„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09.08.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
080240000.05.001.019099)
შეტანილ
იქნეს
შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი - საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
სპეციალურ
საგამოძიებო
სამსახურში
დასაქმებული პირი, გარდა ამ მუხლის „ა“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით და ამ კანონის 62
მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა.“;
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურას,
სტრუქტურული
ერთეულების,
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებისა და სპეციალური
სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილებებს;“;
საგამოძიებო
ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლისა
და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების
წესსა და ოდენობებს, ამასთანავე, ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომლებისა
და
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლების საშტატო ნუსხას;“;
გ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის პირველ
მოადგილესა და მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
1
დანაყოფის
თანამშრომლებსა
და
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
თანამშრომლებს;“;
დ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის, მისი პირველი
მოადგილისა და მოადგილისათვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლისთვის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა)
და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის (გარდა შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდების მინიჭების და
სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესს;“;
ე) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დამატებული იქნეს შემდეგი შინაარსის „ვ1“-„ვ5“
ქვეპუნქტები:
„ვ1) საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ატარებს
სამსახურებრივ-საშტატო იარაღს;
ვ2) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი
მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა), სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირისა) მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური
საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს. აღნიშნული წესი ასევე
დგინდება სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით;
ვ3)
განსაზღვრავს
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
შეიარაღებაში
არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას;
ვ4) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი
მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა), სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული
პირისა)
საწვავით,
ავტომანქანით
და
სხვა
შეღავათით
უზრუნველყოფის წესს;
ვ5) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის იმ
თანამშრომლის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიერ
საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის ხარჯების ანაზღაურების წესს,
რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან
განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ახორციელებს;
ვ6) სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის სათათბირო
ორგანოებს და განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს; “;
2
3. 62 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და
მოადგილეს აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციული და
ფინანსური უზრუნველყოფა
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურა, სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლებსა
და
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
თანამშრომლებს
შორის
უფლებამოსილებების განაწილების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საქმიანობის წესები დგინდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფროსი.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური
საგამოძიებო სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა
წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით.“;
5. მე-19 მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
კანონიერ
ძალაში
შესული
გადაწყვეტილებით
დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს.“;
ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პროცესის
მონაწილის
მიმართ
დაცვის
სპეციალური
ღონისძიების
გამოყენების შესახებ.“;
გ) მე-20 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„გ)
საჭიროების
შემთხვევაში
გამოიყენოს
ტექნიკური
აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც
ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის
მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს გამოძიებას. ამ უწყების
ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ
აუცილებლობისას, ამ უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე;“;
გადაუდებელი
6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ
თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვთ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა,
სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი
თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ
იარაღს იყენებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით,
33-ე მუხლით (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და
მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-11
პუნქტებისა), 35-ე მუხლითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ
თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.“;
7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის
თანამდებობაზე დანიშვნა და მათი მოვალეობები
1.
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომელი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი არიან
საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე
4
გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული
აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის
საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით.
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად
კონკურსის
ჩატარების
წესი
და
პირობები,
აგრეთვე
დასანიშნ
პირთა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ
ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი
მოთხოვნები)
განისაზღვრება
სამსახურის
უფროსის
ამ
კანონითა
შესაბამისი
და
სპეციალური
სამართლებრივი
აქტით.
საგამოძიებო
სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის,
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების
მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო
კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
გამომძიებლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით
შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ
სისხლის სამართლის სფეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს
საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან
ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და
მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო
გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო
სამართალი,
სასჯელაღსრულებითი
სამართალი,
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის საფუძვლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის,
5
პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის,
სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი
მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირის სტაჟიორგამომძიებლად დანიშვნის შემთხვევაზე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში
პირი სტაჟიორ-გამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.
6. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანა,
რაც გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის
შესაბამისი
სხვა
უფლებამოსილებების
ან/და
ფუნქციურად
მსგავსი
უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა).
7. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი
ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის
უკონკურსოდ
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი
წესით ჰორიზონტალური გადაყვანა.
8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის
და
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით
გათვალისწინებული გადაყვანის გარდა, სამსახურებრივი გადაყვანის სხვა
შემთხვევები განისაზღვრება ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტით.
9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა
საგამოძიებო დანაყოფის
და ამაღლების მიზნით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი
სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.
10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო
კოდექსით,
„ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
შესახებ“
საკანონმდებლო და
გათვალისწინებული
უფლებამოსილებები და მოვალეობები.
11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება
ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი
სამართლებრივი
აქტით
გათვალისწინებული
მოვალეობები.
6
უფლებამოსილებები
და
12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის
და
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის, ასევე სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლის სამსახურის გავლის წესს ადგენს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
13. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამტკიცებს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის
და
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომლის, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის
ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.“;
8. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი
მოადგილის და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომლის
და
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე
და მოადგილე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების
წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მისი კანონიერი მოთხოვნის
შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის და სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქმიანობაში,
გარდა კანონით
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის
და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი
პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ
მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა
იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. მათი ან
მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ
ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან
7
განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი
და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ და
მოადგილემ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა უარი
უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან
იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის
ფარგლებში.
5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ და
მოადგილემ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა
აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ
უნდა აცნობოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და
მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელს
და სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის
რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების
შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
თანამშრომელს,
ან განკარგულების
7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის
და მოადგილისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლისთვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს
დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეს და
მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს უფლება
აქვს, თავისი
სასამართლოს.
უფლებებისა
და
თავისუფლებების
დასაცავად
მიმართოს
9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და
მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს მისი
სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის
მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით
დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.
8
10.
დაკავებული,
დაპატიმრებული
ან
მსჯავრდებული
სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის
უსაფრთხოებას
უზრუნველყოფს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.“;
9. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241-243 მუხლები:
„მუხლი
241.
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის
და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის
და
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის
საფუძველია დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
2. დისციპლინური გადაცდომა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მსუბუქი გადაცდომა;
ბ) საშუალო გადაცდომა;
გ) მძიმე გადაცდომა.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიერ:
ა)
კანონით
დაკისრებული
მოვალეობის
თანამშრომლის
არაჯეროვნად
და
შესრულება,
გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად;
ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით,
ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად;
გ) ეთიკის კოდექსის დარღვევა ფასდება მძიმე გადაცდომად;
დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე
გადაცდომად;
ე) დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ფასდება მძიმე გადაცდომად.
4.
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
დისციპლინური სახდელის სახეებია:
ფარგლებში
დასაკისრებელი
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე
ვადით;
დ) დაქვეითება;
ე) დათხოვნა.
9
5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიერ:
ა)
კანონით
გარემოებათა
დაკისრებული
მოვალეობის
გათვალისწინებით,
ფასდება
თანამშრომლის
არაჯეროვნად
მსუბუქ
და
შესრულება,
გადაცდომად
და
დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური;
ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით,
ფასდება მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ
გამოიყენება შენიშვნა, საყვედური ან თანამდებობრივი
ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
სარგოს
30%-მდე
გ) ეთიკის კოდექსის დარღვევა ფასდება მძიმე გადაცდომად და, გარემოებათა
გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება საყვედური,
უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით
დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან
დათხოვნა;
დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე
გადაცდომად და, გარემოებათა გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის
სახედ გამოიყენება საყვედური, უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა, თანამდებობრივი
სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით ან სპეციალური
საგამოძიებო სამსახურიდან დათხოვნა.
ე) დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ფასდება მძიმე გადაცდომად და
დისციპლინური
სახდელის
სახედ
გამოიყენება
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურიდან დათხოვნა.
6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომელი
და
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი დისციპლინური სახდელის არმქონედ
ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 1 წელი და მას არ შეეფარდა ახალი
დისციპლინური სახდელი.
7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომელს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება, თუ
გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი.
8. ერთი გადაცდომის ჩადენისთვის დაკისრებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი
დისციპლინური სახდელი.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ახალი
დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელ სტრუქტურული ერთეულის
10
თანამშრომელს და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს შესაძლებელია
დაეკისროს ბოლოს შეფარდებულ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური
სახდელი.
10. ერთი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური
სახდელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურიდან დათხოვნა.
11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააუქმოს
დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
12. დისციპლინური სახდელის სახედ დაქვეითების ან უფრო დაბალ რანგზე
გადაყვანის გამოყენების შემთხვევაში სახდელის მოხდის ვადის გასვლა არ იწვევს
სახდელის დადებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობისა და რანგის
აღდგენას.
13. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელ სტრუქტურული ერთეულის იმ თანამშრომლისა და
საგამოძიებო დანაყოფის იმ თანამშრომლის მიმართ, რომელსაც დაეკისრა
დისციპლინური სახდელი, არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა 243
მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებისა.
14. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელ
სტრუქტურული
ერთეულის
იმ
თანამშრომელს
და
საგამოძიებო დანაყოფის იმ თანამშრომელს, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური
სახდელი:
ა) არ ენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება;
ბ) არ მიეცემა სახელფასო დანამატი;
გ) არ წინაურდება.
15. დისციპლინური
სახდელის
დაკისრების
შესახებ
გადაწყვეტილების
გასაჩივრება არ იწვევს დაკისრებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.
მუხლი 242. დისციპლინური წარმოება
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის
და
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის
ჩადენის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეული
ატარებს
სამსახურებრივ შემოწმებას.
2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის
ინფორმაცია
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის
11
და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან
სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ.
3. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში
სამსახურის
სამსახურებრივი
სპეციალური
ინსპექტირების
საგამოძიებო
განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია:
ა) შესამოწმებელი ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
ის
თანამშრომელი
და
საგამოძიებო დანაყოფის ის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური
პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, ამასთანავე, ამავე მიზნით მოიწვიოს
ნებისმიერი სხვა პირი;
ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს განუმარტოს მისი უფლება, უარი
თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
გ) გამოითხოვოს საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მასალა, დოკუმენტი ან
ინფორმაცია;
დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს
კონსულტაცია სპეციალისტისგან;
ე) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ვ)
განახორციელოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებები.
4. დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დისციპლინური სახდელის
გამოყენების
თაობაზე,
რაც
სარეკომენდაციო
ხასიათისაა,
წარედგინება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლის
და
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომლის
მიმართ
დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესი
განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული
აქტით.
მუხლი 243. წახალისების ფორმები
სამსახურებრივი
მოვალეობის
სანიმუშოდ
შესრულებისა
და
სხვა
მიღწევებისათვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი
მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
12
გ)
10
კალენდარული
დღის
ოდენობით
დამატებითი
ანაზღაურებადი
შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა;
ზ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;
თ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“;
10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სოციალური დაცვა
1.
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
უფროსის,
მისი
პირველი
მოადგილისა და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის
სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის
სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან
დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომელი იღებს:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ
სარგოს;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად
ჯილდოს;
გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;
დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და
კომპენსაციებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც
გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების გამო, უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან
სახელმწიფო პენსია.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის შრომის
ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის
დანამატის
ოდენობები,
აგრეთვე
13
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
დანამატებისა
და
კომპენსაციების
ოდენობები
განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული
აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ექვემდებარება
სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო
დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს)
განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.“.
11. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. სპეციალური წოდებები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა
და მოადგილის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირისა) სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;
12. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261. მოქალაქეთა მიღებისა და კორესპონდენციის
განხილვის
პროცედურები
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, კანონით
დადგენილი წესით განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს
მოქალაქეთა მიღებას.
2. განცხადება და საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.
13. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის
ფარგლები
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე
საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ 2022 წლის 1
მარტიდან განისაზღვროს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ დანაშაულზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო
ქვემდებარეობა
გავრცელდეს,
თუ
იმავე
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.
14
3.
ამ
კანონის
მე-19
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ე“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ დანაშაულზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს, თუ ამ დანაშაულის ჩადენის გამო
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული
კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგენილია 2022 წლის 28 თებერვლის
შემდეგ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
15
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების
საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებების
გამიჯვნის შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, ერთის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე
კონტროლის უფლებამოსილების სრულად გადაცემით შეიქმნა ამ კონტროლის
ეფექტიანად განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, ხოლო, მეორეს მხრივ,
საგამოძიებო უფლებამოსილების სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის
გადაცემის შედეგად, შეიქმნა სახელმწიფო უწყება, რომელიც ეფექტიანად
გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ შესაბამის დანაშაულებს. ამავე
საკანონმდებლო ცვლილებით გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
საგამოძიებო ქვემდებარეობა. 2021 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო
სამსახური დამატებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 48 მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევას იძიებს.
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საქმიანობის
ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობის
ფონზე, აუცილებელია, სამსახურის დამატებითი გარანტიებით უზრუნველყოფა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული
საკითხები დარეგულირებულია „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონით.
შესაბამისად,
ამ
საკითხების
ახლებურად
მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
16
კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი შემდეგი სახის ცვლილებებს
ითვალისწინებს:
საკანონმდებლო დონეზე ფორმულირებული ჩანაწერით უფრო მეტად
გაფართოვდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობა. სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც
გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს;
სათანადო სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ, როგორც
სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის
თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან
აღჭურვილნი;
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის
შესაბამისი
თანამშრომლის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს
ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
17
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებულის წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სოციალური
დაცვის
უზრუნველსაყოფად
საჭირო
ყველა
დანახარჯი
დაიფარება
სამსახურისთვის უკვე გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დანახარჯების
ოდენობა წლის განმავლობაში არ გადააჭარბებს 120 000 ლარს. დანახარჯები
დაანგარიშებულია 100 ვაკანტურ საშტატო ერთეულთან მიმართებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
18
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ
თანამშრომლების
ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რომელთაც
გაეზრდებათ
სოციალური გარანტიები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
19
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური,
დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, მიხეილ სარჯველაძე.
20