საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებით (2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 09 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით ან მივლინებაში მყოფი უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეობის მქონე პირებზე გავრცელდეს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" კანონი)
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041222329833
08.04.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 09 აპრილის ჩათვლით საქართველოს
ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით ან მივლინებაში მყოფი უკრაინის და ბელარუსის
მოქალაქეთა საერთაშორისო დაცვის შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 09 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე
ტურისტული მიზნით ან მივლინებაში მყოფი უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეობის მქონე
პირებზე გავრცელდეს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის
მოქმედება. საკანონმდებლო წინადადების მიზანია, დაიცვას უკრაინის და ბელარუსის
მოქალაქეები, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ უკრაინაში
და ბელარუსში საქართველოდან დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიისა და
ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე
(პირადი #
) და ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა