საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძის და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (№07-3/181; 22.03.2022) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-4420/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-4420/22 08-04-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N135/1, 25.03.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თამარ ტალიაშვილის, გიორგი ხელაშვილის, ანა ნაცვლიშვილის, თინათინ ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძის, ნატო ჩხეიძის, ანა ბუჩუკურის, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია წილოსანის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა კვიციანის, რამინა ბერაძის, ირმა ზავრადაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, მაია ბითაძის, ნიკოლოზ სამხარაძის, ლევან მგალობლიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, გოგი მეშველიანის, გოდერძი ჩანქსელიანის, დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ზაზა ლომინაძისა და ქეთევან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ (№07-3/181; 22.03.2022). აღნიშნული პროექტი სავალდებულო დასკვნითვის გადაეცა აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს. საკითხის განხილვის ვადა, როგორც წამყვანი, ასევე სავალდებულო წესით განმხილველო კომიტეტებისთვის განსაზღვრულია 2022 წლის 8 აპრილამდე. დღეის მდგომარეობით კომიტეტებში გრძელდება განხილვები სავალდებულო დასკვნის მისაღებად, საკითხის განხილვის ვადა კი იწურება. ამასთან, კომიტეტში შემოვიდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წერილი საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge