარგისა და მიმართულებების გაძლიერება და მხარდაჭერა.
2021 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაფორმდა 33 ხელშეკრულება, აქედან 4 ხელშეკრულება გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისთვის წარმოებული პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო
აღჭურვილობის შეძენის მიზნით. 20-მა ბენეფიციარმა დანერგა სურსათის უვნებლობის
საერთაშორისო სტანდარტი (HACCP, ISO-22000, BRC, BIO, FSSC-2200, GLOBAL G.A.P), ხოლო 9
ბენეფიციარმა მოახდინა პროდუქციის/კომპანიის ბრენდირება. აქტივობების/პროექტების ჯამური
ღირებულებაა 500,701 ლარი და 19,725 აშშ დოლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების წილი
აქტივობების/პროექტების ღირებულებაში შეადგენს 362,205.50 ლარს და 5,917.50 აშშ დოლარს.
სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსებაა 272,722.20 ლარი.
2022 წელს ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაგეგმილი აქტივობები და შესაბამისი
სამიზნე ინდიკატორები (სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების
სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად) :
1. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი:
ბანკების მიერ 6,200 ბენეფიციარზე გაიცემა 7,100 შეღავათიანი სესხი/ლიზინგი
განხორციელდება 13,500 შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო სესხის/ლიზინგის საპროცენტო
განაკვეთის თანადაფინანსება
2. სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავალი:
პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 470 ბენეფიციარი
გაშენდება/დაკონტრაქტდება დამატებით 3 500 ჰა-მდე ახალი ბაღი და 3 სანერგე მეურნეობა;
300 ჰექტარზე მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა; 100 ჰექტარზე მოეწყობა სეტყვის
Page 28 of 30
საწინააღმდეგო სისტემა; მოეწყობა 50 ჭაბურღილი; 100 ჰექტარზე ჩანაცვლდება სტიქიური
მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგები.
3. აგროდაზღვევის პროგრამა:
პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 10,900 ბენეფიციარი
19,000 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულ იქნება მოსავალი
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი:
სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება 24 გადამამუშავებელი საწარმოს ან/და შემნახველი
ინფრასტრუქტურის შექმნა
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“:
განხორციელდება 250 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია
4. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა:
განხორციელდება 35 ბენეფიციარისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის
თანადაფინანსება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა:
განხორციელდება 4,000 ბენეფიციარისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
თანადაფინანსება
5. ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი:
ფერმათა/ფერმერთა
რეგისტრაციის
პროგრამაში
ფერმერი/ფერმერული მეურნეობა
დარეგისტრირდება
შეძენის
შეძენის
8,000
6. სოფლის განვითარების პროგრამა (UNDP):
სააგენტოს თანადაფინანსებას მიიღებს 5 ბენეფიციარი და გაგრძელდა 2021 წელს
გაფორმებული ხელშეკრულებების თანადაფინანსება
7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა:
10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აღიჭურვება ნედლეულის მიმღებ-გადამამუშავებელი
საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობებით
8. ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა:
60-მდე ბენეფიციარი მოახდენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისი სტანდარტის
დანერგვას; 20 ბენეფიციარი მოახდენს კომპანიის/პროდუქციის ბრენდირებას; 20 სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდება პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის
მისაცემად საჭირო აღჭურვილობა
9. იმერეთის აგროზონა:
მომზადდება ინფრასტრუქტურული პროექტები და განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები
ბიო წარმოების ხელშეწყობის პროგრამა:
განხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები და განისაზღვრება სამიზნე აქტივობები
Page 29 of 30
შპს - „საქართველოს მელიორაცია“
შპს „საქართველოს მელიორაციის“, როგორც სასურველი დამსაქმებლის ბრენდის ფორმირების, ასევე
ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
გაფორმდა ხელშეკრულება საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
კერძოდ,
უნივერსიტეტის
აგროინჟინერიის
საბაკალავრო,
ხოლო
სასოფლო-სამეურნეო
ჰიდრომელიორაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების კომპანიაში
საწარმოო პრაქტიკის გავლის შესახებ. ამავე მიზნით, ახალგაზრდები, პერიოდულად, ორგანიზაციის
სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადიან სტაჟირებას. დასრულების შემდგომ მენეჯმენტთან
აკეთებენ პრეზენტაციებს, კომპანიის მხრიდან კი გადაეცემათ სტაჟირების გავლის
დამადასტურებელი სერტიფიკატები
სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სისტემატიურად ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში
დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლის საკონსულტაციო მომსახურებას ვეტერინარიის
სფეროში. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მხარს უჭერს შესაბამისი როგორც მოკლევადიანი
სავეტერინარო პროფესიული ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო კურსების ჩამოყალიბებასა და
ორგანიზებას სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აქტიურად მონაწილეობს ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფორმებული აქვს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და
პროფესიულ კოლეჯებთან, რომელიც გულისხმობს მათ მიერ წარმოდგენილი ვეტერინარიის
ინტეგრირებული სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სტუდენტების მიერ
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოში პრაქტიკული კომპონენტის გავლას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების
მიღებას და ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას
Page 30 of 30